შეფასების ახალი ფუნქციონალი
14 მარტი, 2025
ყოველდღიური მუშაობის პროცესში ვხედავთ, რომ ხარისხიანი მომსახურება უბრალოდ ამანათის ადრესატამდე მიტანა არ არის, ეს კომპლექსური პროცესია, რაც ბევრ ტექნიკურ დეტალთან ერთად, აუცილებლად მოიცავს მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებას და მათთან აქტიურ კომუნიკაციას.
მომხმარებლის მოსმენა გვეხმარება:
- გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და დროულად აღმოვფხვრათ სერვისთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები
- უკეთ გავიგოთ თქვენი, როგორც პარტნიორის, საჭიროებები და მოლოდინები
- ვიყოთ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულნი
სწორედ ამიტომ, შევქმენით ახალი, მარტივი შეფასების სისტემა, რაც საწყის ეტაპზე მოიცავს ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩართულობას და გაწეულ მომსახურებაზე უკუკავშირის დაბრუნებას. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ პირდაპირი და გულწრფელი შეფასება იმ კომპანიებისგან, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ჩვენს სერვისს.
როგორ მუშაობს შეფასების ფუნქციონალი?
ყოველი თვის ბოლოს, კომპანიების პირად კაბინეტში გამოჩნდება შესავსები კითხვარი, რომლითაც შეძლებთ დააფისქიროთ აზრი, როგორც მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, ასევე დატოვოთ ვრცელი კომენტარი ნებისმიერ საკითხზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია - იქნება ეს კონკრეტული შემთხვევა, თუ ზოგადი შენიშვნა/რჩევა.
ჩვენთვის შეფასების სისტემა არ არის უბრალოდ ფორმალობა - ეს არის ღირებული ინფორმაციის წყარო, რომელსაც სერიოზულად ვუდგებით.
- ჩვენი გუნდი შეისწავლის შემოსულ უკუკავშირებს
- გამოავლენს იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე ხშირად მეორდება
- შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას პრობლემების მოსაგვარებლად და განახორციელებს საჭირო ცვლილებებს.
უახლოეს მომავალში დაგვემატება შეფასების ფუნქციონალი ადრესატებისთვისაც, რაც საშუალებას მოგვცემს ვაქციოთ ამანათის მიწოდება პოზიტიური გამოცდილებად, მივიღოთ უფრო სრული სურათი და კიდევ უფრო მიზანმიმართულად გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!