ონვეის ფლაგინი WooCommerce-ის ონლაინმაღაზიებისთვის
01 ოქტომბერი, 2026
API სერვისების პროვაიდერმა Plug and Pay-მ ქართული ონლაინმაღაზიებისთვის WooCommerce OnWay Shipping Method პლაგინი შექმნა. ახალი ინტეგრაცია WooCommerce-ზე შექმნილ ონლაინმაღაზიებს საშუალებას აძლევს, ,,ონვეის” საკურიერო მომსახურება პირდაპირ საკუთარი ვებგვერდის მართვის სისტემიდან გამოიყენონ.
პლაგინი WooCommerce-ს OnWay-ის API სისტემასთან აკავშირებს და ამანათის მონაცემების ხელით გადატანის საჭიროებას ამცირებს. ონლაინმაღაზიას შეუძლია მიწოდების ღირებულების გამოთვლა, გზავნილის რეგისტრაცია, ეტიკეტის შექმნა და მისი სტატუსის კონტროლი ერთ სივრცეში მართოს.
რას მოიცავს ახალი ინტეგრაცია?
მიწოდების ღირებულების ავტომატური გამოთვლა
შეკვეთის გაფორმებისას სისტემა მიწოდების ღირებულებას ამანათის წონისა და დანიშნულების ზონის მიხედვით ითვლის. მომხმარებელი ტრანსპორტირების საფასურს უშუალოდ Checkout-ის გვერდზე ხედავს.
გზავნილის რეგისტრაცია ერთი ღილაკით
ონლაინმაღაზიის ადმინისტრატორს შეუძლია შეკვეთა WooCommerce-ის პანელიდან დაარეგისტრიროს ,,ონვეის” სისტემაში. რეგისტრაციის შემდეგ სისტემა გზავნილის თვალთვალის კოდსაც ავტომატურად ქმნის.
სატრანსპორტო ეტიკეტის შექმნა
პლაგინი სატრანსპორტო ეტიკეტს WooCommerce-ის სისტემაში აგენერირებს. ადმინისტრატორს მისი ამობეჭდვა და გზავნილზე განთავსება დამატებითი პროგრამის გამოყენების გარეშე შეუძლია.
გზავნილის სტატუსის ნახვა
მომხმარებელს ამანათის გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება შეკვეთის დეტალების გვერდიდან შეუძლია. ეს ონლაინმაღაზიას გზავნილის სტატუსთან დაკავშირებული დამატებითი კომუნიკაციის შემცირებაში ეხმარება.
ქალაქებისა და მიწოდების ზონების მხარდაჭერა
პლაგინში ინტეგრირებულია საქართველოს ქალაქები და ,,ონვეის” მიწოდების ზონები, მათ შორის თბილისი, ბათუმი და რეგიონები. სისტემა ასევე მხარს უჭერს WooCommerce Shipping Zones-სა და HPOS-ს.
როგორ აქტიურდება პლაგინი?
პლაგინის გააქტიურების შემდეგ ონლაინმაღაზიის ადმინისტრატორი:
- პარამეტრებში უთითებს ,,ონვეის” API Username-სა და Key-ს;
- ირჩევს საწყობის მისამართს ან გამგზავნ ზონას;
- სასურველ ზონებში მიწოდების მეთოდად ამატებს OnWay Courier-ს.
ამ ეტაპების დასრულების შემდეგ OnWay-ის მიწოდების სერვისი WooCommerce-ის შეკვეთების მართვის სისტემაში გამოჩნდება.
პლაგინის პირველ ვერსიაში COD, ანუ შეკვეთის ღირებულების კურიერთან გადახდის ფუნქცია, ჯერ არ არის მხარდაჭერილი. Plug and Pay ფუნქციის დამატებას სამომავლო განახლებებში გეგმავს.
WooCommerce OnWay Shipping Method ონლაინმაღაზიებს შეკვეთის მიღებიდან გზავნილის რეგისტრაციამდე საჭირო ნაბიჯების შემცირებაში ეხმარება და მიწოდების მართვის პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს.
პლაგინის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს.