სტატისტიკის ფუნქციონალი ბიზნესებისთვის

25 მარტი, 2025
სტატისტიკის ფუნქციონალი ბიზნესებისთვის

ონლაინ მაღაზიის მუშაობის პროცესში ამანათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება: რამდენ ამანათს ვაგზავნით ყოველთვიურად ? კვირის რომელი დღეა ყველაზე დატვირთული ჩვენთვის? რამდენი ამანათი ჩაბარდა წარმატებით და რამდენი - ვერ? რა იყო არ ჩაბარების მიზეზი? შარშან ამ დროს რამდენი შეკვეთა გვქონდა? რომელი ქალაქებია ყველაზე აქტიური?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ონვეის სტატისტიკის ფუნქციონალი დაგეხმარებათ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას. 

რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ონვეის სტატისტიკის ფუნქციონალი?

ონვეის სტატისტიკის ფუნქციონალით იღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ამანთების მოძრაობის შესახებ. სისტემა ავტომატურად აანალიზებს მიღებული და გაგზავნილი ამანათების მონაცემებს და წარმოგიდგენთ მათ მარტივად აღქმად ფორმატში. შეგიძლიათ გაეცნოთ დღის, კვირის, თვის და წლის სტატისტიკას, რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ თქვენი ბიზნესის დინამიკა სხვადასხვა პერიოდში. განსაზღვროთ ტენდენციები,  სწორად გაანაწილოთ რესურსები და მიიღოთ დროული გადაწყვეტილებები. 

რა მაჩვენებლები დაემატა სტატისტიკის ფუნქციონალს?

გასულ თვეს დავნერგეთ შეფასების ფუნქციონალი. მომხმარებლების შეფასებებისა და კომენტარების ანალიზის შედეგად  კი გამოიკვეთა მოთხოვნა უფრო დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაზე. სწორედ ამიტომ, სტატისტიკის ფუნქციონალს დავამატეთ ამანათების დღიური ჩაბარების მაჩვენებელი, რაც საშუალებას გაძლევთ:

  • მთელი თვის განმავლობაში თვალი ადევნოთ ბიზნესის აქტივობას
  • დაადგინოთ, კვირის რომელი დღეებია ყველაზე დატვირთული
  • დაგეგმოთ განსაკუთრებული შეთავაზებები ნაკლებად აქტიური პერიოდებისთვის
  • უკეთ განსაზღვროთ, როდის გჭირდებათ მეტი რესურსისა თუ ხარჯის გაღება


სტატისტიკის ფუნქციონალით მიიღებთ ინფორმაციას ჩაბარებული და ვერ ჩაბარებული ამანათების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლისა და სხვა მახასიათებლის შესახებ.

სისტემა გიჩვენებთ იმ მიზეზებსაც, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება ზოგიერთი ამანათის ჩაბარება.
ეს შეიძლება იყოს:

  • არასწორი მისამართი
  • უარი ამანათის მიღებაზე
  • ან სხვა მიზეზები



ამ ინფორმაციის ცოდნით კი შეძლებთ იმუშაოთ შეფერხებების აღმოფხვრაზე და გააუმჯობესოთ ჩაბარების მაჩვენებელი.

აქვე ნახავთ ქალაქების სტატისტიკასაც, თუ სად აგზავნით ყველაზე მეტ ამანათს და როგორია თითოეულ ქალაქში ჩაბარების მაჩვენებელი.

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ:

  • გაარკვიოთ, სად გყავთ ყველაზე მეტი მომხმარებელი
  • დაადგინოთ სეზონურობა ქალაქების მიხედვით
  • დაინახოთ, რომელ ქალაქებში შეიძლება გქონდეთ მეტი შეკვეთა და იმუშაოთ შედეგების გაუმჯობესებაზე. 



გაუმჯობესებული სტატისტიკის ფუნქციონალით ასევე გაიგებთ, თვეების მიხედვით საშუალოდ რა წონის ამანათებს აგზავნით, თუ COD სერვისს იყენებთ, როგორია თანაფარდობა ბარათით გადახდასა და კურიერთან გადახდას შორის, შეძლებთ გაეცნოთ მიმდინარე თვის მოსალოდნელი ამანათების რაოდენობასაც, რაც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ საოპერაციო რესურსები ან უბრალოდ უკეთ მოემზადოთ დატვირთული პერიოდებისთვის.


ონვეის სტატისტიკის ფუნქციონალით აღარ გჭირდებათ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობა - სტატისტიკა დაგეხმარებათ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.


ლინკის დაკოპირება