როგორ შევარჩიოთ საკურიერო კომპანია ბიზნესისთვის?
04 ნოემბერი, 2025
ბიზნესის წარმატება დღეს მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე აღარ არის დამოკიდებული. მომხმარებელი ელოდება სწრაფ, ზუსტ და კომფორტულ მიტანის სერვისს. სწორედ ამიტომ, საკურიერო კომპანიის შერჩევა მხოლოდ ლოგისტიკური გადაწყვეტილება კი არა, არამედ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ერთგულებას.სწორად შერჩეული პარტნიორი ამარტივებს პროცესებს, ზოგავს დროს და ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონკრეტული საკურიერო კომპანია ნამდვილად შეესაბამება ჩვენი ბიზნესის საჭიროებებს? 
სწორედ ამაზე გვესაუბრებიან „ონვეის” ექაუნთ მენეჯერები, გიგა გიგაური და ლაშა გაბათაშვილი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესებთან და ზუსტად იციან, რა განაპირობებს მიტანის სერვისის ეფექტურობას.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როცა ბიზნესი საკურიერო კომპანიას ირჩევს?
„ბიზნესისთვის საკურიერო სერვისის შერჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტია ოთხი რამ - ჩაბარების ვადები, ტარიფები, გამოცდილება და პროგრამული უზრუნველყოფა. დროულად ჩაბარებული ამანათი პირდაპირ მოქმედებს მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ტარიფები - კომპანიის ბიუჯეტზე, ხოლო ტექნოლოგიური გამართულობა აჩვენებს, რამდენად თანამედროვეა მომსახურების სისტემა. გამოცდილ საკურიერო კომპანიას ეს ყველაფერი ბალანსში აქვს და პარტნიორს სტაბილურობას სთავაზობს.” - გიგა გიგაური.
თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომებს უშვებენ კომპანიები საკურიერო სერვისის შერჩევისას?
„ხშირია შემთხვევა, როცა კომპანიები მხოლოდ დაბალ ტარიფს უყურებენ და სხვა კრიტერიუმებს ყურადღებას აღარ აქცევენ. ასეთ დროს, თითქოს, ფულს ზოგავენ, მაგრამ რეალურად კარგავენ მომხმარებლებს. დაგვიანებული ჩაბარებები და დაკარგული ამანათები აზიანებს რეპუტაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიიღონ არა მხოლოდ ფასის, არამედ მომსახურების ხარისხის მიხედვითაც.” - გიგა გიგაური.
როგორ უნდა შეამოწმოს ბიზნესმა, რომ კონკრეტული საკურიერო კომპანია ნამდვილად სანდოა და შეესაბამება მის საჭიროებებს?
„ყველაზე მარტივი გზა სანდოობის შესამოწმებლად არის ბაზარზე გატარებული დროისა და რეპუტაციის შეფასება. ღირს დააკვირდეთ, რამდენი წელია კომპანია ოპერირებს, როგორია გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში და რას ამბობენ მასზე სხვა ბიზნესები. რეალური გამოცდილება ყველაზე უკეთ აჩვენებს, როგორ უმკლავდება კომპანია პასუხისმგებლობას და რა ხარისხის სერვისს აწვდის მომხმარებელს.” - გიგა გიგაური.

რას ურჩევდით ბიზნესებს, რომლებსაც სურთ სტაბილური და დროული მიტანის უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის?
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი შეფუთვა და მარკირება. ხშირად პრობლემა არა საკურიერო კომპანიაში, არამედ გზავნილის მომზადების პროცესში ჩნდება. ასევე აუცილებელია მიმღების სრული ინფორმაციის წარმოდგენა, რომ მიტანისას დრო არ დაიკარგოს. გარდა ამისა, კარგი პრაქტიკაა ბაზარზე არსებული კომპანიების სატესტოდ გამოცდა. რამდენიმე გზავნილით მარტივად შეამოწმებთ, ვინ მუშაობს უფრო მოქნილად და პასუხისმგებლობით.” - ლაშა გაბათაშვილი.
რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების გამოყენებას საკურიერო პროცესში და როგორ ეხმარება ეს ბიზნესებს?
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გამართული სოფტი. გამგზავნი კომპანია პრაქტიკულად პროგრამულად მართავს და აკონტროლებს გზავნილს დარეგისტრირებიდან ჩაბარებამდე. გარდა დროის ეკონომიისა, ეს იძლევა სრულფასოვან ინფორმაციას, სტასტიკებს ამა თუ იმ მიმართულებით და ზრდის გაყიდვებს.” - ლაშა გაბათაშვილი.
როგორ ამარტივებს „ონვეი” ბიზნესებისთვის მიტანის პროცესს?
„ონვეი“ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების და მეგობრული, გამჭვირვალე პლატფორმის წყალობით ამარტივებს როგორც ფინანსურ, ისე საოპერაციო პროცესებს. ჩვენი პროგრამული სისტემა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად აკონტროლონ ამანათები, იხილონ სტატუსები რეალურ დროში და მიიღონ სრული სურათი ოპერაციებზე მინიმალური ძალისხმევით.” - ლაშა გაბათაშვილი.
რა უპირატესობებით გამოირჩევა „ონვეი” სხვა საკურიერო კომპანიებთან შედარებით?
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლების საჭიროებებს და სწორედ ეს გამოგვარჩევს. მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს, ვაფასებთ შეცდომებს და სწრაფად ვრეაგირებთ სუსტი წერტილების გასაუმჯობესებლად. მთავარი პრინციპი გვაქვს - სერვისი უნდა ვითარდებოდეს მომხმარებელთან ერთად. სწორედ ამიტომ გვირჩევნია ხარისხი რაოდენობას და ინოვაცია- სტანდარტებს.” - ლაშა გაბათაშვილი.
რას ურჩევდით იმ ბიზნესებს, რომლებიც ახლა იწყებენ ოპერირებას და ჯერ არ აქვთ არჩეული საკურიერო კომპანია?
„ახალბედა ბიზნესებს ხშირად სურთ ყველაფერი სწრაფად დაიწყონ, მაგრამ საკურიერო პარტნიორის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს. პირველივე ეტაპზე აუცილებელია ხარისხიანი და დროული სერვისის უზრუნველყოფა. ეს ქმნის მომხმარებლის პირველ შთაბეჭდილებას. ჩემი რჩევაა, აირჩიონ კომპანია, რომელიც იზიარებს მათ ღირებულებებს და რეალურად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული გზავნილი.” - გიგა გიგაური.
საკურიერო კომპანიის შერჩევა, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში სწორედ აქ წყდება ბიზნესის სანდოობა მომხმარებლის თვალში. დღეს, როცა ბაზარი სწრაფად ვითარდება, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც არამხოლოდ ამანათებს ჩააბარებს დროულად, არამედ თავადაც იზრდება მათთან ერთად.
„ონვეი” სწორედ ასეთია - გამოცდილებაზე დაფუძნებული, ტექნოლოგიურად გამართული და მზად იმისთვის, რომ თითოეული ბიზნესის გზავნილი მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოდ და დროულად მიიტანოს.
ინტერვიუ მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!