ონვეის ახალი სტიკერ-კამპანია
13 აგვისტო, 2020კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანების გადაადგილება სრულად შეიზღუდა, კიდევ უფრო გამოიკვეთა საკურიერო კომპანიების როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ონვეის კურიერებმა ხან ბიზნეს შუამავლის როლი შეითავსეს და აქტიური დახმარება გაუწიეს ელექტრონულ ბიზნესს, ხან სახლში გამოკეტილ ადამიანებს დახმარნენ პროდუქტისა და მედიკამენტების მომარაგებაში, კილომეტრებით დაშორებულ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა თუ მეგობრებს საშუალება მისცეს ერთმანეთისათვის სიყვარული გულთბილი გზავნილებით გაეზიარებინათ.
შესაბამისად, ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად დაინახეს საკურიერო სერვისის საჭიროება, ჩვენ კი ჩვენი მხრივ გადავწყვიტეთ მეტი ვისაუბროთ კურიერებზე - ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე რთულ პირობებშიც კი საზოგადოების სამსახურში დგანან, ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებული საჭიროებებისა თუ ინტერესების ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს მათი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვაში. ბუნებრივია, ონვეისთვის საუბრის ყველაზე საყვარელი და მოსახერხებელი პლატფორმა გზავნილებია, რომელიც ახალმა სტიკერებმა დაამშვენა.
დიახ, სტიკერების კამპანია არც წელს დაგვივიწყებია და ამ ზაფხულს ამანათებთან ერთად ერთი მარტივი და გულწრფელი მესიჯის გავრცელება დავისახეთ მიზნად. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა გაჩვენოთ, რა მარტივია მეორე ადამიანთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება თუ სითბოსა და ყურადღების გაზიარება ონვეისთან ერთად.
მნიშვნელობა არ აქვს გზის მეორე ბოლოში ვინ ელოდება შენს გზავნილს - მშობლები, შვილები, ბებია-ბაბუები, საყვარელი ადამიანები თუ უბრალო ნაცნობები - ან თუნდაც საქართველოს რომელ წერტილში სრულდება ეს გზა, ჩვენი კურიერები ყოველთვის შეძლებენ შენი სურვილები და ემოციები ადრესატთან უსწრაფესად გააჩინონ და აჩვენონ, თუ რამხელა ძალა აქვს გულით გაკეთებულ მცირე საჩუქარსაც კი.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!