წესები და პირობები
ვებგვერდის გამოყენების პირობები შემდეგია:
გზავნილი - მომხარებლის მიერ გაგზვანილი ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის წერილი, ამანათი ან სხვა ნივთი, რომელიც იგზვანება ონვეის მომსახურების გამოყენებით.
4. ონვეის მომსახურება
ონვეის ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ პლატფორმის მეშვეობით, შესაბამისად ყველა გზავნილი რეგისტრირდება პლატფორმაზე, ასევე პლატფორმაზე ხდება გზავნილებისა და მათი სტატუსების მართვა.
- შეუფუთავი ნივთები
- გზავნილი, რომელიც არ არის სათანადოდ მყარი ფაქტურით შეფუთული
- როდესაც შეფუთვისას გამოიყენება ადვილად დაზიანებადი მატერია, მათ შორის, სასაჩუქრე პაკეტები, ჩანთები ან არამყარი პარკები.
- შეფუთვა, რომელიც არ იკვრება ფიქსირებული შესაკრავით
- არასრულად (ნახევრად) შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გზავნილები
- არაპროპორციული ზედაპირის მქონე, წაგრძელებული ან ამოშვერილი ფორმის მოქნე ამანათები, რომლებიც არ არიან სრულად და სათანადოდ შეფუთულები (მაგ. ავეჯის დეტალი, რკინის მილი)
- ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც არ იცავს გზავნილს ძალის ზემოქმედების (მათ შორის დარტყმის, დაწოლის, სიმძიმის დადების) შედეგად ან ხახუნის შედეგად დაზიანებისაგან.
- ფული, ძვირფასი ქვები/ლითონები;
- 5 000 ლარზე მაღალი ღირებულების ქონება წინასწარი კომუნიკაციისა და გაფრთხილების გარეშე.
- მარტივად მტვრევადი ნივთები - შუშა, კერამიკა და ჭურჭელი;
- საკვები, მცენარეები, წამლები/მედიკამენტები;
- ქიმიური და აალებადი სითხეები, საღებავები;
- სამშენებლო მასალები, აწყობილი ავეჯი, ავტომობილების მეორადი ნაწილები, აკუმულატორი;
- თხევადი მასალის შემცველი გზავნილები, სითხეებით, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები;
- 10 სმ-ზე მცირე ზომის ამანათები; (ამანათი უნდა იყოს მინიმუმ კონვერტის ზომა)
- კანონმდებლობით აკრძალული ნივთები
- ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა და გადატანა იწვევს სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- ისეთი ნივთები, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან/და რეპუტაციულ რისკს ონვეისათვის.
- წინასწარ დააფიქსიროს მესამე პირის მისამართი შეკვეთის დროს;
- დეტალურად მიუთითოს ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, ტელეფონი, სამუშაო საათები);
- უზრუნველყოს, რომ ამანათი აკმაყოფილებდეს შეფუთვის დადგენილ სტანდარტებს და მარკირების წესებს.
- კურიერს გამოატანოს მხოლოდ ის გზავნილი, რომელიც დაფიქსირებულია სისტემაში. შესაბამისად, ონვეი არ წამოიღებს არცერთ დამატებით დაურეგისტრირებელ გზავნილს
- იყოს კეთილსიდნისიერი გზავნილის შინაარსთან დაკავშირებით. კურიერი არ არის ვალდებული ადგილზე შეამოწმოს შიგთავსის შესაბამისობა შეკვეთასთან.
- აიღოს სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის ქმედებებზე შეკვეთის მომზადების დროსა და ხარისხთან დაკავშირებით. დაუშვებელია დადგეს ონვეის პასუხისმგებლობა მესამე პირის წესებისა და პირობების დარღვევით გატანებულ გზავნილზე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
- თვითონ უზრუნველყოს ამანათების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვის ორგანიზება
- არ ალოდინოს კურიერი 10 წუთზე მეტ ხანს და დაუშვას კურიერი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელ სივრცეებში. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს აღების გაუქმებას.
- ორშაბათი–პარასკევი 20:00-მდე,
- შაბათი 14:00-მდე.
- მიტანა და იდენტიფიცირება: მიმღების იდენტიფიცირება ხდება სატელეფონო კომუნიკაციით. ონვეი უფლებამოსილია ამანათი ჩააბაროს მიმღებს ან მის მიერ მითითებულ მესამე პირს პლატფორმაზე დაფიქსირებულ (ან ონვეისთან შეთანხმებულ განახლებულ) მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე ამანათის მიტანით ონვეის ვალდებულება ჯეროვნად შესრულებულად ითვლება.
