როგორ ემზადებიან ონლაინ მაღაზიები შავი პარასკევისთვის საქართველოში?
26 ნოემბერი, 2025
ნოემბრის ბოლო კვირა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია განსაკუთრებულად მღელვარეა. შოპინგის სეზონის დაწყება ქუჩებშიც და ინტერნეტშიც იგრძნობა. შავი პარასკევი მომხმარებლებისთვის წინასწარ შედგენილი სიებით საყვარელი მაღაზიების რიგში დგომას, ხოლო მაღაზიებისთვის სრულ მობილიზაციას ნიშნავს. მარაგების გადახედვა, ვებგვერდის გამართულად მუშაობა და საკურიერო სერვისის მზადყოფნა აუცილებელი ფაქტორების მცირე ჩამონათვალია.
შარშან უამრავი რჩევა მოგეცით იმაზე, თუ როგორ “გადარჩენოდით” შავი პარასკევის ციებ-ცხელებას, წელს მაღაზიების პერსპექტივით დაგანახებთ ამ დღეს და მოგიყვებით, როგორ ემზადებიან ჩვენი პარტნიორები დავტირთული დღეებისთვის.
,,ორიფლეიმის” მომხმარებელთა მომსახურების, LMD/SPO კოორდინატორი, გლორია ჩოტულიდი.
როდის და როგორ იწყებთ შავი პარასკევისთვის მზადებას?
,,წელს მზადებას 23 ნოემბრიდან ვიწყებთ. ეს მოიცავს სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვას, მარაგების გადამოწმებასა და შიდა პროცესების გამკაცრებას, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოვემსახუროთ მომხმარებლებს.”
რა სტრატეგიას იყენებთ ფასდაკლებების და პროდუქტის გამორჩეულად წარმოჩენის მიმართულებით?
,,ჩვენი მთავარი სტრატეგია მასშტაბური შეთავაზებებია, კონკრეტულად კი, თითქმის ყველა პროდუქტზე 50%-იან ფასდაკლებას ვაკეთებთ, რაც მომხმარებლებისთვის ყველაზე მაცდურ პერიოდად აქცევს შავი პარასკევის კვირას.”
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ დღეებში?
,,ყველაზე დიდი გამოწვევა არის მომხმარებელთა სწრაფი და დროული მომსახურება. შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ამიტომ უპირველესი ამოცანაა, რომ მყიდველებმა თავიანთი პროდუქცია დროულად და უპრობლემოდ მიიღონ.”
რა მნიშვნელობას ანიჭებთ საკურიერო პარტნიორის ეფექტურ მუშაობას და როგორია თქვენი გამოცდილება ,,ონვეისთან”?
,,ონვეისთან” თანამშრომლობით სრულად კმაყოფილები ვართ. ისინი ეფექტურად უძღვებიან შეკვეთების გადაცემა-დარიგების პროცესს. ერთადერთი სურვილი, რომელსაც გამოვყოფდით, არის პიკის დღეებში დამატებითი რეისების გაშვება, რაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შექმნიდა ორივე მხარისთვის.”
გადახედეთ ,,ორიფლეიმის” ფასდაკლებებს.

“ისურვეს” სერვისის უზრუნველყოფის მენეჯერი, თათია სვანიძე.
როგორია თქვენი შიდა ორგანიზება შავ პარასკევამდე - გუნდის განაწილება, მარაგების მართვა და ლოგისტიკა?
,,ჩვენი გუნდი იყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ლოგისტიკის ჯგუფებად. შავი პარასკევის წინ ტარდება ინვენტარიზაცია და ვზრდით მოთხოვნადი პროდუქტის რაოდენობას. მიწოდებას ვახორციელებთ ,,ონვეის” საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით.”
რა ტენდენციებს ამჩნევთ მომხმარებელთა ქცევაში ფასდაკლებების პერიოდში?
,,ფასდაკლებების პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხარებლები უფრო აქტიურად ადარებენ ფასებს, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს პოპულარულ პროდუქტებზე და ხშირად ყიდულობენ წინასწარ შერჩეულ ნივთებს.”
როგორ უზრუნველყოფთ, რომ შეკვეთები დროულად და ზუსტად მიეწოდოს კლიენტებს?
