,,ონვეი” eCommerce Networking Event-ზე
29 მაისი, 2026
2026 წლის 14 მაისს, ,,იქომერს ასოციაცია-საქართველოს” მიერ ორგანიზებულ eCommerce Networking Event-ში OnWay-მაც მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებამ ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი, სადაც განხილვის მთავარი თემა სექტორის განვითარება, ინოვაციები და სამომავლო შესაძლებლობები იყო.
ღონისძიების ფარგლებში საკუთარი ხედვები და გამოცდილება წარადგინეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებმა. შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი დაეთმო OnWay-ის პრეზენტაციას, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ გოგოლაშვილმა, ისაუბრა მიწოდების სისტემების ევოლუციაზე, მომხმარებელთა მზარდ მოლოდინებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც თანამედროვე ლოგისტიკური სექტორი დგას.
პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ განახლებებსა და სერვისებზე, რომლებზეც კომპანია აქტიურად მუშაობს. საუბარი შეეხო მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწას, მიწოდების პროცესების ოპტიმიზაციასა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, რომელსაც OnWay უახლოეს პერიოდში ქართულ ბაზარს შესთავაზებს.
ღონისძიების შემდეგ გაიმართა ინტერაქციული დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ელექტრონული კომერციის სფეროს მთავარ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრა არაფორმალური ნეთვორქინგით დასრულდა, რამაც კომპანიებს ახალი პროფესიული ურთიერთობებისა და სამომავლო კოლაბორაციების შესაძლებლობა მისცა.
2026 წლის მაისის Networking Event-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული eCommerce ბაზარი სწრაფად ვითარდება და სექტორის გაძლიერებაში კოლაბორაციასა და გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!