ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე. თუ თქვენთვის საინტერესო პასუხს ვერ მიაგენით, დაგვიკავშირდით.
ონვეი საკურიერო კომპანიაა, ჩვენი მომსახურება მოიცავს მცირე და დიდი ამანათების კარიდან კარამდე მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს სერვისებში შედის - COD (კურიერთან გადახდის) მომსახურება ონლაინ მაღაზიებისთვის, ამანათის გადაადგილების ციფრულად კონტროლის შესაძლებლობა და სხვა მრავალი სერვისი, რომელთა ნახვაც დეტალურად ამ ლინკზე შეგიძლიათ.
პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, გადახედოთ და დაეთანხმოთ მომსახურების პირობებს. სოფტი ავტომატურად დაგითვლით მიწოდების საფასურს, როდესაც გზავნილის დარეგისტრირებას გადაწყვეტთ. საიტის მოხმარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ ამ ლინკზე. თუ განსაკუთრებული პირობებით გსურთ სარგებლობა, მაშინ მიმართეთ ჩვენს ქოლ ცენტრს, რომელიც გადაგამისამართებთ გაყიდვების მენეჯერთან.
გვაქვს ბიზნეს და კორპორაციული ტარიფები. დასაწყისისთვის, როცა გაივლით რეგისტრაციას, ავტომატურად მოგენიჭებათ ბიზნეს ტარიფი, ხოლო დიდი რაოდენობით გზავნილების შემთხვევაში თქვენი ტარიფი გახდება კორპორაციული. ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე.
მიწოდების საფასურის გამოთვლა მარტივად შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან კალკულატორის საშუალებით - შეიყვანეთ ამანათის აღებისა და მიწოდების მისამართები, ასევე ამანათის წონა და გამოგიჩნდებათ როგორც ტარიფი, ასევე მიწოდების სავარაუდო დროც.
API ინტეგრაცია არის ბიზნესებისთვის პროცესების გამარტივების ხელსაწყო. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დიდი რაოდენობის შეკვეთების ჩვენთვის გადმოცემა ავტომატურ რეჟიმში, ხოლო ჩვენი საიტიდან წაღება ინფორმაციისა თქვენი შეკვეთების სტატუსთან დაკავშირებით.
API ინტეგრაციით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ქოლ ცენტრს ან ექაუნთ მენეჯერს.
ჩვენ არ ვართ ტემუს უშუალო გადამზიდი, თუმცა ჩვენთან თანამშრომლობენ სხვადასხვა გადამზიდი კომპანიები, რომლებიც გადაზიდავენ ტემუს გზვანილებსაც. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს თქვენი გზავნილი, გადაამოწმეთ ჩვენს საიტზე ამანათის თრექინგ კოდით.
პრობლემის დაფიქსირება შეგიძლიათ მარტივად, პირად კაბინეტში შეტყობინების გვერდიდან, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ან კომპანიის facebook გვერდს.
სულ გვაქვს 10 ფილიალი შემდეგ ქალაქებში: თბილისი (ცენტრალური), ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ზესტაფონი, ახალციხე, ხაშური, რუსთავი, თელავი. ფილიალებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე.
მიმღების მიერ ნივთის ღირებულების გადახდა კურიერთან ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხართ ინდ. მეწამრმე ან გაქვთ შ.პ.ს. და სარგებლობთ ჩვენი COD მომსახურებით, რომელსაც ჩვენი ექაუნთ მენეჯერი გაგიაქტიურებთ.
გვაქვს ამანათის კარიდან კარამდე მიწოდების სერვისი. თუ ნივთი 10 კმ-მდეა, მას კურიერი სართულზე აიტანს, ხოლო დიდი ტვირთის შემთხვევაში - მხოლოდ სადარბაზომდე. მისამართზე მისაწოდებლად მნიშვნელოვანია, ადრესატი კურიერს წინასწარ დაეხმაროს შლაგბაუმის ან სადარბაზოს კარის გაღებაში და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ნივთის კარამდე მიტანას.
თქვენი ამანათის სტატუსის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე - www.onway.ge. საძიებო ველში ჩაწერეთ გზავნილის კოდი და იხილეთ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აქვე გაითვალისწინეთ, რომ გზავნილის კოდი, იგივე თრექინგის ნომერი, უნდა მიიღოთ გამგზავნი კომპანიისგან.
კონკრეტული დრო მისამართზე ჩაბარებისთვის არ გვაქვს დადგენილი. კურიერი ამანათის მოტანამდე წინასწარ დაგიკავშირდებათ.
ამანათის შიგთავსთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. დეტალებზე შეგიძლიათ მიმართოთ გამომგზვანს, ხოლო თუ თქვენთვის გამომგზავნიც უცნობია, ჩვენს საიტზე თრექინგის ნომრით შეძლებთ მისი ვინაობის ნახვას.
პირველი ჩაბარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კურიერი სხვა დროს მეორედ მიიტანს გზავნილს მისამართზე. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდა ჩაბარება, ნივთი უბრუნდება გამგზავნს.
ჩვენი კურიერების სამუშაო საათებია 10:00-დან 19:00 სთ-მდე. გადატვირთული პერიოდის დროს შესაძლოა მიწოდების საათები გაიზარდოს 21:00-20:00 საათამდეც.
საჭიროა პირადობის დამატასტურებელი მოწმობა, რომ მოვახდინოთ მიმღები პირის იდენტიფიცირება.
კურიერთან თანხის გადახდა შეგიძლია როგორც ნაღდი ანგარისწორებით, ასვე ტერმინალით.
ნივთთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა ამცნოთ მაღაზიას, სადაც ის შეიძინეთ.
კურიერის ნომერის გაცემა არ ხდება. ჩვენ მას გადავცემთ თქვენს ნომერს და კურიერი თავად დაგიკავშირდებათ.
საიტზე მითითებულია მიწოდების სავარუდო ვადა. რიგ შემთხვევაში შეიძლება გრაფიკი შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში გამოგიგზავნით სმს-ს.
სტატუსი “ელოდება ვიზირებას” ნიშნავს, რომ ამანათი შემოსულია ჩვენს საწყობში და ელოდება დახარისხებას.
თრექინგის სტატუსი “მიღების გაუქმება” ნიშნავს, რომ ამანათი ჩვენ არ მიგვიღია. თუ ამანათი გამოგზვანილია, ასეთ შემთხვევაში უნდა მოგვმართოს გამომგზვანმა კომპანიამ, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ნივთთან დაკავშირებით.
ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შეკვეთა.
მარტივად დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, თქვენს კაბინეტში აირჩიეთ “შეკვეთის დაფიქსირება”, შეავსეთ სავალდებულო ველები, მოამზადეთ ამანათი და დაელოდეთ კურიერს.
ორი მისამართის დაფიქსირება შესაძლებელი არ არის. უმჯობესია მიუთითოთ ის ლოკაცია, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ადრესატი.
თუ შეკვეთის სტატუსი არის ,,გაფორმებული” და ნივთი კურიერს ჯერ არ აუღია, შეკვეთის გაუქმებას თავად შეძლებთ. სხვა შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით.
ნივთის აღების პერიოდი არის 15:00-დან 19:00 საათამდე. კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ.
შესაძლოა დაბლოკილი გქონდეთ სარეკლამო შეტყობინებები და ჩვენი სმს ხვდებოდეს სპამებში. ამის გამოსასწორებლად დაუკავშირდით მობილურ ოპერტორს.
დიახ, შესაძლებელია. რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ გვაქვს.
თუ ჩვენი მცდლებობების მიუხედავად ამანათი არ ჩაბარდა, მისი აღება შეგიძლიათ ჩვენი ფილიალიდან უფასოდ ან დაიბრუნოთ ამანათი თქვენივე მისამართზე, რაც ფასიანი სერვისია და ღირებულება გაგზავნის თანხის იდენტურია.
მოგვწერეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით: დააფიქსირეთ პრობლემა, მოითხოვეთ თანამშრომლობა, შეგვაფასეთ და ა.შ.