სანდო პარტნიორი - ორიფლეიმი
27 მაისი, 2021ერთი შეხედვით, თითქოს მომხმარებლებმა სულ ახლახან დავიწყეთ ონლაინ შოპინგი, თუმცა საქართველოს ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს კომპანია, რომელმაც 2008 წლიდან დაისახა მიზნად ელექტრონული კომერციის დახმარებით ადამიანებისათვის სილამაზის აღმოჩენისა და ოცნებების ასრულების ალტერნატიული გზების შექმნა.
ეს კომპანია კი ყველასთვის ნაცნობი „Oriflame“ გახლავთ. 50 წლის წინ შვედეთში დაარსებული კომპანია ახლა უკვე 3 მილიონზე მეტ ბრენდთან თანამშრომლობს და 60 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ოპერირებს.
სწორედ ამ წარსულმა და მრავალწლიანი ისტორიამ შექმნა ბრენდის ტრადიციები, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე ტენდენციებისა და ბაზრის მოთხოვნებისთვისაც დროულად ეპასუხათ და ხშირ შემთხვევაში ინოვატორებიც ყოფილიყვნენ.
და სწორედ ასე დაიყო „Oriflame”-ს მოგზაურობა ელექტრონული კომერციის სამყაროშიც. საწყისი ეტაპი ნამდვილად არ იყო მარტივი, თანაც მაშინ, როდესაც ეს იმ დროისათვის საკმაოდ უცხო გამოცდილება იყო. კომპანიაში მიზნად დაისახეს, რომ შეეცვალათ მომხმარებლების ჩვევა, რამაც მუშაობის პროცესი კიდევ უფრო დინამოური და ეფექტური გახდა.
მსგავსმა მონდომებამ და მიზანსწრაფულობამ შედეგიც გამოიღო და დღეს „Oriflame”-ის გაყიდვების 100% ონლაინ პლატფორმაზე მოდის. მომხმარებლების მხრიდან მსგავსი მოთხოვნის კონტროლი კი კომპანიისთვის წარმოუდგენელიც კი იყო სანდო ბიზნეს პარტნიორის დახმარების გარეშე. როგორც თავად ამბობენ, ონვეი ამ შემთხვევაში გამოცდილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეგობარი აღმოჩნდა, რომელიც დროულად და ხარისხიანად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. და სწორედ ასე, მომხმარებელი ვირტუალური თაროებიდან ირჩევს პროდუქტს, რომელსაც სასურველ დროსა და მისამართზე იღებს - მარტივად და კომფორტულად.
მსგავსი უსაფრთხო და მოსახერხებელი სამომხმარებლო გამოცდილება 2020 წელს განსაკუთრებით საინტერესო გახდა და პანდემიის პირობებში ელექტრონული კომერციის ბაზარზე 120%-იანი ზრდაც დაფიქსირდა. ამ სტატისტიკის გარეშეც კი „Oriflame”-ის გუნდში სჯერათ, რომ სამყაროში, რომელიც სულ უფრო და უფრო დინამიური ხდება ყოველი არგადადგმული ნაბიჯი რეალურად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უკან დახევაა და ამიტომაც თითოეულ გამოცდილ თუ ახალბედა კომპანიას ურჩევენ დროულად და თამამი ნაბიჯებით დაიწყონ ონლაინ სივრცის ათვისება.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!