ონვეის ვებგვერდზე Flitt-ის გადახდის სისტემა დაემატა
09 ოქტომბერი, 2026
,,ონვეიმ” ვებგვერდზე არსებული გადახდის სისტემა განაახლა და Flitt-ის გადახდის სერვისი დაამატა. ახალი ინტეგრაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მომსახურების საფასური მათთვის მოსახერხებელი მეთოდით, პირდაპირ onway.ge-ზე გადაიხადონ.
როგორც ციფრული ფოსტა, ,,ონვეი” მუდმივად მუშაობს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. გზავნილის რეგისტრაციისა და მართვის პროცესთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გადახდის ეტაპიც უფრო მარტივი და მოქნილი გაგვეხადა.
Flitt-ის ინტეგრაციის შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ გადახდის რამდენიმე მეთოდით:
- საბანკო ბარათით გადახდა
- Apple Pay
- Google Pay
- საბანკო ანგარიშით გადახდა
მომხმარებელი გადახდის მეთოდს ,,ონვეის” ვებგვერდზე ირჩევს, შემდეგ კი ტრანზაქციის უსაფრთხოდ დასასრულებლად ,,თიბისის” დაცულ გვერდზე გადადის. გადახდის დასრულების შემდეგ ის ავტომატურად ბრუნდება ,,ონვეის” ვებგვერდზე.
Flitt საერთაშორისო ციფრული გადახდების პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს სხვადასხვა გადახდის მეთოდის ერთ სისტემაში გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმა TBC ჯგუფის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა უსაფრთხო და დაცულ ტრანზაქციებზეა ორიენტირებული.
ახალი გადახდის სისტემის დამატება ,,ონვეის” ციფრული სერვისების განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის გზავნილის რეგისტრაციიდან გადახდამდე ყველა ეტაპი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს.
განახლებული გადახდის მეთოდებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია onway.ge-ზე.