30%-იანი ფასდაკლება ახალი მომხმარებლებისთვის
07 ნოემბერი, 2025
დღეს ონლაინ გაყიდვები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ბიზნესები საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობისას მხოლოდ „გავაგზავნე-მივიდა” პროცესებით ვეღარ კმაყოფილდებიან. ამას უკვე ყველა აკეთებს. კომპანიებს სჭირდებათ სანდო პარტნიორი, რომელიც გარდა იმისა, რომ ამანათს სწრაფად და უსაფრთხოდ მიიტანს, ასევე დაეხმარება ბიზნესს დროისა და ხარჯის შემცირებაში და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა „ონვეი” - პირველი ციფრული საკურიერო პლატფორმა, რომელიც მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს, ამჯერად 2 თვიანი შეთავაზების ფარგლებში (დეკემბრის ბოლომდე) ახალი B2B მომხმარებლებისთვის გვაქვს საკურიერო მიწოდების სპეციალური პირობები.
2 თვიანი სპეციალური პირობები ახალი ბიზნესებისთვის
„ონვეიმ” 2025 წლის ბოლომდე დაიწყო სპეციალური აქცია ახალი ბიზნესებისთვის, რომლებიც პირველად უერთდებიან პლატფორმას. შეთავაზება იმუშავებს ორი თვის განმავლობაში და მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, რომლებიც ამცირებს ლოგისტიკურ ხარჯს თავიდანვე, სანამ ბიზნესი ჯერ კიდევ ტესტავს ინტეგრაციასა და სერვისს.
რას იღებ, თუ შენი კომპანია ახლა იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას?
პირველი ორი თვე გექნება შესაძლებლობა გადაიხადო ერთიანი, ფიქსირებული ტარიფით 5 კილოგრამამდე ამანათებზე, ხოლო თუ 100 კგ-მდე ტვირთის გადაზიდვა გჭირდება, ასეთ შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
აქციის შესახებ დეტალურად „ონვეის” გენერალური მენეჯერი, სანდრო გაგუა გვესაუბრა.

ვისთვის არის ეს სპეციალური შეთავაზება და რა საჭიროებას პასუხობს ის ქართულ ბაზარზე?
“ეს შეთავაზება განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას და ცდილობენ ოპერაციული ხარჯების შემცირებას, განსაკუთრებით აქტიურ სავაჭრო სეზონზე - შავი პარასკევიდან ახალ წლამდე.
ჩვენ გვინდა, რომ პირველ 50 ახალ პარტნიორს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი საკურიერო მომსახურება 30%-იანი ფასდაკლებით და ამით გავუადვილოთ მათ საქმიანობა. ჩვენი მიზანია ბიზნესებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მათთვის მიწოდება იყოს არა ტვირთი, არამედ ზრდის ინსტრუმენტი. ეს დაეხმარებათ მომხმარებლის ლოიალობის გაზრდასა და გაყიდვების სტიმულირებაში”
რას მიიღებს ახალი მომხმარებელი „ონვეისგან" არა მხოლოდ ფასის, არამედ მომსახურების თვალსაზრისით?
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული ფასი და გამართული, ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი მიზანია გამგზავნსა და მიმღებს შორის დისტანცია მაქსიმალურად შევამციროთ როგორც დროის, ისე კომუნიკაციის თვალსაზრისით.
ჩვენი ციფრული პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში აკონტროლონ მიწოდების პროცესი, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე რეჟიმში და იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამანათი დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და უსაფრთხოდ მივა. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება - მომსახურება, რომელიც კომფორტს, სისწრაფესა და ნდობას აერთიანებს.”
რა პირობებია აუცილებელი, რომ კომპანიამ აქციით სარგებლობა შეძლოს?
“აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ახალ კომპანიებს, რომლებიც ჯერ არ არიან დარეგისტრირებულები „ონვეის“ პლატფორმაზე. შეთავაზება ვრცელდება იმ გზავნილებზე, რომლებიც არ ეკუთვნის აკრძალულ კატეგორიებს და სრულად შეესაბამება მიწოდების უსაფრთხოების სტანდარტებს.
