ზაფხულის ამბავი ონვეის თვალით
02 სექტემბერი, 2025
ყველაზე გაყიდვადი ნივთები
ზაფხული რომ მოდის, ყველანი, თითქოს, ერთნაირად ვფიქრობთ, როგორ გადავურჩეთ სიცხეს და თან კარგად გავერთოთ. ზოგი ქალაქს ტოვებს და ზღვაზე გარბის, ზოგი აგარაკზე იკარგება. კიდევ ერთი განსაკუთრებული „გზა“ არსებობს ზაფხულთან გამკლავების - გზავნილი. დიახ, ზუსტად ასე - ნამდვილ საზაფხულო განწყობას ონვეის ამანათები ქმნის.
ცოტა ხნის წინ გადავხედეთ, რა გადაგვაქვს ზაფხულში ყველაზე ხშირად და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მანქანები საქართველოს ყველა წერტილში ნამდვილ პატარ-პატარა ამბებს “დაატარებენ”. აი, ამ ნივთების სიაც:
აუზები - ზაფხულის გმირები
წარმოიდგინე, რომ გარეთ +35° გრადუსია. ალბათ, წარმოდგენაც არ დაგჭირდება, თუ ახლავე ფანჯარაში გაიხედავ. ქუჩაში გასვლაც კი არ გინდა, მზე პირდაპირ თვალებში განათებს… და უცებ, კარზე ზარია, თქვენი ამანათი მოვიდა. აუზი - დიდი თუ პატარა, გასაბერი თუ ჩასაშენებელი - ეს იყო ზაფხულის ნომერ პირველი „მხსნელი“. ეზოებში წყლის ჭყაპუნი სულ უფრო ხშირად ისმის და ბავშვების სიცილის ხმა სოფლებსა თუ აგარაკებს ამხიარულებს.
ბაღის ავეჯი და გასაშლელი მაგიდა/სკამები
ზაფხულში ბაღები ნამდვილ პატარა სასტუმრო ოთახებად იქცა. ჩვენს კურიერებს ისე ხშირად დაჰქონდათ მაგიდები, სკამები და სხვადასხვა გარე ავეჯი, თითქოს, ყველამ ერთდროულად გადაწყვიტა ღია ცის ქვეშ ცხოვრება. დილაობით ყავა ბაღში, საღამოობით კი ცივი საზამთრო, მწვადი და ბევრი სიცილი, ზუსტად ისეთი სცენაა, რომლებსაც ზაფხულის სურნელი ახლავს. ონვეის მანქანებიდან გადმოტანილი ავეჯი თითქმის იქვე იწყებდა თავსი ახალ ცხოვრებას.
კონდინციონერები და ვინტილატორები
რა თქმა უნდა, ყველა ვერ ახერხებს ეზოში აუზის გაშლას. ამ დროს ასპარეზზე სხვა ტიპის “მაშველები” გამოდიან - კონდინციონერები და ვინტილატორები. ბევრისთვის ისინი ნამდვილ მაშველებად იქცნენ, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა მზის ჩასვლამდე ოთახსა თუ ოფისში ყოფნა შეუძლებელი იყო.
თუმცა აქ ერთი პატარა რჩევაც უნდა მოგცეთ. კონდინციონერები და ვინტილატორები ჰაერს აშრობს, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებისთვის შეიძლება არასასიამოვნო აღმოჩნდეს. ასე რომ, თუ ახალი მოწყობილობის ყიდვას ფიქრობ, სასურველია ისეთი აირჩიო, რომელსაც ჰაერის დამატენიანების ფუნქცია აქვს. ან, კიდევ უფრო მარტივად, სახლში დამატებით პატარა ჰაერის დამატენიანებელი დადგი, ასე ოთახი არა მხოლოდ გრილი, არამედ კომფორტული და სასიამოვნოც გახდება.
ჰამაკები და შეზლონგები
ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სცენა, ალბათ, ფერად ჰამაკებსა და შეზლონგებზე წამოწოლილი დასვენებული ადამიანები არიან. ბაღში ორი ხის ჩრდილში ჩამოკიდებული ჰამაკი ხშირად ნამდვილ პატარა „კურორტად“ იქცევა ხოლმე. წიგნი, ყავა ან უბრალოდ ძილი, თითოეული მათგანი ზაფხულის სიმშვიდის სიმბოლოა. შეზლონგები კი ისე სწრაფად იკავებდნენ ადგილს ეზოებში, თითქოს, ყველას სურდა საკუთარი პატარა პლაჟი ჰქონოდა სახლიდან გასვლის გარეშე.
ველოსიპედები და საბავშვო სკუტერები
თუ ჰამაკები და შეზლონგები დასვენებისთვის იყო, ველოსიპედები და სკუტერები ზაფხულის ენერგიის ხარჯვის მთავარ წყაროდ იქცა. ბავშვები უბნებს აჟრიამულებდნენ სკუტერებით, ხოლო უფროსები ველოსიპედებით ახალი მარშრუტების ძიებაში იყვნენ. დილაობით პარკებში სიგრილე, საღამოობით კი ქუჩებში მხიარული ხმაური - ზაფხული პატარა სპორტულ დღესასწაულად გადაიქცა.
ალბათ, ჩამოთვლილი ნივთებიდან ზოგიერთი შენც გეცნო. შეიძლება, ჩვენი რომელიმე კურიერის გაცნობაც კი მოასწარი. ზაფხული უცნაურად სწრაფად გაიქცა, მაგრამ, იმედია, სასიამოვნო მოგონებები დააგროვე. ჩვენ კი გვიხარია, თუ ამ მოგონებების შენამდე მოტანა მოვახერხეთ. წინ კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული შემოდგომა გველის. მზად ვართ, ახალ-ახალი ამანათები მთელი საქართველოს მასშტაბით პირდაპირ კართან მოგიტანოთ.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!