,,შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს ნივთი იგზავნება ,,ონვეის” საკურიერო კომპანიაში. მომხარებელს ნივთის მიწოდების ვადებს ,,ონვეის” გრაფიკის მიხედვით ვუთანხმებთ. შეკვეთის დროულად მიწოდება შემდეგ საკურიეროზეა დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ ოპერატიულად მუშაობს.”
როგორ შეაფასებთ ,,ონვეის” მხარდაჭერას და თანამშრომლობას ასეთ დატვირთულ დღეებში?
,,ონვეისთან” მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთგაგება. ფასდაკლებებისა და დღესასწაულების პერიოდში, როცა დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება, მათი ორგანიზებულობა და დროული რეაგირება გვეხმარება სტაბილური სერვისის შენარჩუნებაში.”
მოძებნეთ სასურველი ნივთები ,,ისურვეს” საიტზე.

“ეივონი”, მარიამ ჯინჭარაძე.
როგორ იწყება ,,ეივონში” შავი პარასკევის დაგეგმარება და რა ეტაპებს მოიცავს?
,,შავი პარასკევისთვის მზადებას ოქტომბრიდან ვიწყებთ. პროცესი მოიცავს შეთავაზებების სტრატეგიულ დაგეგმვას, აქციების განაწილებასა და მოთხოვნადი პროდუქციის წინასწარ შერჩევას. ნოემბერში ჩვენი ბროშურისა და ვებგვერდის საშუალებით ვთავაზობთ მომხმარებლებს ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს შავი პარასკევის ფასებით. გარდა ამისა, კვირის ყოველი პარასკევი გამორჩეულია ლიმიტირებული დროის აქციებით, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც მომხმარებლებში, ისე ჩვენს წარმომადგენლებში.”
როგორია თქვენი კომუნიკაცია და მარკეტინგული აქტივობები ამ პერიოდში?
,,ამ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი არხი ხდება სოციალური ქსელები. აქ აქტიურად ვავრცელებთ ყველა შეთავაზებას, ცვლილებასა და ექსკლუზიურ ფასდაკლებას. მუდმივი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას, მომხმარებლებმა დროულად გაიგონ საუკეთესო შეთავაზებების შესახებ.”
რა მიგაჩნიათ შავი პარასკევის ყველაზე მნიშვნელოვან სირთულედ?
,,გამოწვევად რჩება სწრაფი და მკაფიო კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ისე ჩვენს წარმომადგენლებთან. შემოთავაზებები ძალიან დინამიკურად იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს რა, როდის და როგორ ხდება.”
როგორ აფასებთ ,,ონვეის” როლს თქვენი შეკვეთების დროულად მიწოდებაში?
,,ონვეი” აქტიურადაა ჩართული ყველა შეკვეთის დროულ და მოწესრიგებულ დარიგებაში, განსაკუთრებით ასეთ დატვირთულ დღეებში. მათი ოპერატიულობა და პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს პროცესებს, რის გამოც მადლიერებას გამოვხატავთ.”
გაეცანით ,,ეივონის” ფასდაკლებებს.
შავი პარასკევის პერიოდში ,,ონვეი” ბიზნესების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია. სწორედ ამ დღეებში განსაკუთრებულად ჩანს ის, რაც ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია - ქაოსის შეუმჩნევლად მართვა. სწრაფი ინტეგრაციები, ავტომატიზებული შეკვეთები, რეალურ დროში თრექინგი და მხარდაჭერის ფუნქციონალი მაღაზიებს აძლევს საშუალებას, რომ ენერგია გაყიდვებისკენ მიმართონ, დანარჩენზე კი ,,ონვეი” იზრუნებს.
- შავ პარასკევს წარმატებული შოპინგი იწყება მომზადებით.
- ჩამოწერეთ ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ;
- წინასწარ შეამოწმეთ საიტები და ტრანსპორტირების პირობები;
- მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და გააკეთეთ შედარებები.
ასე არა მხოლოდ დრო და თანხა დაგეზოგებათ, არამედ მშვიდად მიიღებთ თქვენს ამანათებს.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!