გზავნილის მომზადების წესი
1. შეფუთვის სტანდარტები
გზავნილი უნდა იყოს დალუქული ისე, რომ ხელით ვერ გაიხსნას გზავნილის შეფუთვის დაზიანების გარეშე.
მომხარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ისეთი შეფუთვის გამოყენებაზე, რომელიც ადეკვატურად დაიცავს შესაბამის შიგთავსს ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მათ შორის, დარტყმისაგან ან ძალის ზემოქმედებისაგან. რეკომენდირებულია მტკიცე ფაქტურის სათავსოს გამოყენება.
მომხარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ისეთი შეფუთვის გამოყენებაზე, რომელიც ადეკვატურად დაიცავს შესაბამის შიგთავსს ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მათ შორის, დარტყმისაგან ან ძალის ზემოქმედებისაგან. რეკომენდირებულია მტკიცე ფაქტურის სათავსოს გამოყენება.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ამანათი დაექვემდებარება დასაწყობებას, ტრანსპორტირებას, მოთავსდება სხვა გზავნილებთან ერთად, შესაბამისად, გზავნილი სათანადოდ უნდა იყოს დაცული სხვა გზავნილებთან ურთიერთმიმართებისას გამოწვეული შესაძლო რისკებისაგან.
მტვრევადი ან მსხვრევადი ნივთები აუცილებლად უნდა მოთავსდეს სპეციალურ, ასეთი ნივთების გაგზავნისათვის ადაპტირებულ სათავსოში, რომელიც ადეკვატურად დაიცავს ნივთს გარე ზემოქმედებისაგან, როგორც გარე მატერიით, ისე სათავსოს შიგნით გათნავსებული დამცავი მასალით (ქაფი, ჰაერბუშტოვანი პარკი, პლასტიკი თუ სხვა). ყველა ასეთ ნივთს უნდა გაუკეთდეს გარედან მტვრავადობის აღმნიშვნელი სპეციალური სტიკერი, ამავდროულად, ასეთი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პლატფორმაზე.
ონვეი იხსნის პასუხისმგებლობას ყველა არასათანადო შეფუთვის მქონე გზავნილის დაზიანებასა და შემთხვევითი დაღუპვის რისკზე.
არასათანადო შეფუთვად მიიჩნევა:
მტვრევადი ან მსხვრევადი ნივთები აუცილებლად უნდა მოთავსდეს სპეციალურ, ასეთი ნივთების გაგზავნისათვის ადაპტირებულ სათავსოში, რომელიც ადეკვატურად დაიცავს ნივთს გარე ზემოქმედებისაგან, როგორც გარე მატერიით, ისე სათავსოს შიგნით გათნავსებული დამცავი მასალით (ქაფი, ჰაერბუშტოვანი პარკი, პლასტიკი თუ სხვა). ყველა ასეთ ნივთს უნდა გაუკეთდეს გარედან მტვრავადობის აღმნიშვნელი სპეციალური სტიკერი, ამავდროულად, ასეთი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პლატფორმაზე.
ონვეი იხსნის პასუხისმგებლობას ყველა არასათანადო შეფუთვის მქონე გზავნილის დაზიანებასა და შემთხვევითი დაღუპვის რისკზე.
არასათანადო შეფუთვად მიიჩნევა:
- შეუფუთავი ნივთები
- გზავნილი, რომელიც არ არის სათანადოდ მყარი ფაქტურით შეფუთული
- როდესაც შეფუთვისას გამოიყენება ადვილად დაზიანებადი მატერია, მათ შორის, სასაჩუქრე პაკეტები, ჩანთები ან არამყარი პარკები.
- შეფუთვა, რომელიც არ იკვრება ფიქსირებული შესაკრავით
- არასრულად (ნახევრად) შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გზავნილები
- არაპროპორციული ზედაპირის მქონე, წაგრძელებული ან ამოშვერილი ფორმის მოქნე ამანათები, რომლებიც არ არიან სრულად და სათანადოდ შეფუთულები (მაგ. ავეჯის დეტალი, რკინის მილი)
- ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც არ იცავს გზავნილს ძალის ზემოქმედების (მათ შორის დარტყმის, დაწოლის, სიმძიმის დადების) შედეგად ან ხახუნის შედეგად დაზიანებისაგან.
ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მარკირების წესები.
2. მარკირების წესები
პლატფორმაზე გზავნილის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გენერირდება გზავნილის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს გზავნილის, მათ შორის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ დეტალურ ინფომრაციასა და QR კოდს. პლატფორმაზე შევსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ყველა ველი შეავსოს ზუსტად და სრულად. მიმღების მისამართის ველში მომხარებელი ვალდებულია მიუთითოს მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (მათ შორის, სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა). შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მისამართი (სრულად)“.
გზავნილის ეტიკეტი შეიძლება წებოვან ფურცელზე დაიბეჭდოს სათანადო პრინტერის საშუალებით.
მომხმარებლისათვის, რომელიც აგზავნის ერთ აღებაზე 5 ერთეულზე ნაკლებ გზავნილს, რეკომენდირებულია დაასტიკეროს გზავნილები ონვეის მიერ გენერირებული გზავნილების ეტიკეტით. თუ გზავნილს არ არტყია პლატფორმაზე გენერირებული გზავნილის ეტიკეტი, მომხმარებელი ვალდებულია ამანათზე წაკითხვადი ზომითა და ფორმით, ხილვადად დაიტანოს ამანათის მიმღების სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩაბარების ქალაქი და მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (მათ შორის სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა).
ყველა მომხმარებელი, რომელიც აგზავნის ერთ აღებაზე 5 ერთეულზე მეტ გზავნილს, ვალდებულია დაასტიკეროს ყველა გზავნილი ინდივიდუალურად ონვეის მიერ გენერირებული გზავნილების ეტიკეტით.
გენერირებული ეტიკეტი მომხმარებელმა უნდა დააკრას გზავნილს მყარად სპეციალური წებოვანი ლენტით (სკოჩით) ან სპეციალური წებოვანი ქაღალდით (თერმული პრინტერით დაბეჭდილი წებოვანი ქაღალდი).
ონვეი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათის ჩაბარებაზე ან იდენტიფიცირებაზე, რომელსაც არ ექნება ან არასრულად ან/და არასწორად ექნება მითითებული რომელიმე შემდეგი ინფორმაცია: ამანათის მიმღების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩაბარების ქალაქი და მიმღების მისამართი (სრულად). ასეთი ამანათები შედიან ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკ ჯგუფში, რაზეც ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკი სრულად არის მომხმარებელზე (გამგზავნზე).
მსხვრევადი და მტვრევადი ამანათების წესი აღწერილია ვებგვერდზე. მომხარებელი ვალდებულია დაიცვას აღნიშული წესები.
თუ ამანათი მტვრევადია ან მსხვრევადია, მომხარებელი ვალდებულია, მონიშნოს სისტემაში შესაბამისი აღმნიშვნელი გრაფა, თუმცა ამავდროულად, იგი ვალდებულია აუცილებლად დაიტანოს გამაფრთხილებელი სტიკერი გზავნილზეც. თუ ასეთი გზავნილის შეფუთვა არ არის ნივთის ტრანსპორტირებისა და ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანებისაგან დაცვისათვის ვალიდური და ნივთი არ არის გამაგრებული სპეციალური დამარბილებლებით, კვლავ მომხარებელზე რჩება ნივთის დაზიანებისა და შემთხვევითი დაღუპვის რისკი. ასეთ დროს ონვეი პასუხისმგებლობას არ იღებს ნივთის არასათანადოდ შეფუთვის გამო გამოწვეულ დაზიანებაზე.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგიერთი კატეგორიის მსხვრევადი და მტვრევადი ნივთების გადაზიდვას არ ახორციელებს ონვეი, რომელთა სიაც ჩამოთვლილია წესებსა და პირობებში.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!
გამოწერა