ჩვენ შესახებ
სიახლეები
5 მთავარი ტრენდი ბერლინის ექსპოდან, რომლებიც ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა უნდა იცოდნენ
5 მთავარი ტრენდი ბერლინის ექსპოდან, რომლებიც ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა უნდა იცოდნენ
19 თებერვალი, 2026
17-18 თებერვალს ბერლინში გაიმართა E-commerce Berlin Expo, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპაში, სადაც ელ. კომერციის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების მომავალი ყალიბდება. ეს არ არის მხოლოდ გამოფენა, სადაც კომპანიები თავიანთ პროდუქტებს აჩვენებენ, ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ონლაინ მაღაზიები, ლოგისტიკური პროვაიდერები, ტექნოლოგიური კომპანიები და ინოვატორები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორ იმუშავებს ონლაინ ვაჭრობა მომდევნო წლებში.
აქ წარმოდგენილი თითოეული სტენდი, სისტემა და გადაწყვეტილება ერთი საერთო მიზნისკენ არის მიმართული - ვაქციოთ ონლაინ გაყიდვების პროცესი უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი.
სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ბერლინში ,,ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ გოგოლაშვილი. მისი მთავარი მიზანი იყო ევროპული ლოგისტიკის უახლესი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა, ახალი პარტნიორული კავშირების შექმნა და იმ გამოცდილების ჩამოტანა საქართველოში, რომელიც ქართულ ონლაინ მაღაზიებს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბერლინში ნათლად ჩანს, რომ ელ. კომერცია აღარ არის მხოლოდ ,,ვებსაიტი და კურიერი”, ეს არის სრულყოფილი ეკოსისტემა, სადაც ტექნოლოგია, ლოგისტიკა და მომხმარებლის გამოცდილება ერთმანეთთან სრულ სინქრონში მუშაობს.
გაგაცნობთ 5 მთავარ ტრენდს, რომლებიც ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.
1. 3PL და ფულფილმენტი - როცა ლოგისტიკა ხდება პარტნიორობა
ევროპაში სულ უფრო ნაკლები ონლაინ მაღაზია მართავს საკუთარ საწყობს დამოუკიდებლად. ამის ნაცვლად, ისინი თანამშრომლობენ 3PL (Third-party Logistics) პროვაიდერებთან, რომლებიც მთლიანად იღებენ ლოგისტიკურ პროცესს საკუთარ თავზე პროდუქტის დასაწყობებიდან და შეკვეთის დამუშავებიდან დაწყებული, შეფუთვითა და საბოლოო მიწოდებით დასრულებული. ეს ბიზნესს აძლევს საშუალებას, ფოკუსირდეს იმაზე, რაც რეალურად ზრდის მას - გაყიდვებზე, მარკეტინგსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე, მაშინ როცა ლოგისტიკა პროფესიონალ პარტნიორს აბარია.
,,ონვეიში” ეს მიმართულება უკვე განვითარების პროცესშია. ევროპული გამოცდილების გაზიარებით ჩვენ ვიწყებთ სრულფასოვანი 3PL სერვისის განვითარებას, რაც ქართულ ონლაინ მაღაზიებს მისცემს შესაძლებლობას, იმავე სტანდარტით იმუშაონ, როგორც ევროპაში მომუშავე ბრენდები.
2. შეფუთვა - პროდუქტის დაცვის პირველი ნაბიჯი
ბერლინში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვის ხარისხს. აქ შეფუთვა აღარ არის მხოლოდ ვიზუალური ან მარკეტინგული ელემენტი, მისი მთავარი ფუნქცია პროდუქტის უსაფრთხოდ დაცვაა.
,,ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტა, რაც ექსპოზე ვნახეთ, არის sogenannte retention packaging - სპეციალური დამცავი ფირები და სისტემები, რომლებიც პროდუქტს ყუთის შიგნით აფიქსირებს და ტრანსპორტირებისას მის მოძრაობას გამორიცხავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვრევადი ან მაღალი ღირებულების ნივთებისთვის. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ მსგავსი მაღალი სტანდარტის დამცავი შეფუთვები ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოში.” - თამარ გოგოლაშვილი.

3. ERP, PIM და სისტემები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებს
თუ ადრე შეკვეთების მართვა ხშირად ხელით ხდებოდა, დღეს ევროპაში ეს სრულად ავტომატიზებულია. ERP და PIM სისტემები ონლაინ მაღაზიებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მართონ მარაგები, შეკვეთები და პროდუქტის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, სად ხდება გაყიდვა საკუთარ საიტზე, მარკეტფლეისზე თუ სოციალურ ქსელში. ეს ნიშნავს ნაკლებ შეცდომას, სწრაფ დამუშავებასა და უფრო ეფექტიან ოპერირებას.
,,ონვეის” ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა მზად არის ასეთ სისტემებთან ინტეგრაციისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, შეკვეთები ავტომატურად აისახოს ჩვენს სისტემაში და მიწოდების პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს.
4. პერსონალიზაცია და AI - მომხმარებლის გამოცდილების ახალი სტანდარტი
ევროპაში ელ. კომერცია უკვე დიდი ხანია გასცდა სტანდარტულ შეთავაზებებს. აქ კომპანიები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემებზე დაფუძნებულ სისტემებს, რათა თითოეულ მომხმარებელს შესთავაზონ მის ინტერესებზე მორგებული გამოცდილება. ეს ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას, აძლიერებს ნდობას და მნიშვნელოვნად ზრდის განმეორებითი შესყიდვების რაოდენობას.
ეს არის მიმართულება, რომელსაც ქართული ბაზარიც აქტიურად მიჰყვება და ლოგისტიკის სისწრაფე და საიმედოობა ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.
5. დაბრუნების მარტივი პროცესი - ნდობის საფუძველი
ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მესიჯი იყო, რომ დაბრუნების მარტივი პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე. როცა მომხმარებელმა იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება მარტივად შეუძლია, ის უფრო თამამად იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას. ევროპაში დაბრუნების პროცესი ისეთივე მარტივია, როგორც თავად შეკვეთა და სწორედ ეს ქმნის ნდობას ონლაინ ვაჭრობის მიმართ.
,,ონვეის” მიზანია, დაბრუნების პროცესი საქართველოშიც გახდეს მარტივი, გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული, რათა ონლაინ ვაჭრობა კიდევ უფრო კომფორტული იყოს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის.

ბერლინის ექსპო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ელ. კომერცია არის ტექნოლოგიების, პროცესებისა და პარტნიორობის ერთიანი სისტემა. წარმატებული ბიზნესი აღარ იზომება მხოლოდ გაყიდვების რაოდენობით, ის იზომება იმით, რამდენად სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად აღწევს პროდუქტი მომხმარებლამდე.
,,ონვეი” დაბრუნდა საქართველოში ახალი გამოცდილებით, ახალი პარტნიორული კავშირებითა და კონკრეტული ნაბიჯებით, რათა ქართულ ონლაინ მაღაზიებს შევთავაზოთ იმავე დონის ლოგისტიკური სერვისი, რაც დღეს ევროპაში სტანდარტად ითვლება.
ჩვენი მიზანი უცვლელია - ვიყოთ არა მხოლოდ მიწოდების სერვისი, არამედ ის პარტნიორი, რომელიც თქვენს ბიზნესს ზრდაში ეხმარება.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!