ანრი ფხაკაძე - კურიერი
გაიცანით ანრი ფხაკაძე, ჩვენი კურიერი, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია ყოველდღიურად ზრუნავს, რომ ამანათები ადრესატამდე დროულად და უსაფრთხოდ მივიდეს.
ანრისთვის ამ საქმის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ის მომენტია, როცა ამანათის გადაცემისას მომხმარებლის ბედნიერ და კმაყოფილ სახეს ხედავს. ამბობს, რომ სწორედ ეს ემოცია ახსენებს ყოველდღიურად, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამანათი.
ერთგვარ გამოწვევად კი ქალაქის რიტმში საცობებსა და მისამართებს შორის ლავირება რჩება, თუმცა, როგორც გვეუბნება, კურიერის საქმიანობამ ფოკუსირების უნარი გამოუმუშავა და უფრო მარტივად ახერხებს მთავარ ამოცანებზე კონცენტრირებას .
სამსახურის შემდეგ ენერგიას სპორტით ან ბუნებაში დროის გატარებით იღდგენს. უყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენება, თუმცა, ხანდახან განმარტოებაც სჭირდება.
მისი საყვარელი ფრაზაა: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.“
სწორედ ეს დამოკიდებულება ეხმარება სირთულეების გადალახვაში.
კოლეგებში ყველაზე მეტად ერთმანეთის გვერდში დგომა და დახმარების სურვილი უყვარს. სწორედ ეს ქმნის იმ გარემოს, სადაც ნებისმიერი გამოწვევა უფრო მარტივად დასაძლევი ხდება.
მათთვის, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობას გეგმავს, ანრის მარტივი, თუმცა სასარგებლო რჩევა აქვს:
,,იყავით ყურადღებიანები, მომთმენები და სიზარმაცეს გვერდი აუარეთ, დანარჩენს გამოცდილება გასწავლით."
წარმატებებს ვუსურვებთ ანრის - ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, ახალი მიზნები და ის შეუპოვრობა, რომელიც ნებისმიერ გზას ბოლომდე მიაყვანინებს.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!