Back to School ონლაინ - როგორ მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის
06 სექტემბერი, 2026
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ხშირად გრძელი სიით იწყება - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, საკანცელარიო ნივთები, წიგნები და ტექნოლოგიური აქსესუარები. ყველაფრის ერთ სივრცეში პოვნა ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ საჭირო ნივთების ონლაინ შეძენა დროსა და ენერგიას მნიშვნელოვნად ზოგავს.
თუმცა ონლაინშოპინგსაც სჭირდება სწორი დაგეგმვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნივთებს სხვადასხვა მაღაზიიდან იწერთ და სასწავლო წლის დაწყებამდე მათი დროულად მიღება გსურთ.
როგორ მოემზადოთ Back to School-ისთვის ისე, რომ არაფერი გამოგრჩეთ, ზედმეტი არ შეიძინოთ და შეკვეთებიც დროულად მიიღოთ?
ჯერ შეამოწმეთ, რა გაქვთ უკვე
საყიდლების დაწყებამდე გადახედეთ გასული წლიდან დარჩენილ ნივთებს. შესაძლოა, ახალი ზურგჩანთა საჭირო აღარ იყოს, ფერადი ფანქრების ნაკრები ჯერ კიდევ გამოსაყენებელი აღმოჩნდეს ან მხოლოდ რამდენიმე რვეულის დამატება დაგჭირდეთ.
ნივთები სამ ჯგუფად დაყავით:
- აუცილებლად შესაძენი
- შესაცვლელი ან შესავსები
- სურვილის შემთხვევაში შესაძენი
ასეთი დაყოფა დაგეხმარებათ, მთავარი საჭიროებები სპონტანური შენაძენებისგან გაარჩიოთ და ბიუჯეტიც უკეთ გაანაწილოთ.
შეადგინეთ სია კატეგორიების მიხედვით
ერთი გრძელი ჩამონათვალის ნაცვლად, ნივთები კატეგორიებად დააჯგუფეთ:
- საკანცელარიო ნივთები
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
- ჩანთა და ყოველდღიური აქსესუარები
- ტექნიკა და მისი აქსესუარები
- სპორტისა და შემოქმედებითი აქტივობებისთვის საჭირო ნივთები
ასე უფრო მარტივად შეადარებთ სხვადასხვა ონლაინმაღაზიის შეთავაზებებს და შეკვეთების დაგეგმვისას არც მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩებათ.
უმჯობესია, პირველ ეტაპზე მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. ზოგიერთი მოთხოვნა შესაძლოა უშუალოდ სწავლის დაწყების შემდეგ დაზუსტდეს.
ონლაინ შეძენისას მხოლოდ ფასს ნუ შეადარებთ
სხვადასხვა ონლაინმაღაზიაში ერთი და იგივე ან მსგავსი ნივთი განსხვავებულ ფასად შეიძლება შეგხვდეთ, თუმცა საბოლოო არჩევანისას მხოლოდ ფასით ხელმძღვანელობა არ ღირს.

შეძენამდე გადაამოწმეთ:
- ნივთის ზუსტი ზომა და მახასიათებლები
- გამოყენებული მასალა
- მომხმარებლების შეფასებები
- დაბრუნებისა და გადაცვლის პირობები
- შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების სავარაუდო ვადა
ზურგჩანთის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ზომას, წონას და განყოფილებების რაოდენობას. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოწერისას აუცილებლად გაეცანით კონკრეტული ბრენდის ზომების ცხრილს, ტექნიკის აქსესუარების შეძენისას კი შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა პროდუქტი თქვენს მოწყობილობას.
შეკვეთები ბოლო დღისთვის არ გადადოთ
სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ონლაინშეკვეთების რაოდენობაც იზრდება. გარდა ამისა, თუ ნივთი არასწორი ზომის ან მოლოდინისგან განსხვავებული აღმოჩნდება, მის შესაცვლელად დამატებითი დრო დაგჭირდებათ.
ამიტომ ჯერ ის ნივთები შეუკვეთეთ, რომელთა შერჩევასა და გამოცვლას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზურგჩანთა ან ტექნოლოგიური აქსესუარები. რვეულების, კალმებისა და სხვა მცირე საკანცელარიო ნივთების დამატება მოგვიანებითაც შეგიძლიათ.
შეკვეთების წინასწარ დაგეგმვა მიწოდების პროცესსაც ამარტივებს და ბოლო დღეების აჩქარებასაც თავიდან აგაცილებთ.
მიწოდებისთვის მონაცემები ყურადღებით შეავსეთ
ონლაინშეკვეთის წარმატებით მიღება სწორად მითითებული მონაცემებით იწყება. შეკვეთის გაფორმებისას გადაამოწმეთ:
- მიმღების სახელი და გვარი
- მოქმედი ტელეფონის ნომერი
- ზუსტი მისამართი
- სადარბაზოს, სართულისა და ბინის ნომერი
- საჭიროების შემთხვევაში, კურიერისთვის დამატებითი მითითება.
თუ ნივთებს რამდენიმე ონლაინმაღაზიიდან იწერთ, სასარგებლოა შეკვეთების ნომრებისა და მოსალოდნელი მიწოდების თარიღების ცალკე ჩანიშვნაც. ასე მარტივად გააკონტროლებთ, რომელი გზავნილი უკვე გამოგზავნილია და რომელს ჯერ კიდევ ელოდებით.
ონლაინმაღაზიიდან შერჩეული ნივთების თქვენამდე დროულად და კომფორტულად მოტანაზე კი ,,ონვეი” იზრუნებს. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გარდა ახალი სასწავლო წლისთვის მთელი ქვეყანა ემზადება და საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნაც ძალიან იზრდება, ამიტომ სჯობს თადარიგი დაიჭიროთ.
მიღებისას შეკვეთა გადაამოწმეთ
გზავნილის მიღების შემდეგ გადაამოწმეთ, ემთხვევა თუ არა ნივთის მოდელი, ფერი, ზომა და რაოდენობა თქვენს შეკვეთას. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემთხვევაში უმჯობესია, იარლიყები და შეფუთვა მანამდე შეინარჩუნოთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ნივთი ნამდვილად გამოგადგებათ.
თუ რამდენიმე შეკვეთას ელოდებით, მიღებული ნივთები საწყის სიაშივე მონიშნეთ. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რა გაქვთ უკვე და კიდევ რისი შეძენა დაგრჩათ.
მზადება, რომელიც დროსაც გიზოგავთ
Back to School შოპინგი აუცილებელი ნივთების შეძენაზე მეტია, ეს ახალი სასწავლო რუტინისთვის მომზადების ნაწილია. წინასწარ შედგენილი სია, ონლაინმაღაზიების პირობების ყურადღებით შემოწმება და შეკვეთების დროულად გაფორმება პროცესს ბევრად მარტივს ხდის.
თქვენ შეარჩიეთ ყველაფერი, რაც ახალი სასწავლო წლისთვის გჭირდებათ, გზავნილებს კი ,,ონვეი” ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მოგიტანთ.