ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერვისები

გადმოწერა

მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით

მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით

ჩვენი მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ყველა წერტილშია შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მომხმარებელი ფიზიკური პირია თუ კომპანია, გზავნილებს ყველგან მივიტანთ. ფილიალები 10 ქალაქში გვაქვს. მთავარი საწყობი თბილისშია, პირველ ეტაპზე შეკვეთების დასაწყობება სწორედ აქ ხდება და იმავე დღეს მიდის რეგიონების ფილიალებში საბოლოო მისამართებზე ჩასაბარებლად. ცენტრალურ ლოკაციებზე ამანათებს მეორე სამუშაო დღესვე ვაბარებთ, თუმცა ზოგიერთ ადგილას მიწოდება გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება. გრაფიკის ნახვა შესაძლებელია აქ. 

ამანათის გაგზავნა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი, როგორც სახლიდან, სადაც კურიერი მიაკითხავს ნივთს, ასევე ფილიალიდან, სადაც გამგზავნი მოიტანს ნივთ(ებ)ს. გარდა საქალაქთაშორისო გადაზიდვებისა, შესაძლებელია ქალაქის შიდა გადაზიდვის მომსახურებით სარგებლობაც.

კარიდან კარამდე მიტანა

კარიდან კარამდე მიტანა

კომფორტი მომსახურების ყველა საფეხურზე გავითვალისწინეთ, ამიტომ მიუხედავად ამანათის რაოდენობისა და მომხმარებლის ტიპისა, გზავნილს დანიშნულების ადგილზე კარის სიზუსტით მივიტანთ. თუ ნივთი 10 კმ-მდეა, მას კურიერი სართულზე აიტანს, ხოლო დიდი ტვირთის შემთხვევაში - მხოლოდ სადარბაზომდე. მისამართზე მისაწოდებლად მნიშვნელოვანია, ადრესატი კურიერს წინასწარ დაეხმაროს შლაგბაუმის ან სადარბაზოს კარის გაღებაში და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ნივთის კარამდე მიტანას.

ნებისმიერი წონის ამანთი

ნებისმიერი წონის ამანთი

ჩვენთვის სულერთია, რამდენს იწონის გზავნილი, ჩვენ წავიღებთ როგორც მცირე ზომის ამანთებს, ასევე 1 000 კგ-მდე საგნებს; გადავზიდავთ როგორც პირადი მოხმარების ნივთებს, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკას: სარეცხის მანქანას, მაცივარს და ა.შ.

200 კგ-ზე მეტი წონის ამანათებზე, სასურველია, გაიაროთ პირობები და შეათანხმოთ დეტალები კომერციულ დეპარტამენტთან. დიდი ტვირთის შემთხვევაში ღირებულების დაანგარიშება ხდება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით. ჩვენს საწყობში მოხვედრილი ამანათები გადაიწონება და შესაძლოა, მათი წონა და გადასაზიდი ფასი დაკორექტირდეს.

თუ არასტანდარტული ამანათია გადასაზიდი, რომლის წონაც ზუსტად არ იცის გამგზავნმა, სჯობს დაგვიკავშირდეთ, ხოლო თუ კომპანიას მუდმივად არასტანდარტული ზომის ანათები აქვს, შესაძლებელია ტარიფი შეთანხმდეს კომერციულ განყოფილებასთან.

ამანათის გაგზავნის პირობებს გაეცნით აქ. ასევე ნახეთ აკრძალული ნივთების სიასაც.

დოკუმენტების მიწოდება

დოკუმენტების მიწოდება

ჩვენი კურიერები მნიშვნელოვან დოკუმენტებსაც მიიტანენ დანიშნულების ადგილზე. იქნება ეს იურიდიული დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშები, ხელმოწერილი ხელშეკრულებები, კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, თუ ოფიციალური წერილები, ნებისმიერ მათგანს უსაფრთხოდ მივიტანთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებთან და ვატარებთ წერილობით კორესპონდენციას. ონვეის პორტალზე შესაძლებელია ჩაბარების დასტურის ან ჩაუბარებლობის ცნობის ამოღება თავისი მიზეზებით, რომლის წარდგენას სასამართლოშიც შეძლებთ. ეს ყველაფერი ონვეის საიტზე პირადი კაბინეტიდან იმართება.

მიწოდება ფილიალების მეშვეობით

მიწოდება ფილიალების მეშვეობით

ჩვენს მომხმარებლებს 10 ქალაქში ფილიალიდან ფილიალში მიწოდების სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, დატოვოთ ამანათი მახლობელ ფილიალში, ჩვენ მას გავგზავნით სხვა ქალაქში, ხოლო ადრესატი მის აღებას თავისი ქალაქის ფილიალში შეძლებს. გზავნილს თავისი თრექინგ ნომერი ექნება, რომლის საშულებითაც ორივე თქვენგანი შეძლებთ მისი ადგილმდებარეობისთვის თვალის დევნებას.

ასევე შესაძლებელია სახლიდან ფილიალში ან ფილიალიდან სახლში გაგზავნის სერვისით სარგებლობაც.

