საკურიერო მომსახურებისას ბევრი კითხვა ხშირად მეორდება. ზოგჯერ მომხმარებელს პრობლემის მოგვარება კი არა, უბრალოდ ერთი კონკრეტული ინფორმაცია სჭირდება თან, რაც შეიძლება სწრაფად.
სწორედ ასეთი ყოველდღიური საჭიროებებიდან გაჩნდა ,,ვეიო”, ,,ონვეის” ახალი ციფრული დამხმარე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია onway.ge-ზე.
ამ ეტაპზე ,,ვეიო” მარტივ და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს. იცის ,,ონვეის” სერვისების, პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ ინფორმაცია და დაგეხმარებათ საჭირო პასუხის მოძებნაში.
,,ვეიო” უკვე დაკავშირებულია ,,ონვეის” სისტემასთანაც. ამიტომ, თუ ჰკითხავთ, სად არის თქვენი ამანათი, შეუძლია თრექინგის მონაცემები შეამოწმოს, გითხრათ მისი მიმდინარე სტატუსი და სავარაუდო მიწოდების დროც.
თუმცა ,,ვეიო” ჯერ სწავლობს და ამ ეტაპზე რთული ან არასტანდარტული შემთხვევების დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლია. როცა საკითხს მეტი მოკვლევა, გადაწყვეტილების მიღება ან ადამიანის ჩართულობა სჭირდება, მომხმარებელს მხარდაჭერის ოპერატორთან გადაამისამართებს.
მიზანიც სწორედ ესაა - მარტივ კითხვებზე პასუხის მიღება უფრო სწრაფი გახდეს, მხარდაჭერის გუნდს კი მეტი დრო დარჩეს იმ შემთხვევებისთვის, რომლებსაც ადამიანის ყურადღება ნამდვილად სჭირდება.
,,ვეიო” დღეს ჯერ თავისი შესაძლებლობების საწყის ეტაპზეა. თუმცა უკვე ვმუშაობთ მის უფრო განვითარებულ ვერსიაზე, რომელსაც არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება, არამედ კონკრეტული სიტუაციების გაანალიზება და გარკვეული მოქმედებების შესრულებაც შეეძლება.”
- რატომ გადაწყვიტეთ AI-ის მხარდაჭერის პროცესში ჩართვა?
,,ჩვენთვის ,,ვეიო” მხარდაჭერის განვითარების შემდეგი ნაბიჯია. გვინდა, მომხმარებელმა მარტივი საკითხების მოგვარება ზედმეტი ლოდინისა და დამატებითი ნაბიჯების გარეშე შეძლოს.
ამავდროულად, ,,ვეიო” მხარდაჭერის გუნდსაც ეხმარება. თუ მარტივ და განმეორებად საკითხებზე პასუხის გაცემა მას შეუძლია, ოპერატორებს მეტი დრო რჩებათ იმ შემთხვევებისთვის, სადაც საჭიროა პრობლემის მოკვლევა, ინდივიდუალური მიდგომა და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია.”
- სად გადის ზღვარი ,,ვეიოსა” და მხარდაჭერის გუნდის როლებს შორის?
,,ჩვენი მიზანი ადამიანის ჩანაცვლება არ არის. ,,ვეიოს” ფუნქციაა აიღოს ის ნაწილი, რომლის შესრულებაც სწრაფად და ავტომატურად შეიძლება. თუ მომხმარებელს აინტერესებს ამანათის სტატუსი, სავარაუდო მიწოდების დრო ან აქვს მარტივი კითხვა ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, ამაში ,,ვეიო” დაეხმარება. უფრო რთულ შემთხვევებში კი მომხმარებელთან ისევ ადამიანი მუშაობს. გვინდა, ორივემ ის საქმე გააკეთოს, სადაც ყველაზე მეტად შეუძლია დახმარება.”
- რას შეძლებს ,,ვეიო” მომავალში?
,,შემდეგ ეტაპზე გვინდა, ,,ვეიომ” ამანათის შესახებ ინფორმაციის არა მხოლოდ მოძიება, არამედ გაანალიზებაც შეძლოს. მაგალითად, წაიკითხოს გზავნილის სრული ისტორია, გააანალიზოს რა მოხდა სხვადასხვა ეტაპზე და მომხმარებელს აუხსნას, რატომ ვერ ჩაბარდა ამანათი ან როდის არის მოსალოდნელი მისი მიწოდება.
გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ,,ვეიომ” გარკვეული მოქმედებების შესრულება თავად შეძლოს. მაგალითად, მომხმარებლის პრეტენზიის შემთხვევაში გახსნას მხარდაჭერის ბილეთი და შესაბამის გუნდამდე მიიტანოს საკითხი, ან შეასრულოს ისეთი მარტივი მოთხოვნები, რომელთა გამოც დღეს ოპერატორთან დაკავშირებაა საჭირო, მაგალითად, შეკვეთის გაუქმება.
იდეა მარტივია - თუ საკითხის რამდენიმე წუთში მოგვარება შეიძლება, მომხმარებელს ამისთვის ზედმეტი ლოდინი არ უნდა უწევდეს.”
- რა როლი ექნებათ მომხმარებლებს ,,ვეიოს” განვითარებაში?
,,ძალიან დიდი. ,,ვეიოს” საშუალებით ვხედავთ არა მხოლოდ ცალკეულ კითხვებს, არამედ იმასაც, რა თემები მეორდება ყველაზე ხშირად, რა აინტერესებთ მომხმარებლებს, სად ექმნებათ პრობლემა და რის მოგვარებაში სჭირდებათ ყველაზე ხშირად დახმარება. ეს ინფორმაცია გვაჩვენებს, რა უნდა ისწავლოს ,,ვეიომ” შემდეგ და რა მიმართულებით შეგვიძლია თავად მომსახურების პროცესის გაუმჯობესებაც. ამიტომ მისი განვითარება ერთჯერადი პროექტი არ არის. ,,ვეიოს” შესაძლებლობები ეტაპობრივად გაიზრდება იმ რეალური საჭიროებებისა და პრობლემების მიხედვით, რომლებითაც მომხმარებლები მოგვმართავენ.”

,,ვეიო” ჯერ სწავლობს, ამიტომ არც ველით, რომ პირველივე დღიდან ყველა კითხვაზე ექნება პასუხი. სამაგიეროდ, უკვე შეუძლია დაგეხმაროთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებში, მოგიძებნოთ ინფორმაცია თქვენს ამანათზე და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის გუნდთანაც გადაგამისამართოთ.
შეგიძლიათ უკვე გამოსცადოთ ,,ვეიო”
onway.ge-ზე. ჰკითხეთ ის, რის გამოც ჩვეულებრივ მხარდაჭერას დაუკავშირდებოდით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. თქვენი კითხვები და უკუკავშირი ,,ვეიოს” შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაშიც დაგვეხმარება.