როგორ შევუთავსოთ საქმე და დასვენება – საზაფხულო რჩევები მეწარმეებისთვის

15 ივლისი, 2025
როგორ შევუთავსოთ საქმე და დასვენება – საზაფხულო რჩევები მეწარმეებისთვის

ზაფხული ყველასთვის მოდუნებასთან ასოცირდება – ზღვის ნიავი, მთის სიგრილე, ყინულიანი ლიმონათი და წიგნი ხელში… მაგრამ ეს სეზონი ყველა მეწარმისათვის ერთნაირი არ არის. ზოგისთვის ეს ის თვეებია, როცა შეკვეთები მატულობს, ზოგისთვის კი დრო, როცა ბიზნესიც იღებს პატარა პაუზას. მაგრამ თუ შენ იმ კატეგორიაში ხარ, ვინც მარტო მართავს საქმეს და შვებულების ფუფუნება ჯერ არ გაქვს, მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეგიძლია ზაფხული გამოიყენო ისე, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არც შენ გადაიწვა.


მოიწყე მინი-დასვენებები ყოველდღე

არ არის აუცილებელი ერთბაშად შვიდდღიანი შვებულება აიღო, პატარ-პატარა შესვენებებიც უშველის საქმეს. მაგალითად, ერთი საათით ადრე დახურე ლეპტოპი, გადი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ან საღამოს გაისეირნე ტყესთან ახლოს. შენი გონება მადლობას გეტყვის და არც მომხმარებლები დაგრჩებიან უკმაყოფილოები.


გამოიყენე ტექნოლოგიები

შეიძლება, მარტო მუშაობ, მაგრამ მარტო არ ხარ. დღეს არსებობს ბევრი პლატფორმა და აპი, რომლებსაც შეგიძლია მიანდო პატარა პროცესები – მიტანის სერვისები, ავტომატური პასუხები შეტყობინებებზე, ან თუნდაც ბუღალტერიის ავტომატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტად გამოყენების რჩევებს შეგიძლია ჩვენს წინა ბლოგში გადაავლო თვალი. საქმეში მოქნილი პარტნიორებიც ეძებე, მაგალითად, ისეთი საკურიერო სერვისი, რომელიც შენი შეწუხების გარეშე დაარიგებს ამანთებს.

ზაფხული შთაგონების პერიოდია

თუ სრულად ვერ ისვენებ, დასვენება აქციე ინსპირაციად. წადი ახლომახლო ქალაქებში, დააკვირდი როგორ მუშაობენ სხვები, რას ყიდულობენ ტურისტები, რა სჭირდებათ ადგილობრივებს. ეს შეიძლება ახალი იდეების წყაროდაც იქცეს შენი ბიზნესისთვის.

სანაპიროზე წამოწოლა გინდა?

ლეპტოპი ან ტაბლეტი, კარგი Wi-Fi და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები, ეს სამი რამ სრულიად საკმარისია იმ აუცილებელი საქმეებისთვის, რომლებიც ვერ მოიცდის. დანარჩენი კი, ყოველთვიური ანგარიშები, გრძელვადიანი გეგმები და მსგავსი საქმეები, ოფისისთვის გადადე. ყინულიანი ყავა, ზღვის ხედი და ნახევარ საათში ერთხელ შეტყობინებების შემოწმება საუკეთესო ბალანსი გამოვა საქმესა და დასვენებას შორის.


მთაში ლაშქრობა გირჩევნია?

თუ მთაში ინტერნეტი სუსტია ან საერთოდ არ არის, დაგეგმე ყველა საქმე წინასწარ. მომხმარებლებს წინასწარ შეატყობინე, რომ რამდენიმე დღე შენი სერვისი მიუწვდომელი იქნება და დააყენე ავტო მოპასუხე მეილსა და მესენჯერში. მაგრამ თუ ინტერნეტი მაინც იპოვე პატარა სოფლის კაფეში, გამოიყენე ეს დრო მნიშვნელოვან შეტყობინებებზე საპასუხოდ. დანარჩენ დროს კი დატკბი ბუნების ხმებითა და მთის ჰაერით.


ნუ დაგავიწყდება, შენც ადამიანი ხარ

კი, შენ ხარ შენი ბიზნესის ძრავა, მაგრამ ძრავასაც სჭირდება საწვავი და ხანდახან დასვენება. თუ საზაფხულო ნივთებით არ ვაჭრობ, კიდევ მეტი შანსი გაქვს, შენი თავისთვის თავისუფალი საათები გამონახო. ამ დროს შენი მომხმარებლებიც ისვენებენ და შეგიძლია თავს უფლება მისცე, ცოტა ხნით მოშორდე გაჯეტებსა და საქმეზე ფიქრს. გახსოვდეს, დასვენებულ გონებაზე ახალი, უკეთესი იდეები იბადება.

სწორად შერჩეული პატარ-პატარა დასვენებებით, ტექნოლოგიების გამოყენებითა და გარემოსგან შთაგონების მიღებით შეძლებ ამოისუნთქო ისე, რომ საქმეებიც არ შენელდეს. შენ შენი ბიზნესის მთავარი რესურსი ხარ და შრომასთან ერთად მოფრთხილებაც გჭირდება. საქმეებს ჩვენც შეგიმსუბუქებთ - მიტანის პროცესებს Onway მიხედავს, შენ კი დრო შენს დასვენებასა და ახალ იდეებზე ფიქრს დაუთმე.


ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.


მსგავსი ბლოგი