თანხის გადახდა კურიერთან (COD)

თანხის გადახდა კურიერთან (COD)

ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენთან დაკონტრაქტებულ იურიდიულ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. COD მომსახურებას, ძირითადად, ონლაინ მაღაზიები იყენებენ, რათა მათმა მომხმარებლებმა კურიერთან შეძლონ შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბარათით. თუ COD მომსახურების გააქტიურება გსურთ, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს კომერციულ განყოფილებას. გააქტიურების შემდეგ შეკვეთის დაფიქსირებას თქვენივე პორტალის მეშვეობით შეძლებთ, სადაც მონიშნავთ ველს “ნივთის საფასურის კურიერთან გადახდა”. COD თანხებთან დაკავშირებული რეპორტის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ თქვენივე კაბინეტში, ფინანსების განყოფილებაში. აღებული თანხების ჩარიცხვა ხდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

სპეციალური პირობები ონლაინ მაღაზიებისთვის

სპეციალური პირობები ონლაინ მაღაზიებისთვის

ჩვენ კარგად გვესმის ელ. კომერციაში არსებული ბიზნესების საჭიროებებისა და გამოწვევების, სწორედ ამიტომ თქვენს ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ - მოქნილი და გამჭვირვალე სოფტვეარი, შეკვეთის მანუალურად და ავტომატურად დაფიქსირების შესაძლებლობა, გზავნილთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი მიმდინარე რეჟიმში, გადახდის მოქნილი საშუალებები, თქვენი კომპანიის საქმიანობის ანალიტიკა და სხვა ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები. ჩვენი სერვისი მოიცავს ამანათის მეორედ გატანის უფასო მომსახურებასაც, რაც ბევრად ზრდის ჩაბარებული ამანათების ოდენობას. ასევე გთავაზობთ სმს მომსახურებასაც. ადრესატი ჩვენგან ორჯერ ღებულობს შეტყობინებას - პირველად, როცა ნივთი ჩვენს საწყობში შემოდის და მეორედ, როცა კურიერი მას მისამართზე წასაღებად გაიტანს საწყობიდან. 

ჩვენ ზედმიწევნით ვერკვევით ელ. კომერციის პროცესებში და ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ონლაინ მაღაზიები. სწორედ ამისი დამსახურებაა, რომ ჩვენი თითოეული სერვისი მაქსიმალურადაა მომართული ყველა გამოწვევის საპასუხოდ, ონლაინ მაღაზიების ფუნქციონირების გამარტივებისკენ. შედეგად ვღებულობთ ჩაბარებული ამანათების გაზრდილ რაოდენობასა და მომხმარებლების კმაყოფილების მაღალ დონეს.

ამანათის სტატუსის გადამოწმება

ამანათის სტატუსის გადამოწმება

ჩვენს საიტზე შესაძლებელია შეკვეთისთვის თვალის დევნება. ყველა ამანათს აქვს უნიკალური თრექინგის კოდი, რომლითაც მის მოძებნასა და ადგილმდებარეობის ნახვას შეძლებს როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები. გზავნილის ლოკაციისა და ჩაბარების სავარაუდო დროის ნახვა შესაძლებელია მიმღების ტელეფონის ნომრის გამოყენებითაც, რაც ამარტივებს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოძიებას იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის კოდი არ იცის ან არ აქვს.

სმს მომსახურება

სმს მომსახურება

დამკვეთს, სურვილისამებრ, შეგვიძლია ჩავურთოთ სმს შეტყობინებების სერვისი. ადრესატი ონვეის სმს-ს მიიღებს, როცა გზავნილი ჩვენს საწყობში მოვა, შემდეგი შეტყობინება კი გაეგზავნება მას შემდეგ, რაც კურიერი ამანათს გაიტანს ჩასაბარებლად, შესაბამისად, ადრესატმა იცის, დაახლოებით რა დროში ჩაბარდება გზავნილი. ჩვენი გამოცდილებით, ამგვარი შეტყობინებები მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და მომხმარებელიც კმაყოფილია.

საავტორო Software

საავტორო Software

Onway-ში სპეციალურად ჩვენთვის შევქმენით გამჭვირვალე და მოსახერხებელი სოფტი, რომელიც პროცესების მართვაში გვეხმარება. მისი მეშვეობით მივაღწიეთ ავტომატიზაციას და დავამყარეთ მომსახურების მაღალი სტანდარტი. შედეგად მივიღეთ მაქსიმალურად შემცირებული ადამიანური შეცდომები და სწრაფი მომსახურება. მისი დახმარებით შესაძლებელია გზავნილის მარტივად დარეგისტრირება, Excel-ის ფაილით ან ავტომატური API ინტეგრაციით დიდი რაოდენობის შეკვეთების გადაცემა; ასევე ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე ამანათის მდებარეობისა და ჩაბარების სავარაუდო დროის შემოწმება. ინტეგრაციის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა ონლაინ მაღაზიას. დამკვეთს ასევე შეუძლია დეტალური ფინანსური ანგარიშგებისა და ავტომატური ინვოისების მიღება და გადაზიდვის ანალიტიკის ნახვა.

ინტეგრაცია შემოსავლების სამსახურთან

ინტეგრაცია შემოსავლების სამსახურთან

ჩვენი სოფტი ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდთან. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მაღაზიას სურს თავისი ზედნადებების გააქტიურება, მონაცემების ცვლილება და ზედნადების დახურვა, ამ ყველაფერს ჩვენთან ავტომატურ რეჟიმში შეძლებს. ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ შრომას და გამორიცხავს ისეთ შეცდომებს, როგორებიც იწვევენ ხოლმე ონლაინ მაღაზიის დაჯარიმებას ამანათების ტრანსოორტირების პროცესში.