მონაწილეობის მინიმალური პირობაა თვეში მინიმუმ 50 გზავნილი. თითოეული ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული და აღჭურვილი „ონვეის“ ოფიციალური ლეიბლით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და გამჭვირვალე მიწოდების პროცესს.”
უნდა ელოდონ თუ არა მომხმარებლები „ონვეისგან" 2026 წელს დიდ ცვლილებებს ან რაიმეს გაუმჯობესებას?
„ონვეი“ მუდმივად მუშაობს არსებული სერვისების დახვეწასა და ახალი პროდუქტების დანერგვაზე. ჩვენთვის მომხმარებლის გამოცდილება არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს გაუმჯობესების ხარისხს, ამიტომ გვჯერა, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საუკეთესოდ შეაფასონ ის პროგრესი, რომელსაც ყოველთვიურად ვახორციელებთ.
რაც შეეხება სიახლეებს, 2026 წლიდან ვგეგმავთ ისეთი სერვისების გაშვებას, რომლებიც ბიზნესებს სრულად გაათავისუფლებს ლოგისტიკური პროცესებისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები შეძლებენ მთლიანი ლოგისტიკური ჯაჭვი ჩვენ მოგვანდონ. ამასთან, ტრადიციულად, ჩვენი ფოკუსი დარჩება ხარჯების ოპტიმიზაციასა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.”
თუ სპეციალური შეთავაზებით დაინტრესებული ხარ, მოგვწერე ფეისბუქზე ან დაგვირეკე ცხელ ხაზზე 0322 00 48 48, ამავე სტატიაში მოკლედ მოგიყვები რა დაგხვდება ონვეიში შენი ბიზნესისთვის.
რა შესაძლებლობები გაქვს “ონვეიში”?
ონვეის საიტზე მომხმარებლის ხელში მთელი ეკოსისტემაა, რომელიც გეხმარება პროცესების გამარტივებაში, მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდაში, გაყიდვების ზრდაში და ა.შ. აი, რა სერვისებს გთავაზობს „ონვეი”
მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ონვეის” ამანათები მთელი საქართველოს მასშტაბით დააქვს. ფილიალები 11 ქალაქშია განთავსებული, რაც საშუალებას გვაძლევს ცენტრალურ ლოკაციებზე ამანათები მეორე სამუშაო დღესვე ჩავაბაროთ. ნივთის გაგზავნა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია, როგორც სახლიდან, ასევე ფილიალიდან. გარდა საქალაქთაშორისო გადაზიდვებისა, შეგიძლია ქალაქის შიდა გადაზიდვის მომსახურებითაც ისარგებლო.
გადაზიდვა ნებისმიერი წონისა და მოცულობისთვის
იქნება ეს მცირე ზომის ამანათი თუ 1 000 კილოგრამამდე ტვირთი, „ონვეი” ნებისმიერ მათგანს სასურველ მისამართზე მიიტანს და თითოეული ბიზნესისთვის ოპტიმალურ პირობებს შეადგენს.
თანხის გადახდა კურიერთან (COD)
COD მომსახურებით სარგებლობისას შენი ბიზნესის მომხმარებლები კურიერთან შეძლებენ შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდას როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბარათით. COD თანხებთან დაკავშირებული რეპორტის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ჩვენს პორტალზე შენივე კაბინეტში, ფინანსების განყოფილებაში.
ამანათის სტატუსის გადამოწმება
ჩვენს საიტზე შესაძლებელია შეკვეთისთვის თვალის დევნება. ყველა ამანათს აქვს უნიკალური თრექინგის კოდი, რომლითაც მის მოძებნასა და ადგილმდებარეობის ნახვას შეძლებ როგორც შენ, ასევე მიმღები. გზავნილის ლოკაციისა და ჩაბარების სავარაუდო დროის ნახვა შესაძლებელია მიმღების ტელეფონის ნომრის გამოყენებითაც, რაც ამარტივებს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოძიებას იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის კოდი არ იცის ან არ აქვს.
სმს მომსახურება
შეგიძლია გაიაქტიურო სმს შეტყობინებების სერვისი. ადრესატი ჩვენგან სმს-ს მიიღებს, როცა გზავნილი ჩვენს საწყობში მოვა, შემდეგი შეტყობინება კი გაეგზავნება მას შემდეგ, რაც კურიერი ამანათს გაიტანს ჩასაბარებლად, შესაბამისად, ადრესატმა იცის, დაახლოებით რა დროში ჩაბარდება გზავნილი. ამგვარი შეტყობინებები მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებს.
რას მიიღებ ჩვენთან თანამშრომლობისას?
ჩვენ ვცდილობთ, რომ ლოგისტიკა იყოს არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ მეტად „ადამიანურიც” - უკუკავშირით, გამჭვირვალობითა და მუდმივი გაუმჯობესებით.
მიწოდების შემდეგ, მიმღებს ეგზავნება სმს, სადაც შეუძლია შეაფასოს:
- სისწრაფე
- კურიერის სერვისი
- შეფუთვის მდგომარეობა
- საერთო კმაყოფილება
ეს ქმნის რეალურ სტატისტიკას, რომელსაც შენც ხედავ.
მხარდაჭერის განახლებული სისტემა
პერიოდულად ვაქვეყნებთ სიახლეებს მხარდაჭერის, ოპერაციებისა და სერვისების გაუმჯობესებაზე (გამოყენებული ტექნოლოგიები, ცვლადი პროცესები, SLA-ები, ახალი ფუნქციები და ა.შ.), რისი საშუალებითაც ყოველთვის იცი, „რა ხდება პლატფორმის უკან”.
ყველაფერი ერთ ფანჯარაში
ონვეის ბიზნეს პორტალი არის მინი CRM ლოგისტიკისთვის:
- ორდერების ერთი ღილაკით შექმნა
- მასობრივად ატვირთვა (Excel / CSV / API-ით)
- სტატუსების მონიტორინგი რეალურ დროში
- ფინანსური ისტორია და ანალიტიკა
- ამანათების მართვა, ჩასწორება, გაუქმება
API ინტეგრაცია
„ონვეი” მარტივად უკავშირდება შენი ონლაინ მაღაზიის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მოგიწევს შეკვეთების ხელით გადაგზავნა ან სტატუსების ცალ-ცალკე განახლება. API ინტეგრაცია ყველაფერს ავტომატურად აკეთებს - შეკვეთა გამოჩნდება ჩვენთან, საიტზე ავტომატურად დაემატება თრექინგის კოდი, ხოლო მიწოდების სტატუსი რეალურ დროში გაახლდება ისე, რომ შენ არ დაგჭირდება ჩარევა. ეს ბევრ დროსა და ძალას დაგიზოგავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეში ათობით ან ასობით ამანათს აგზავნი.
ფლაგინი Storera-სთვის
Storera-ს მომხმარებლებს ჩვენი ფლაგინითაც შეუძლიათ სარგებლობა. ჩვენი ფლაგინის დაინსტალირების შემდეგ, გადაგზავნის ღილაკს რომ დააჭერ, შენს მაღაზიაში შემოსული შეკვეთები აისახება ჩვენთან, სისტემა კი დაგიბრუნებს თრექინგის ნომერსა და ამანათის სტატუსს. შეკვეთის ადმინისტრირებას კი საიტიდან, შენს კაბინეტში მარტივად შეძლებ.
პროდუქციის გაყიდვასთან ერთად, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაც საჭიროა. უამრავი სხვა საქმის პარალელურად, ონლაინ მაღაზიისთვის სასაქონლო ზედნადებების ხელით მართვა ძალიან შრომატევადი პროცესია, სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიყენებთ API ინტეგრაციას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან, რაც ჩვენთვისაც და შენთვისაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს.
ონვეი ის პარტნიორია, რომელსაც შეგიძლია მშვიდად მიანდო შენი გზავნილები და აღარ ინერვიულო იმაზე, მიაღწევს თუ არა ამანათი ადრესატამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შენს ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური, გამჭვირვალე და მარტივი სერვისი.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!