- ვერიფიკაციის წესები (SMS კოდი ან პირადი ნომერი): ამანათის მიღება სტანდარტულად დასტურდება ციფრული ვერიფიკაციით — ერთჯერადი SMS კოდით, რომელიც ეგზავნება მიმღებს. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნ კომპანიას სურს, რომ ამანათი ჩაბარდეს მხოლოდ მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადი ნომრის) საფუძველზე და არა SMS კოდით, მან წინასწარ უნდა მოგვმართოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@onway.delivery.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კურიერისთვის SMS კოდის გაზიარება და სისტემაში ასახვა (ან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, პირადი ნომრით იდენტიფიცირება) წარმოადგენს ამანათის ჩაბარების უპირობო დასტურს. ვერიფიკაციის აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ, ონვეი იხსნის პასუხისმგებლობას და აღარ იღებს პრეტენზიებს ამანათის ჩაუბარებლობის ან არასათანადო პირზე/მისამართზე ჩაბარების შესახებ.
- 5 კგ-მდე ამანათზე მისვლამდე 10–20 წთ ადრე;
- 10 კგ-ზე ზემოთ - 1 საათით ადრე;
- 5 კგ-მდე გზავნილს - კარამდე.
- 5 კგ-ს ზემოთ გზავნილს - სადარბაზომდე.
- „ფილიალიდან გატანა“, გზავნილი ფილიალში ინახება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.
- „გაუქმებული“, ასეთი სტატუსის მქონე გზავნილები ინახება ონვეის საწყობში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.
- გაანადგუროს ასეთი გზავნილები ან
- აუქციონზე გაყიდოს ასეთი გზავნილები ან/და
- მომხმარებელს დააკისროს პორტალზე გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად გზავნილის სასაწყობე შენახვის დღიური საფასური.
თუ ონვეი გაიღებს გზავნილის განადგურების ან აუქციონზე გაყიდვის ხარჯებს, და მომხმარებელი ამის შემდეგ მოაკითხავს ამანათს ან დაარეგისტრირებს ახალ გზავნილად, ონვეი იტოვებს უფლებას უარი უთხრას მომხმარებელს ასეთი ამანათის გატანებაზე ან დათანხმდეს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისათვის ამანათის გატანება დასაშვებია, მხოლოდ გაღებული ხარჯების სრულად დაფარვისა და სათანადო გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
არაიდენტიფიცირებულ ამანათებად მიიჩნევა ამანათები, როდესაც ვერ დგინდება ამანათის გამგზავნი ან/და მიმღები. არაიდენტიფიცირებული ამანათები აღირიცხება კომპანიის შიდა სტანდარტის შესაბამისად. ყველა მომხმარებელი ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი გზავნილები და მის გზავნილზე არაიდენტიფიცირებული სტატუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ონვეის.
გზავნილი, რომელიც 24 სამუშაო დღის ვადაში განგრძობითად:
- არაიდენტიფიცირებულია,
- იმყოფება მფლობელობით გირავნობაში,
- აქვს გაუქმებული ან დაბრუნებული სტატუსი
- დავალიანების დაფარვამდე არ განახორციელოს რაიმე, თუნდაც ვადამოსული ფინანსური ტრანზაქცია ასეთი მომხმარებლის სასარგებლოდ, რაც არ ჩაითვლება ონვეის მიერ ვალდებულების დარღვევად.
- მოახდინოს ცალმხრივად ფინანსური ურთიერთ-მოთხოვნების გაქვითვა, რასთან დაკავშირებითაც საკმარისია პლატფორმაზე შეტყობინების გაგზავნა.
- დროებით ან ასეთი ვალდებულების დაფარვამდე, შეუზღუდოს პორტალზე წვდომა ან ახალი გზავნილების რეგისტრაცია (გაგზვნა) ან/და პორტალის რომელიმე ფუნქცია.
- ყველა მიმდინარე გზავნილს მიანიჭოს ჩაუბარებელი ამანათის სტატუსი და უარი თქვას მიმდინარე გზვანილების ჩაბარებაზე.
- გაავრცელოს ფიზიკურად მასთან მყოფ ყველა გზვანილებზე მფლობელობითი გირავნობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება მიიჩნევა მომხმარებლთან გაკეთებულ სათანადო შეთანხმებად მფლობელობით გირავნობაზე. ასეთ ნივთებზე არ რეგისტრირდება ხელახალი გზავნილი დავალინების დაფარვამდე.
- დროებით ან მუდმივად შეუზღუდოს მომხარებელს პორტალზე წვდომა ან ახალი გზვანილების რეგისტრაცია (გაგზავნა) ან/და პორტალის რომელიმე ფუნქცია.
- უარი თქვას ახალი გზავნილების მიღებაზე.
- ყველა მიმდინარე გზავნილს მიანიჭოს ჩაუბარებელი ამანათის სტატუსი და უარი თქვას მიმდინარე გზავნილების ჩაბარებაზე.
18. საავტორო უფლებები
ვებგვერდი და პლატფორმა დაცული არის საავტორო უფლებებით. განსაკუთრებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების მფლობელი აღნიშნულია ვებგვერდსა და პლატფორმაზე სათანადო წესით.
პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს მონაცემთა ბაზას და დაცული არის საავტორო უფლებებით, რომლებზეც განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის ონვეის. დაუშვებელია პლატფორმაზე არსებული რაიმე ინფორმაციის ან ვიზუალის დამუშავება ონვეის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
19. პერსონალური მონაცემების დაცვა
ონვეის ვებგვერდზე მოქმედებს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა.