აკრძალული და შეზღუდული ნივთები
ონვეი არ გადაზიდავს შემდეგი კატეგორიისა და სახეობის მოძრავ ნივთებსა თუ ქონებრივ სიკეთეებს (პროდუქციას), შესაბამისად, იხსნის ასეთი ნივთების დაზიანებასა და შემთხვევითი დაღუპვის რისკზე სრულ პასუხისმგებლობას:
- ფული, ძვირფასი ქვები/ლითონები;
- 5 000 ლარზე მაღალი ღირებულების ქონება წინასწარი კომუნიკაციისა და გაფრთხილების გარეშე.
- მარტივად მტვრევადი ნივთები - შუშა, კერამიკა და ჭურჭელი;
- საკვები, მცენარეები, წამლები/მედიკამენტები;
- ქიმიური და აალებადი სითხეები, საღებავები;
- სამშენებლო მასალები, აწყობილი ავეჯი, ავტომობილების მეორადი ნაწილები, აკუმულატორი;
- თხევადი მასალის შემცველი გზავნილები, სითხეებით, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები;
- 10 სმ-ზე მცირე ზომის ამანათები; (ამანათი უნდა იყოს მინიმუმ კონვერტის ზომა)
- კანონმდებლობით აკრძალული ნივთები
- ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა და გადატანა იწვევს სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- ისეთი ნივთები, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან/და რეპუტაციულ რისკს ონვეისათვის.
მომხარებლისთვის ცნობილია, რომ ონვეი არ ახდენს ამანათების გახსნას და შიგთავსის დათვალიერებას, შესაბამისად, ამ წესების დაცვა წარმოადგენს სრულად მომხმარებლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, გამგზავნზე არის სრულად ასეთი ნივთების დაზიანებისა და შემთხვევითი დაღუპვის რისკი, ასევე მომხმარებელს ეკისრებლა სრული პასუხისმგებლობა ასეთი გზვანილის გაგზავნის შედეგად გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის, ონვეისათვის ან მესამე პირებისათვის მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე.
მომხმარებელი ვალდებულია არ გააგზვანოს გზავნილი, რომლის შიგთავსი აღემატება 5000 ლარს. ზღვარს მიღმა ღირებულების ამანათის გაგზვანის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდბეულია წინასწარ შეათანხმოს გზავნილის გაგზვანა ონვეისთან, აიღოს გზავნილის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ან დააზღვიოს გზავნილი.
ონვეის უფლება აქვს უარი თქვას ისეთი გზავნილების გაგზავნაზე, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან რეპუტაციულ რისკს ონვეისათვის.

გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!
გამოწერა