სანდო პარტნიორი - ბუქსეილი
02 ივნისი, 2021არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოება იმაზე კამათობდა, კიდევ რამდენი ხანი იარსებებდა წიგნები ჩვენს ცხოვრებაში. ბევრის აზრით, მას ონლაინ სამყარო ჩაანაცვლებდა და გააქრობდა, მაგრამ ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ ციფრულ სამყაროში წიგნებს კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს.
ეს კომპანია კი შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი” გახლავთ, რომელიც 2013 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ავრცელებს სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებს, თუმცა კომპანია თქვენთვის უფრო ნაცნობი booksale.ge-ს სახელით იქნება.
წიგნების ციფრულ სივრცეში გადატანისა და ონლაინ გაყიდვის იდეა 2017 წლიდან იღებს სათავეს და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ booksale.ge საქართველოში წიგნების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიად ჩამოყალიბდა, სადაც ნებისმიერი გემოვნებისა თუ ასაკის მკითხველი აღმოაჩენს სასურველ ლიტერატურას.
მსგავს წარმატება მარტივად მისაღწევი არ იყო. მას წინ უძღვოდა სწორ მომენტში მიღებული სწორი გადაწყვეტილება, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რისკიანობა და, რაც მთავარია, რწმენა.
დღეს, როდესაც კომპანიაში განვლილ გზას უფიქრდებიან ყველაზე მნიშვნელოვან გადალახულ სირთულედ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას მიიჩნევენ: „მაშინაც კი, როდესაც ონლაინ კომერცია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ფართო მასები მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ნდობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კარგი საკურიერო სერვისია, რომელიც დროულად მიაწვდის მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას.“ ონვეიც სწორედ ასეთი ერთგული პარტნიორი აღმოჩნდა booksale.ge-სათვის: პროფესიონალი, გამოცდილი კომპანია, რომლის იმედიც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გქონდეს.
და Booksale.ge-ც სწორედ ამას ურჩევს ახალბედა თუ დამწყებ კომპანიებს: შემოიკრიბონ ერთგული მეგობრები, შექმნან პროდუქტის მიწოდების გამართული ჯაჭვი და იზრუნონ მომხმარებლების კომფორტსა და ბედნიერებაზე.
კომპანიაში სჯერათ, რომ ბიზნესის მომავალი ციფრულ სამყაროშია და ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება რამდენიმე წელში. და იმისათვის, რომ ამ პერიოდში სწორედ თქვენი კომპანია აღმოჩნდეს ლიდერთა რიგებში დღესვე უნდა დაიწყოთ მოქმედება, მოუსმინოთ თქვენს მომხმარებლებს, შესთავაზოთ სასურველი მომსახურება და მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ზოგიერთს შეიძლება არარეალურადაც კი ეჩვენებოდეს.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!