როგორ შევარჩიოთ სწორად ლოგისტიკური პარტნიორი?
04 მარტი, 2026
5 კრიტერიუმი, რომელიც თქვენს ბიზნესს ზრდაში დაეხმარება
ლოგისტიკური პარტნიორის შერჩევა ხშირად ერთ კრიტერიუმამდე, ტარიფებამდე, დადის ხოლმე. „ვინ გადაზიდავს უფრო იაფად?“ ეს კითხვა თითქმის ყველა ბიზნესს უჩნდება დასაწყისში.
რაც ბუნებრივიცაა, ხარჯების კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ლოგისტიკაში, როგორც ცხოვრებაში, ყველაზე იაფი არჩევანი ხშირად ყველაზე ძვირად გვიჯდება.
ამ ბლოგში გვინდა დაგეხმაროთ, ლოგისტიკურ პარტნიორს შეხედოთ არა როგორც „უბრალოდ სერვისს“, არამედ როგორც ბიზნესპარტნიორს, რომელსაც შეუძლია თქვენი ბიზნესის ზრდის დაჩქარება ან შეფერხება.
1. ფასი ≠ ღირებულება
დათვალეთ გრძელვადიანი შედეგი, არა მომენტალური დანაზოგი
დაბალი ტარიფი შეიძლება მომხიბვლელად ჟღერდეს, მაგრამ დასვით კითხვა: ,,რეალურად რა დამიჯდება ეს სიიაფე”?
- დაგვიანებული მიწოდებები
- დაკარგული ამანათები
- უკმაყოფილო მომხმარებლები
- დრო, რომელსაც პრობლემების მოგვარებაში დახარჯავთ
ყველა ეს ფაქტორი პირდაპირ აისახება თქვენს რეპუტაციასა და გაყიდვებზე. ხარისხიანი ლოგისტიკური პარტნიორი არ არის ხარჯი, ის არის ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან მოგებას ქმნის. ,,ონვეი” ლოგისტიკას არ აღიქვამს როგორც ერთჯერად სერვისს. ჩვენ ვმუშაობთ იმ ლოგიკით, რომ პარტნიორობის ღირებულება იზომება არა ერთ მიწოდებაში, არამედ სტაბილურ შედეგში. სწორედ ამიტომ ჩვენი პროცესები, ინფრასტრუქტურა და რესურსები გათვლილია იმაზე, რომ ბიზნესმა მიიღოს პროგნოზირებადი ხარისხი დღესაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
2. „ყველაფერი კარგად მუშაობს“ მინიმუმია, რეალური გამოცდა იწყება მაშინ, როცა ყველაფერი კარგად აღარ არის
ლოგისტიკური კომპანიის შეფასება მხოლოდ მშვიდ პერიოდში შეცდომაა.
აქ უკვე იმაზე უნდა დაფიქრდეთ, როგორ იქცევა თქვენი პარტნიორი ფორსმაჟორის დროს?
დაგვიანებისას გიმალავენ ინფორმაციას თუ გამჭვირვალედ გეუბნებიან რეალობას?
პრობლემის დროს გტოვებენ მარტო თუ იღებენ პასუხისმგებლობას?
კრიზისში გაქვთ რეალური მხარდაჭერა თუ მხოლოდ ავტომატური პასუხები?
სანდო პარტნიორობა სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს. ფორსმაჟორის დროს ,,ონვეიში” ყველა დეპარტამენტი აქტიურ კომუნიკაციაშია ერთმანეთთან - საოპერაციო გუნდი დაუყოვნებლივ აფრთხილებს მხარდაჭერის გუნდს, ერთობლივად განიხილება პრობლემის გადაჭრის სცენარები და კლიენტი პროცესის საქმის კურსშია.
3. ტექნოლოგია, რომელიც რეალურად გეხმარებათ
თრექინგი, კონტროლი და ხილვადობა
თანამედროვე ლოგისტიკა ტექნოლოგიის გარეშე უბრალოდ ვერ მუშაობს. თქვენ უნდა ხედავდეთ პროცესს, არა მხოლოდ შედეგს.
კრიტიკული ელემენტებია:
- რეალურ დროში თრექინგი
- ამანათის სტატუსის მუდმივი განახლება
- მარტივი და გასაგები კონტროლის ინსტრუმენტები
- სწრაფი და ადამიანური მხარდაჭერა
ტექნოლოგიური უპირატესობა ნიშნავს ნაკლებ გაურკვევლობასა და მეტ სიმშვიდეს როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომხმარებლისთვის. ,,ონვეი” მუშაობს რეალურ დროში განახლებადი თრექინგ სისტემით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მუდმივად აკონტროლოთ ამანათის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ელოდებით პასუხს, თქვენ ხედავთ პროცესს. ტექნოლოგია ჩვენთვის არა უბრალოდ ფუნქცია, არამედ ბიზნესის მართვის ინსტრუმენტია, რომელიც პროცესს გამჭვირვალესა და პროგნოზირებადს ხდის.
4. გამჭვირვალობა ურთიერთობაში
როცა ყველაფერი გასაგებია, პრობლემებიც ნაკლებია
კარგი ლოგისტიკური პარტნიორი არ გპირდება იდეალურ სამყაროს, ის გპირდება გულწრფელობას.
- წინასწარ გაწერილი პირობები
- გასაგები ტარიფები
- რეალისტური ვადები
- ღია კომუნიკაცია
ჩვენთვის გამჭვირვალობა ნიშნავს წინასწარ გაწერილ პირობებს, გასაგებ პროცესებსა და ღია კომუნიკაციას. საკითხის შინაარსიდან გამომდინარე რეაგირების ვადებიც მკაფიოდაა განსაზღვრული. მწვავე შემთხვევები სასწრაფოდ მუშავდება, ხოლო ამანათის დაკარგვა ან დაზიანება რეგლამენტის შესაბამისად, მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში განიხილება. ეს მიდგომა პარტნიორებს საშუალებას აძლევს, ზუსტად იცოდნენ, რას ელოდონ და როდის.
5. პარტნიორობა, არა უბრალოდ მიწოდება
ლოგისტიკა, რომელიც თქვენს ბიზნესს ერგება
ხარისხიანი ლოგისტიკური პარტნიორი სწავლობს თქვენს ბიზნესს:
- სეზონურობას
- დატვირთვის პიკებს
- სპეციფიკურ საჭიროებებს
და შემდეგ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, არა შაბლონურ სერვისს. სწორედ ასეთ დროს განსხვავდება „უბრალოდ სერვისი“ ნამდვილი პარტნიორობისგან. ჩვენი საოპერაციო ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია დიდი მოცულობების მართვაზე და პიკური პერიოდების ეფექტურ დამუშავებაზე. ეს გვაძლევს საშუალებას, სერვისი მოვარგოთ კონკრეტულ ბიზნესს და არა პირიქით. ჩვენ ვმუშაობთ როგორც პარტნიორი, რომელიც თქვენი პროცესების ნაწილია და არა უბრალოდ მიწოდების რგოლი.
ლოგისტიკური პარტნიორის არჩევისას მთავარი კითხვა არ არის, ვინ მოგემსახურებათ იაფად, მთავარია ვინ იქნება თქვენ გვერდით მაშინ, როცა საქმე რთულდება.თუ ეძებთ ლოგისტიკურ პარტნიორს, რომელიც გამოცდილი და საიმედოა კრიზისულ სიტუაციებში, გაეცანით ,,ონვეის” სერვისებს.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!