გახდი „ონვეის“ კურიერი - რეგისტრაცია უკვე აპლიკაციიდანაა შესაძლებელი

26 აგვისტო, 2026
 გახდი „ონვეის“ კურიერი - რეგისტრაცია უკვე აპლიკაციიდანაა შესაძლებელი

კურიერი მხოლოდ ამანათის ერთი მისამართიდან მეორემდე მიმტანი არ არის. ის ყოველდღიურად აკავშირებს ბიზნესებსა და მომხმარებლებს და დიდწილად განსაზღვრავს, როგორი გამოცდილება დარჩება ადამიანს მომსახურების მიღების შემდეგ.

„ონვეი“ პირველი ციფრული საკურიერო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ამანათების გადაადგილებას ტექნოლოგიების დახმარებით მართავს. კომპანიის პროგრამული სისტემა აერთიანებს გზავნილის რეგისტრაციას, მარშრუტების დაგეგმვას, ამანათის სტატუსების განახლებასა და სხვა პროცესებს, რომლებიც მიწოდებას უფრო ორგანიზებულსა და გამჭვირვალეს ხდის.ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კურიერების გუნდია. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დანიშნულების გზავნილებთან, გეგმავენ მარშრუტებს და მომხმარებლებს ამანათებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში აწვდიან.

„ონვეის“ გუნდში მუშაობენ როგორც კომპანიის კურიერები, ისე პარტნიორი კურიერები. პარტნიორი კურიერის მოდელი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, საკურიერო საქმიანობას უფრო მოქნილი ფორმით შეუერთდეს და მიწოდებები თავისთვის მისაღები სამუშაო გრაფიკისა და პირობების გათვალისწინებით შეასრულოს.

იმისთვის, რომ დაინტერესებულ ადამიანებს „ონვეის“ კურიერების გუნდთან შემოერთება გაუმარტივდეთ, კურიერის აპლიკაციას რეგისტრაციის ახალი ფუნქცია ემატება. მისი საშუალებით კანდიდატი შეძლებს, საჭირო ინფორმაცია უშუალოდ აპლიკაციაში შეავსოს და რეგისტრაციის პროცესი ციფრულად გაიაროს.რატომ გახდა ამ ფუნქციის დამატება საჭირო, ვის შეუძლია რეგისტრაცია და რა ეტაპები უნდა გაიაროს მომავალმა კურიერმა? ამ საკითხებზე „ონვეის“ საოპერაციო მენეჯერი, ბექა გოგოლაშვილი, გვესაუბრება.



რას ცვლის კურიერის აპლიკაციაში დამატებული რეგისტრაციის ფუნქცია?

ახალი ფუნქცია „ონვეის“ კურიერობით დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რეგისტრაციის პროცესი პირდაპირ აპლიკაციიდან დაიწყოს. კანდიდატს აღარ დასჭირდება CV-ის გამოგზავნა, საჭირო მონაცემების შევსებასა და განაცხადის გამოგზავნას ციფრულად შეძლებს.

რატომ გახდა აპლიკაციაში კურიერის რეგისტრაციის დამატება საჭირო?

კურიერების გუნდის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა, დაინტერესებული ადამიანებისთვის რეგისტრაციის უფრო მარტივი და სწრაფი გზა შეგვეთავაზებინა. რადგან კურიერის ყოველდღიური სამუშაოს დიდი ნაწილი ისედაც აპლიკაციის საშუალებით იმართება, ლოგიკური იყო, რომ გუნდთან შემოერთების პირველი ეტაპიც იმავე სივრცეში გადაგვეტანა.

ვის შეუძლია „ონვეის“ კურიერად რეგისტრაცია?

რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ 18-დან 60 წლამდე დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კურიერისთვის განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს: ფლობს B კატეგორიის მართვის მოწმობას, ჰყავს საკუთარი სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილი და კარგად იცნობს თბილისის ქუჩებს.

როგორ უნდა გაიაროს კანდიდატმა რეგისტრაცია?



რეგისტრაციის ეტაპები:

  • კურიერის აპლიკაციის ჩამოტვირთვა
  • „რეგისტრაციის“ ღილაკის არჩევა
  • პირადი და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება
  • სამუშაო ქალაქისა და სასურველი ფორმატის არჩევა
  • ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის დამატება
  • მოთხოვნილი დოკუმენტების ატვირთვა
  • განაცხადის გამოგზავნა
  • „ონვეის“ გუნდისგან უკუკავშირის მიღება.

