როგორ ვაგვარებთ მრავალნივთიანი გზავნილების პრობლემას - ,,ონვეის” ახალი QR სისტემა

29 აპრილი, 2026
როგორ ვაგვარებთ მრავალნივთიანი გზავნილების პრობლემას - ,,ონვეის” ახალი QR სისტემა

ელექტრონული კომერცია იცვლება, თანაც საკმაოდ სწრაფად. თუ ადრე მომხმარებლების უმეტესობა ერთ ამანათს იწერდა, დღეს უკვე სრულიად ჩვეულებრივია, რომ ერთ შეკვეთაში რამდენიმე პროდუქტი ერთიანდებოდეს. ეს ცვლილება პირდაპირ აისახა ლოგისტიკაზეც.

,,ონვეიში” შევნიშნეთ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - როცა გზავნილი რამდენიმე ყუთისგან შედგებოდა, ერთი და იგივე QR კოდი ხშირად არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ყველა ნაწილი ერთად, სწორად და სრულად მისულიყო ადრესატამდე. შედეგად, ზოგჯერ ამანათები მიდიოდა დაუჯგუფებლად, ხანდახან კი დაგვინებით ან სულაც იკარგებოდა.

რა შევცვალეთ?

აქამდე მრავალნივთიან გზავნილებს ერთი QR კოდი ეკვროდა, ახლა თითოეულ ყუთს აქვს თავისი უნიკალური ლეიბლი. თუ გზავნილი შედგება, მაგალითად, 5 ყუთისგან, სისტემა ავტომატურად აგენერირებს 5 განსხვავებულ QR კოდს. ყველა მათგანი დაკავშირებულია ერთ თრექინგთან, მაგრამ პროგრამულად უკვე ცალკე ერთეულებად კონტროლდება.

ამ ცვლილების მთავარი ძალა ისაა, რომ პროცესში შემთხვევითობის ადგილი თითქმის აღარ რჩება. გზავნილი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მისი ყველა ნაწილი არ არის დაფიქსირებული. საწყობში მიღება, ფილიალებს შორის მოძრაობა, კურიერისთვის გაცემა - თითოეული ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, რომ ყველა QR კოდი დასკანერებული იყოს. თუ რომელიმე ნაწილი პროცესს გამოაკლდა, სისტემა უბრალოდ აჩერებს მოძრაობას. შედეგად, ის სცენარები, როცა შეკვეთა ,,ნაწილებად იშლებოდა” ან არასრულად მიდიოდა ადრესატთან, პრაქტიკულად ქრება.

ეს არის ცვლილება, რომელიც პირდაპირ პასუხობს ბაზრის ახალ ქცევას. რაც უფრო იზრდება მრავალნივთიანი შეკვეთები, მით უფრო კრიტიკული ხდება თითოეული ნაწილის ზუსტი კონტროლი. ერთი კოდი უკვე აღარ არის საკმარისი, საჭირო ხდება დეტალებში ჩასვლა, და სწორედ ეს გააკეთა ,,ონვეიმ”.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს გამომგზავნსაც. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად პრობლემას ორი რამ ქმნის - არასწორად მითითებული რაოდენობა და დაუსტიკერებელი ამანათები. როცა სისტემაში ერთი ერთეულია დაფიქსირებული, მაგრამ რეალურად გზავნილი რამდენიმე ყუთისგან შედგება, დანარჩენი ნაწილები უბრალოდ “უხილავი” ხდება სისტემისთვის. იგივე ხდება მაშინაც, როცა ყუთს საერთოდ არ აქვს ლეიბლი. ასეთ შემთხვევაში მისი იდენტიფიცირება და კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია. ახალი სისტემა უფრო ზუსტია - ის მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ინფორმაცია თავიდანვე სწორად არის მიწოდებული და თითოეული ყუთი სათანადოდ არის მონიშნული.

საბოლოოდ, ეს ცვლილება ერთ მიზანს ემსახურება, რომ გზავნილი ადრესატამდე მივიდეს სრულად, სწრაფად და თავდაპირველი სახით. ნაკლები გაურკვევლობა პროცესში, ნაკლები ოპერაციული რისკი და უფრო პროგნოზირებადი შედეგი როგორც ბიზნესისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის.

,,ონვეისთვის” ეს უბრალოდ ტექნიკური განახლება არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბაზარზე სტანდარტების დაწესებას და ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს უფრო ზუსტი, გამართული და პროგნოზირებადი ლოგისტიკისკენ.


მსგავსი სიახლეები