ონვეის API დოკუმენტაცია განახლდა

26 ოქტომბერი, 2026
ონვეის API დოკუმენტაცია განახლდა

ონვეის API-ს თბილისის მისამართების ბაზა დაემატა

,,ონვეის” API დოკუმენტაცია განახლდა და ქალაქებისა და სოფლების არსებულ ჩამონათვალს თბილისის ქუჩების ბაზაც დაემატა. მისამართები უბნების მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც ონლაინმაღაზიებს საშუალებას აძლევს, განახლებული ბაზა საკუთარ საიტზე განათავსონ და მომხმარებლებს შეკვეთის მისამართი უფრო ზუსტად შეავსებინონ.

სიახლე ხელმისაწვდომია როგორც იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ,,ონვეის” API-ს უკვე იყენებენ, ისე კომპანიებისთვის, რომლებიც ინტეგრაციას ახლა გეგმავენ.

რას ცვლის მისამართების განახლებული ბაზა, როგორ შეიძლება მისი ონლაინმაღაზიის საიტზე გამოყენება და ზოგადად რა შესაძლებლობებს იძლევა API ინტეგრაცია - ამ საკითხებზე ,,ონვეის” დამფუძნებელსა და დირექტორს, თამარ გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

რა განახლდა ,,ონვეის” API დოკუმენტაციაში?

,,ონვეის” API დოკუმენტაცია აქამდეც მოიცავდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ჩამონათვალს. ინტეგრირებულ ონლაინმაღაზიებს შეეძლოთ ამ მონაცემების საკუთარ საიტზე განთავსება, მიწოდების მიმართულების ზუსტად განსაზღვრა და შესაბამისი ტარიფის ავტომატურად გამოთვლა.

ახლა ჩამონათვალს თბილისის ქუჩების ბაზაც დაემატა. მასში ქუჩები უბნების მიხედვით არის დაჯგუფებული. საბოლოო ბაზა ასევე გააერთიანებს იმ ობიექტებსა და ლოკაციებს, სადაც გზავნილების მიწოდება ან აღება ხშირად ხდება, მაგალითად, სასამართლოებსა და იუსტიციის სახლებს, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა.

თბილისის მისამართების ბაზა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად განახლდება.

რატომ გახდა თბილისის მისამართების ცალკე ბაზის შექმნა საჭირო?

გზავნილების დიდი ნაწილი თბილისზე მოდის, მისამართის შევსებისას კი მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს - ქუჩის დასახელებას არასწორად წერენ ან ვერ უთითებენ, რომელ უბანს ეკუთვნის კონკრეტული ქუჩა. ამის გამო ამანათი შესაძლოა არასწორი მიმართულებით გადანაწილდეს და საჭირო გახდეს მომხმარებელთან დამატებით დაკავშირება მისამართის დასაზუსტებლად.

განახლებული ბაზა მომხმარებელს მზა ჩამონათვალიდან სწორი ქუჩისა და შესაბამისი უბნის არჩევის შესაძლებლობას აძლევს. ეს ამცირებს შეცდომის ალბათობას და შეკვეთის დამუშავებას ამარტივებს.

როგორ გამოიყენებს ონლაინმაღაზია მისამართების ბაზას?

ონლაინმაღაზიას შეუძლია ,,ონვეის” მისამართების ბაზა საკუთარ საიტზე ჩააშენოს. როდესაც მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას ქუჩის დასახელების წერას დაიწყებს, სისტემა შესაბამის ვარიანტებს და იმ უბნებს აჩვენებს, რომლებსაც ეს ქუჩები ეკუთვნის. მომხმარებელი აირჩევს სწორ მისამართს და შემდეგ დაამატებს დანარჩენ დეტალებს: შენობის ნომერს, სადარბაზოს, სართულს, ბინას ან კარის კოდს. ამგვარად, ქუჩა და უბანი მზა ბაზიდან ირჩევა, ხოლო კონკრეტული მისამართის დამატებითი მონაცემები მომხმარებელს ცალკე შეჰყავს.




რას ცვლის ეს მომხმარებლისა და ონლაინმაღაზიისთვის?

ზუსტად მითითებული მისამართი ამცირებს შეკვეთის არასწორად გადანაწილებისა, არასწორ მისამართზე გაგზავნისა და მომხმარებელთან დამატებით დაზუსტების საჭიროებას.

განახლების შედეგად:

  • მომხმარებელი მისამართს უფრო მარტივად და ზუსტად ავსებს;
  • ონლაინმაღაზია ნაკლებ დროს ხარჯავს მონაცემების გადამოწმებაზე;
  • მიწოდების მიმართულება და ღირებულება სწორად განისაზღვრება;
  • მცირდება არასწორ უბანში გადანაწილების ალბათობა;
  • ამანათის დამუშავებისა და ჩაბარების პროცესი ჩქარდება.

