გააზიარე

როგორ მუშაობს ელექტრონული კომერცია

ელექტრონული კომერციის შინაარსსა და დადებით მხარეებზე ჩვენს წინა ბლოგებში მოგიყევით, ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ იმ გზას, რომელსაც პროდუქტი შეძენიდან მისამართზე მიტანამდე გადის.

მიმწოდებლის როლი ელექტრონულ კომერციაში

ელექტრონული კომერციის ბირთვი არის პროდუქტი. შერჩევა-შესყიდვით დაწყებული, ჩაბარებით დამთავრებული, ყველა და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს და მომხმარებლამდე მის ხარისხიანად და სწრაფად მისვლას ემსახურება.

ნივთის წარმოება და დისტრიბუცია მიწოდების ჯაჭვის აუცილებელი რგოლია. ზოგიერთი მომწოდებელი პროდუქციის წარმოების მთელ პროცესს თავად ახორციელებს, მაგალითად, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები; ზოგი კი პროდუქციის წარმოებას სპეციალიზებულ კომპანიებს ანდობს, მაგალითად, ტანსაცმლის ბრენდები. ამ ორს წარმოების შემდეგი ეტაპიც განსხვავებული აქვთ - ის, ვინც მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს, მარაგებს თავად ინახავს, ხოლო დიდი მწარმოებლები თანამშრომლობენ სხვა კომპანიებთან, რომლებიც მათი უამრავი ნივთის დასაწყობებასა და მარაგების მართვას უზრუნველყოფენ. სწორედ ასეთი თანამშრომლობის წყალობით ვითარდება ყოველდღიურად სასაწყობე სერვისები.

საწყობის მნიშვნელობა

საწყობი ელექტრონული კომერციის კრიტიკული კომპონენტია. სწორედ აქ ინახავენ პროდუქტებს უსაფრთხოდ და აღრიცხავენ მარაგებს. კარგად ორგანიზებული საწყობი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარაგების ეფექტური მართვისა და შეკვეთის სწრაფი შესრულებისთვის. როცა საქმე დიდი რაოდენობის პროდუქციის აღრიცხვას ეხება, საქმეში ერთვება სპეციალურად ამ პროცესებისთვის შექმნილი პროგრამები. საქართველოში ასეთი პროგრამები ჯერ კიდევ ახალი ხილია, ამიტომ ამ სერვისის მოხმარების ტენდენცია საკმაოდ მზარდია და, ალბათ, ახლო მომავალში სრულად დაფარავს ბაზარს. გამართული და სწრაფი მუშაობისთვის აუცილებელია საწყობები აღიჭურვოს ტექნოლოგიურად და სრულად გადაეწყოს მარაგების ციფრულ აღრიცხვაზე.

მარაგის მენეჯმენტი არის საწყობის ძირითადი ფუნქცია, რომელიც მოიცავს საქონლის რაოდენობის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში მის განახლებას, შევსებას და შეკვეთის დაუყოვნებლივ გაგზავნას. ასევე მნიშვნელოვანია საქონლის ეფექტური შეფუთვა, ეტიკეტირება და ზოგჯერ სარეკლამო მასალების დამატებაც. მაგალითად, მსხვრევადი ნივთები აუცილებლად უნდა შეიფუთოს ცალ-ცალკე ქაღალდში ან ბუშტებიან ცელოფანში, ხოლო ყუთზე უნდა იყოს მითითებული, რომ შიგთავსი მსხვრევადია.

ონლაინ მაღაზია და შეკვეთების დამუშავება

ონლაინ მაღაზია არის ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებლები ყიდულობენ სასურველ პროდუქციას. აუცილებელია კარგად შემუშავებული ვებსაიტი, რომელიც აღჭურვილია მოსახერხებელი ინტერფეისით, პროდუქტის დეტალური აღწერილობით, მაღალი ხარისხის სურათებითა და მომხმარებელთა შეფასებებით. ვებსაიტი ასევე უნდა შეიცავდეს უსაფრთხო გადახდის სისტემას, რადგან დაშიფრული ტრანზაქციები გადამწყვეტია მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დასაცავად და ნდობის გასაძლიერებლად.

საქართველოში ონლაინ მაღაზიებისთვის საიტებს ინდივიდუალური შეკვეთით ამზადებინებენ პროგრამისტებს, ან უფრო მარტივ ხერხს მიმართავენ და იყენებენ უკვე მზა ძრავებს, როგორებიცაა shopify, WooCommerce ან Storera (იგივე B2C.ge), სადაც ონვეის თავისი ფლაგინები აქვს განთავსებული თქვენთვის პროცესების გასამარტივებლად. ამაზე წინა ბლოგში ვრცლად მოგიყევით. არსებობს ონლაინ გაყიდვების კიდევ უფრო მარტივი გზა - თქვენი პროდუქციის ე.წ. მარკეტფლეისებზე განთავსება, მაგალითად, მაი მარკეტზე, ვენდუზე და ა.შ. ამ საიტებზე უკვე ყველაფერი მზადაა, საკმარისია მხოლოდ თქვენი პროფილი შექმნათ და ჩათვალეთ, რომ ონლაინ ბაზრობაზე თქვენი პატარა სავაჭრო სივრცე გაქვთ. 

საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობა

შეკვეთის განთავსებისა და დამუშავების შემდეგ ხდება მიწოდება. საკურიერო კომპანიასთან პარტნიორობა აუცილებელია, რათა ადვილად მოიცვათ ფართო მასშტაბები. პატარა ონლაინ მაღაზიები, რომლებიც თავიანთი რესურსით აწვდიან მომხმარებელს ნივთს, ერთი ქალაქის მასშტაბით, ასე თუ ისე ართმევენ თავს პროცესებს, მაგრამ როცა საქმე მთელ ქვეყანაში მიწოდებას ეხება, საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობა ყველაფერს ამარტივებს.

მოდი, კონკრეტული შემთხვევა onway.ge-ს მაგალითზე განვიხილოთ. გზავნილის დარეგისტრირების შემდეგ შენი ამანათი ლოგისტიკის გუნდთან ხვდება. მიღებული ამანათები თავს იყრის ონვეის ცენტრალურ საწყობში, სადაც ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი გზავნილი მუშავდება და ნაწილდება 10 ფილიალში. მეორე დღიდან გზავნილები საქართველოს ყველა კუთხეში ბარდება. მათი მდებარეობისა და სტატუსის გადამოწმება კი ონვეის ციფრულ პლატფორმაზე რეალურ დროში შეგიძლია თრექინგის ნომრით. ძიების ველში ჩაწერ კოდს და სისტემა გაჩვენებს სადაა შენი გზავნილი და დაახლოებით როდის მივა საბოლოო ლოკაციამდე.

პროდუქციის “მოგზაურობა” შეძენიდან მიწოდებამდე ელექტრონული კომერციის სამყაროში რთული და კარგად კოორდინირებული პროცესია. თითოეული ეტაპი, დამზადებიდან საბოლოო მიწოდებამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაში. ელექტრონული კომერცია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესის ერთობლიობაა და სწორედ მათი იდეალურად შესრულებაა ამ ბიზნესში წარმატების საიდუმლო.


მიწოდების კალკულატორი