რატომ ვყიდულობთ იმას, რაც არ გვჭირდება – მარკეტინგის ფსიქოლოგიური ხრიკები

30 ივლისი, 2025
რატომ ვყიდულობთ იმას, რაც არ გვჭირდება – მარკეტინგის ფსიქოლოგიური ხრიკები
ოდესმე ყოფილხარ ასეთ სიტუაციაში - შაბათ საღამოს მხოლოდ კიტრის საყიდლად ჩახვედი მარკეტში და ბოლოს სავსე კალათით დაბრუნდი სახლში. შოკოლადები, ახალი ჭიქა ნივთები უბრალოდ განწყობისთვის და კიდევ ერთი სანთელი, რომელიც თურმე „სასწაულად გჭირდებოდა“?
ნუ ინერვიულებ, შენ მარტო არ ხარ, ეს სავსებით ნორმალურია. ბრენდებსა და მაღაზიებს კი ეს ძალიანაც ახარებთ, რადგან მათ ზუსტად იციან, როგორ დაგაჯერონ, რომ ეს მესამე სურნელოვანი სანთელი უშუალოდ შენს ბედნიერებას ემსახურება. მოდი გავარჩიოთ, რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა სულ რაღაც „პატარა რამეს“ ვყიდულობთ.

„უფასო მიწოდება“ სინამდვილეში უფასოა?


ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სიტყვა „უფასო“ ჩვენს ტვინში პატარა ფოიერვერკებს იწვევს. ფსიქოლოგი დენ არიელი თავის წიგნში “Predictably Irrational” წერს, რომ „უფასო“ ამცირებს რაციონალურობას და აიძულებს ადამიანს გადაჭარბებული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, როცა ონლაინ მაღაზია გვიწერს: „უფასო მიწოდება 200 ლარს ზემოთ“, უცებ გინდა კიდევ რაღაც დაამატო კალათაში, მხოლოდ იმიტომ, რომ გგონია ეკონომიას აკეთებ.

ფერები, სურნელები და მუსიკა – მაგიური ტრიადა

კიდევ ერთი ცნობილი ფსიქოლოგიური ხრიკი არის გარემო, სადაც ვყიდულობთ. იცი რატომ აქვს IKEA-ს ყოველთვის ჩართული ნელი ჯაზის მელოდია? იმიტომ, რომ კვლევებით დადასტურებულია – ნელი მუსიკა აფერხებს მოძრაობას და ზრდის დროს, რომელსაც მაღაზიაში ატარებ. რაც მეტია დრო, მით მეტია შანსი, რომ გაიფიქრო: “ამ პატარა მაგიდას სადმე ხომ მოვათავსებ”.

“შეზღუდული რაოდენობა დარჩა!” – ფომოს ეფექტი



FOMO (Fear Of Missing Out) თანამედროვე მარკეტინგის საყვარელი იარაღია. როცა ხედავ წარწერას: „ბოლო 2 დარჩა მარაგში!“ ან „ეს შეთავაზება იწურება 3 საათში“, შენი ტვინი გადადის გადარჩენის რეჟიმზე და ჩურჩულებს: „თუ არ იყიდი, ვეღარასდროს ნახავ“. სინამდვილეში კი, ალბათ, იგივე ნივთი ხვალაც იქნება მარაგში.
„ორი ერთის ფასად“ – მართლა გჭირდება?

ისე ჟღერს, თითქოს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, მაგრამ ხშირად ჩვენ ვყიდულობთ ორ პირსახოცს მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე “უფასოდ” მოგვცეს. რეალურად კი არც ერთი გვჭირდებოდა.


როგორ გავუმკლავდეთ ამ ხრიკებს?

  • სანამ იყიდი, ჰკითხე საკუთარ თავს: „მართლა მჭირდება?“
  • დაალაგე სასურველი ნივთების სია და დაელოდე 24 საათი. ძალიან ხშირად მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ ის „სასწრაფოდ საჭირო“ ნივთი დიდად აღარ გჭირდება.
  • გამოიყენე აპები და საკურიერო  სერვისები, მაგალითად ONWAY, რათა არ გახდე ცდუნების მსხვერპლი ფიზიკურ მაღაზიაში და ზუსტად ის მიიღო, რაც გჭირდება.
და გახსოვდეს, მარკეტინგი ვერ გაგაბრაზებს, თუ უკვე იცი მისი თამაშის წესები, მაგრამ თუ მაინც დაგავიწყდა და სახლში მოტანილ ახალ თეფშს უყურებ, ნუ ინერვიულებ, მაგ ხაფანგში ყველა ვყოფილვართ. მთავარია, შემდეგ ჯერზე უფრო მომზადებული იყო.


მსგავსი ბლოგი