საბოლოოდ, ონლაინშეკვეთის გაფორმებიდან მიწოდებამდე პროცესი უფრო მარტივი ხდება როგორც ბიზნესისთვის, ისე მისი მომხმარებლისთვის.

როგორ მიიღებენ განახლებას კომპანიები, რომლებიც ,,ონვეის” API-ს უკვე იყენებენ?

ონლაინმაღაზიებს, რომლებსაც ,,ონვეისთან” API ინტეგრაცია უკვე აქვთ, გადაეცემათ დამატებითი ბმული, რომლის საშუალებითაც თბილისის მისამართების ბაზას საკუთარ საიტზე ჩააშენებენ.

საჭირო ინფორმაციის მისაღებად კომპანიას შეუძლია:

  • შეავსოს მიმართვის ფორმა https://onway.ge/mimartva 
  • დაუკავშირდეს ჩვენს ქოლცენტრს;
  • მიმართოს საკუთარ ექაუნთ მენეჯერს.

სამომავლოდ ბაზას სხვა ქალაქების ქუჩების ჩამონათვალიც დაემატება. შედეგად, მომხმარებლებს მისამართის ზუსტად არჩევა ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

რა არის API ინტეგრაცია და რატომ იზრდება მასზე მოთხოვნა?

API ინტეგრაცია ონლაინმაღაზიისა და ,,ონვეის” სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის მონაცემების ავტომატურად გაცვლის შესაძლებლობას ქმნის.

როდესაც მომხმარებელი ონლაინმაღაზიაში შეკვეთას აფორმებს, მისი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და შეკვეთასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია მაღაზიის სისტემაში ფიქსირდება. API ინტეგრაციის შემთხვევაში ეს მონაცემები ,,ონვეის” ავტომატურად გადაეცემა და თანამშრომელს მათი საკურიერო პორტალში ხელით შეყვანა აღარ სჭირდება.

,,ონვეის” სისტემაში ავტომატურად დაფიქსირებული შეკვეთის საფუძველზე იწყება ამანათის მიღებისა და მიწოდების პროცესი. შემდეგ ,,ონვეი” გზავნილის განახლებულ სტატუსებს ონლაინმაღაზიას იმავე ინტეგრაციის საშუალებით უბრუნებს.

თუ მაღაზიის საიტზე შესაბამისი ფუნქციაა ხელმისაწვდომი, საბოლოო მომხმარებელსაც შეუძლია მიიღოს გზავნილის კოდი და დააკვირდეს, როგორ იცვლება ამანათის სტატუსი.

რატომ არის API ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ონლაინმაღაზიისთვის?

ონლაინვაჭრობის ზრდასთან ერთად მომხმარებლისთვის მხოლოდ სასურველი პროდუქტის შეთავაზება აღარ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად მუშავდება შეკვეთა, რამდენად მალე გადაეცემა ინფორმაცია საკურიერო კომპანიას და რამდენად მარტივად იღებს მომხმარებელი გზავნილის შესახებ განახლებულ მონაცემებს.

API ინტეგრაცია ონლაინმაღაზიას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესის გამარტივებაში ეხმარება:

  • შეკვეთის მონაცემები ,,ონვეის” ავტომატურად გადაეცემა;
  • მცირდება ინფორმაციის ხელით შეყვანაზე დახარჯული დრო;
  • მცირდება მონაცემებში დაშვებული შეცდომების ალბათობა;
  • შეკვეთის მომზადებისა და მიწოდების პროცესი უფრო სწრაფად იწყება;
  • ონლაინმაღაზია გზავნილის განახლებულ სტატუსებს ავტომატურად იღებს;
  • მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება.

გაზრდილი კონკურენციის პირობებში სისწრაფე, სიზუსტე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. გამართული მიწოდება კი შეკვეთის მონაცემების სწორად და დროულად დამუშავებით იწყება.

როგორ უნდა დაიწყოს ბიზნესმა API ინტეგრაცია?

API ინტეგრაციით ან თბილისის მისამართების განახლებული ბაზით დაინტერესებულ ბიზნესს შეუძლია შეავსოს ,,ონვეის” მიმართვის ფორმა , დაუკავშირდეს ქოლცენტრს ან მიმართოს საკუთარ ექაუნთ მენეჯერს.

,,ონვეის” გუნდი კომპანიას მიაწვდის ტექნიკურ დოკუმენტაციასა და ინტეგრაციისთვის საჭირო ინფორმაციას.


მსგავსი სიახლეები