როგორ მოვძებნოთ გზავნილი?

04 მარტი, 2025
როგორ მოვძებნოთ გზავნილი?

ონლაინ შოპინგისას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის შეძენა, არამედ მისი დროულად მიღებაც.

ამანათის ლოდინში ხშირად გვიჩნდება კითხვები: ,,ნეტავს სად არის ჩემი გზავნილი ?'' ,,როდის მივიღებ?'' ,,ყველაფერი რიგზეა თუ ჩემს შეკვეთაში ცვლილებებია?''
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება გზავნილის საძიებო სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ჩვენი ამანათის მოძრაობას.
აქამდე ონვეის ციფრულ პლატფორმაზე გზავნილის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ თრექინგის ნომრით იყო შესაძლებელი.
ეს სისტემა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არასრულყოფილი.

,,ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში დავინახეთ აუცილებლობა, რომ მომხმარებლისთვის მიგვეცა ამანათის ძიების მეტი შესაძლებლობა, რათა მათ უფრო მარტივად და სწრაფად მიეღოთ საჭირო ინფორმაცია.
სწორედ ამიტომ განვაახლეთ ძებნის ფუნქციონალი და დავამატეთ გზავნილის მობილურისა და შეკვეთის ნომრით ძიებაც.
ჩვენი მიზანია მივცეთ მომხმარებლებს მეტი კომფორტი, გამჭვირვალობა და კონტროლის საშუალება გზავნილების მართვის პროცესში.’’
თამარ გოგოლაშვილი, ონვეის დამფუძნებელი და დირექტორი

როგორ მუშაობს ეს სისტემა? 

ძიება შეკვეთის ნომრით - ხშირად, როდესაც ონლაინ მაღაზიაში რაიმეს ყიდულობთ ისინი საკუთარ საიდენტიფიკაციო ნომერს ანიჭებენ თქვენს შეკვეთას.
თუ ეს ნომერი ონვეის თრექინგის პარალელურად ატვირთულია ჩვენს სისტემაში, თქვენ შეძლებთ მარტივად მოძებნოთ გზავნილი სწორედ ამ შეკვეთის ნომრით.
საძიებო ველში მონიშნეთ შეკვეთის ნომერი, მიუთითეთ კოდი და დააჭირეთ ძიებას. ძებნის შედეგებში გამოგიჩნდებათ ინფორმაცია ამ შეკვეთის ნომრით დარეგისტრირებულ გზავნილზე. 

ძებნა ტელეფონის ნომრით: თუ ხართ ადრესატი (მიმღები) და არ გაქვთ არც თრექინგისა და არც შეკვეთის ნომერი, შეგიძლიათ მობილური ნომრით მოძებნოთ გზავნილზე ინფორმაცია.
ძიებაში ირჩევთ ტელეფონის ველს, საძიებო ველში შეგყავთ მობილურის ნომერი, გადიხართ SMS ვერიფიკაციას და გამოგიჩნდებათ ამ ნომერთან ასოცირებული ყველა მისაღები გზავნილი.


რაც შეეხება ძებნას თრექინგის ნომრით ეს ფუნქციონალი კვლავაც აქტიურია - თუ გაქვთ ინფორმაცია თრექინგზე, აირჩევთ თრექინგით ძებნას, საძიებო ველში მიუთითებთ გზავნილის კოდს და სისტემა მოგაწვდით თქვენს ამანათზე ინფორმაციას.


განახლებული საძიებო სისტემის საშუალებით ონვეის პლატფორმაზე  ამანათის ძიება გაცილებით მარტივი და მოქნილი გახდა.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მეთოდი - იქნება ეს შეკვეთის ნომერი, მიმღების ტელეფონის ნომერი თუ უკვე ნაცნობი თრექინგის კოდი.


ლინკის დაკოპირება