რა ხდება განაცხადის გამოგზავნის შემდეგ?

ჩვენ შევქმენით , ახალი სისტემა რომელიც ამარტივებს კურიერის დასაქმების პროცესებს. აპლიკაციის მეშვეოებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება შეავსოს და გამოაგზავნოს განაცხადი, რომელიც მყისიერად აისახება ჩვენს ბაზაში, რომელსაც ჩვენი გუნდი დაამუშავებს და დაუკავშირდებაკანდიდატს. ამის შემდეგ გვაქვს გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ლოგისტიკის მენეჯერი. თუ ორივე მხარე შეთანხმდება სამუშაო პირობებზე, კანდიდატი გაივლის ერთ კვირიან სტაჟირებას, თუ სტაჟირება ჩაივლის წარმატებით, დგება მომსახურების ხელშეკრულება და კანდიდატს შეუძლია ოფიციალურად გაწევრიანდს ონვეის გუნდში.

რას მოიცავს კურიერის ყოველდღიური სამუშაო?

„ონვეიში“ სამუშაო პროცესის დიდი ნაწილი ციფრულად იმართება. კურიერი აპლიკაციაში იღებს დავალებებს, ნახულობს მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაციას და გზავნილის სტატუსებს რეალურ დროში აახლებს. ეს საშუალებას აძლევს როგორც კომპანიას, ისე პარტნიორ ბიზნესსა და მიმღებს, ამანათის გადაადგილებას თვალი მიადევნონ.აპლიკაციის ფუნქციებისა და სამუშაო პროცესის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.

რით განსხვავდება კომპანიის კურიერი პარტნიორი კურიერისგან?

ჩვენთან კომპანიის კურიერი არის  ის, ვინც შტატში მუშაობს სამუშაო ხელშეკრულებით კონკრეტული გაწერილი გრაფიკით, აქვს მინიჭებული  კონკრეტული სამუშაო უბანი, აქვს მოჭრილი დადგენილი ხელფასი და ბონუსი თითოეულ ამანათზე, ისინი სარგებლობენ ბიულეტინით და შვებულების უფლებით.რაც შეეხება პარტნიორ კურიერს, მათ აქვთ მომსახურების ხელშეკრულება, ისინი მუშაობენ მორგებული  და თავისუფალი გრაფიკით,  მათ შეუძლიათ ჩვენთან დასაქმდენენ და იმუშაონ სხვა სამსახურთან შეთავსებით.

რა თვისებები სჭირდება ადამიანს „ონვეის“ კურიერად მუშაობისთვის?

კურიერის საქმიანობა პასუხისმგებლობას, პუნქტუალურობასა და ადამიანებთან სწორ კომუნიკაციას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, კურიერმა შეძლოს სამუშაო დღის ორგანიზება, აპლიკაციის გამოყენება და სხვადასხვა სიტუაციაში სწრაფად ორიენტირება. გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

რას სთავაზობს „ონვეი“ კურიერების გუნდს?

ონვეის გუნდის კურიერებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს. ჩვენ ვთავაზობთ, მოქნილ გრაფიკს, მოჭრილ ანაზღაურებას და მორგებულ საბონუსე სისტემას, უბნების სირთულის მიხედვით. ჩვენ ვთავაზობთ ციფრულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს კურიერის ახალ აპლიკაციას, რომელიც უმარტივებთ სამუშო პროცესებს და მომხმარებელთან კომუნიკაციებს. კურიერებს პერიოდულად ვუტარებთ ტრენინგებს  მომსახურების ნაწილში, რათა ავამაღლოთ ჩვენი მომსახურების სტანდარტი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კურიერს ჰქონდეს გასაგები სამუშაო პროცესი, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მიღების შესაძლებლობა. აპლიკაცია ყოველდღიური დავალებების მართვას ამარტივებს, გუნდი კი კურიერებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მოგვარებაში ეხმარება.

როგორ შეიძლება დაინტერესებულმა ადამიანმა განაცხადი შეავსოს?

ჩამოტვირთეთ „ონვეის“ კურიერის აპლიკაცია Android  ან IOS გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია. განაცხადის განხილვის შემდეგ ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებს გაგაცნობთ. თუ პასუხისმგებლიანი, აქტიური სამუშაო გაინტერესებთ და გსურთ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკურიერო გუნდის ნაწილი გახდეთ, პირველი ნაბიჯის გადადგმა უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლიათ.









ლინკის დაკოპირება

მსგავსი სიახლეები