OnWay Partner - კურიერების გამოცდილებაზე აწყობილი აპლიკაცია

18 მაისი, 2026
OnWay Partner - კურიერების გამოცდილებაზე აწყობილი აპლიკაცია

ლოგისტიკაში სიჩქარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა გუნდიც, რომელიც ამ პროცესს ყოველდღე მართავს. სწორედ ამიტომ, ,,ონვეიში” კურიერების აპლიკაციის შექმნა კოდის წერით არ დაგვიწყია, ჯერ ჩვენი კურიერები გამოვკითხეთ და გულისყურით მოვუსმინეთ.

სანამ OnWay Partner შეიქმნებოდა, კურიერებთან ფოკუს ჯგუფები ჩავატარეთ და დეტალურად გამოვიკვლიეთ, რა აფერხებდათ ყოველდღიურ მუშაობაში, სად იკარგებოდა დრო, რა პროცესები იყო ზედმეტად რთული და რას შეცვლიდნენ პირველ რიგში თავად. შედეგად მივიღეთ აპლიკაცია, რომელიც რეალურ სამუშაო პროცესზეა მორგებული და არა თეორიაზე.

დღეს კურიერი ერთ სივრცეში ხედავს ყველაფერს, რაც სამუშაო დღის სამართავად სჭირდება - ასაღებ და ჩასაბარებელ ამანათებს, სტატუსებს, ფინანსურ ინფორმაციას, შეტყობინებებსა და სამუშაო პროცესის ყველა ეტაპს.





აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამჭვირვალობა და პროცესების გამარტივებაა. კურიერებს ახლა შეუძლიათ სურვილისამებრ დააჯგუფონ ამანათები, გადაალაგონ მისამართები და საკუთარი სამუშაო დღე უფრო ეფექტურად დაგეგმონ. Drag & Drop ფუნქციონალი მათ საშუალებას აძლევს, ახლომდებარე მისამართები ერთად მოაქციონ და ოპტიმალური მარშრუტი შექმნან.
ეს ცვლილება პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზეც. როცა კურიერი თავის საქმეს უფრო სისტემურად და სწრაფად მართავს, მიწოდების დრო მცირდება და მომხმარებელი უფრო პროგნოზირებად და სტაბილურ სერვისს იღებს.



ასევე მნიშვნელოვნად გამარტივდა კომუნიკაციაც. მომხმარებელთან დარეკვა, სტატუსების მართვა და ჩაბარების პროცესები ახლა ბევრად სწრაფი და მოქნილია.
ჩაბარების ნაწილში დაემატა SMS კოდით დადასტურების ფუნქცია, რაც პროცესს უფრო უსაფრთხოსა და კონტროლირებადს ხდის. ეს ნიშნავს ნაკლებ შეცდომას, მეტ სიზუსტესა და უფრო გამჭვირვალე გამოცდილებას როგორც კურიერისთვის, ისე მომხმარებლისთვის. ამავდროულად, ეს პირდაპირ ზრდის მომხმარებლის ნდობასაც, რადგან თითოეული ჩაბარება დადასტურებულია და კონტროლირებადი, რაც ამცირებს გაურკვევლობას და აძლიერებს სერვისის სანდოობას.

OnWay Partner-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესების ავტომატიზაციასაც. დღის გახსნა და დახურვა, ტრანსპორტისა და სალარო აპარატის აღრიცხვა, სტატუსების ცვლილება, თანხების კონტროლი - ახლა ყველაფერი გაციფრულებულია და ბევრად მარტივად სამართავი.



დიდი მოცულობის გზავნილებისთვის დამატებულია QR კოდით მუშაობის ფუნქციონალი, რაც კურიერებს ერთდროულად ბევრი ამანათის სწრაფად დამუშავებაში ეხმარება. სისტემა ისეა აწყობილი, რომ თითოეული ნაბიჯი პირდაპირ აპლიკაციაში ფიქსირდება და პროცესის მიღმა თითქმის აღარაფერი რჩება.




ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ მარშრუტიზაციის ფუნქციონალზე, რომელიც მომავალში კურიერებს გადაადგილების უფრო ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება. პარალელურად, მომხმარებელიც წინასწარ მიიღებს ინფორმაციას, დაახლოებით რა დროის შუალედში მივა მასთან კურიერი. ეს ნიშნავს, რომ სერვისი კიდევ უფრო პერსონალიზებული ხდება. მომხმარებელს აღარ მოუწევს გაურკვეველი დროით ლოდინი და მიწოდების გამოცდილება უფრო კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება.

მარტივად რომ ვთქვათ, OnWay Partner მხოლოდ კურიერის აპლიკაცია არ არის, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ყოველდღიურ სამუშაო პროცესს უფრო სწრაფს, გამჭვირვალესა და ტექნოლოგიურად გამართულს ხდის.


მსგავსი სიახლეები