პოდკასტები და აუდიოწიგნები მეწარმეებისთვის
19 აგვისტო, 2025
რას მოვუსმინოთ ზაფხულში?
ზაფხულში ქალაქის ხმაური სანაპიროს ტალღებმა ან მთის სიგრილემ შეცვალა. ყველა ისვენებს, მაგრამ მეწარმისთვის ეს დრო არამხოლოდ დასვენება, არამედ ახალი იდეების, შთაგონებისა და შემოქმედებითი ენერგიის მოკრების შანსიცაა. სწორედ ასეთ დროს ყველაზე სასიამოვნოა, როცა გყავს პარტნიორი, რომელიც შენს საქმეებზე ზრუნავს, მაგალითად, Onway შენს გზავნილებს გადაზიდავს, შენ კი თავისუფლად შეგიძლია მოუსმინო პოდკასტებსა და აუდიო წიგნებს, რომლებიც დაგეხმარება როგორც ბიზნესის, ისე პირადი განვითარების იდეების აღმოჩენაში.
ამ ბლოგში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ და მოკლედ მოგიყვებით, რომელი რაში დაგეხმარებათ.
პოდკასტები ინგლისურ ენაზე:
- How I Built This - Guy Raz
How I Built This არის NPR-ის ცნობილი პოდკასტი, რომელშიც წამყვანი Guy Raz საუბრობს ინოვატორებთან, დამფუძნებლებთან და მეწარმეებთან, რომლებმაც შექმნეს წარმატებული ბრენდები, მაგალითად Airbnb, Instagram, Spanx და სხვები. თითოეული ეპიზოდი გვიყვება, როგორ გაუძლეს ენტერპრენერებმა სირთულეებს, აქციეს იდეა ბიზნესად და ამ ყველაფერს მარტივი, გასაგები ენით ჰყვებიან. ეს პოდკასტი მიძღვნილია იმ თემას, თუ როგორ იქცევა პატარა იდეა დიდ სტარტაპად.
- Masters of Scale - Reid Hoffman
Masters of Scale, რომელიც მიჰყავს LinkedIn-ის თანადამფუძნებელ Reid Hoffman-ს, ეძღვნება იმას, თუ როგორ იქცნენ კომპანიები მცირე სტარტაპებიდან ინდუსტრიულ მოთამაშეებად. პოდკასტს სტუმრობენ Airbnb-ის, Netflix-ისა და Slack-ის დამფუძნებლები, რომლებიც გვიყვებიან იმ სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ზრდაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. შთამაგონებელი ისტორიები და პრაქტიკული რჩევები - იდეალურია იმ მეწარმეებისთვის, ვისაც თავისი ბიზნესის ზრდა აქვს ჩაფიქრებული.
- The Tim Ferriss Show – Tim Ferriss
The Tim Ferriss Show არის ბიზნეს-პოდკასტების მარგალიტი, რომელშიც ავტორი და მეწარმე Tim Ferriss იღებს ინტერვიუს წარმატებულ ადამიანებთან: ბიზნესმენებთან, სპორტსმენებთან, ხელოვანებთან და ა.შ და გვიყვება მათ რუტინას, ჩვევებსა და წარმატების საიდუმლოებებზე. ყოველი ეპიზოდი სავსეა პრაქტიკული რჩევებით და ცხოვრების მართვის ტექნიკებით, რაც, როგორც მეწარმეს ყოველდღიურობაში შეიძლება გამოგადგეს.
- The Diary of a CEO – Steven Bartlett
The Diary of a CEO არის პოდკასტ-დღიური, რომელსაც ხელმძღვანელობს წარმატებული ბრიტანელი მეწარმე Steven Bartlett. ყოველი ეპიზოდი საინტერესო ინტერვიუა ან მისი, ან სხვა წამყვანი მეწარმეების, რომლებიც საუბრობენ წარმატებებზე, წარუმატებლობებზე, ფსიქოლოგიურ პროცესებსა და იმაზე, თუ როგორია რეალურად ლიდერობა, შექმნა და ზრდა ბიზნესში.
აუდიო წიგნები ინგლისურ ენაზე:
- Zero to Sold – Arvid Kahl
Zero to Sold არის საქმიანობის გამოწვევებზე დაფუძნებული აუდიოგიდი, რომელიც გვაჩვენებს როგორ დაიწყო ნულიდან, იდეიდან და შემდეგ გაყიდო შენი ბიზნესი. ავტორი გვიყვება თავის გამოცდილებაზე, როგორ შექმნა SaaS პროდუქტმა FeedbackPanda-მ ორ წელში მნიშვნელოვანი მოგება, ხოლო საბოლოოდ წარმატებით გაიყიდა. მთელი გზა, იდეის იდენტიფიცირებიდან, მომხმარებლების საჭიროებებზე ფოკუსირებამდე და განმეორებადი შემოსავლის სისტემების შექმნამდე, მარტივადაა მოთხრობილი წიგნში. ეს წიგნი გახდება შენი მენტორი და გასწავლის, როგორ აქციო იდეა ისეთ ბიზნესად, რომელსაც შემდგომში წარმატებით გაყიდი.
- The Lean Startup – Eric Ries
The Lean Startup წარმოადგენს მეთოდოლოგიას, რომელშიც აღწერილია მოკლე ციკლი პროდუქტის განვითარებასა და მომხმარებლის უკუკავშირს შორის. წიგნი გაძლევს საშუალებას ადვილად შეამოწმო იდეები, აირჩიო სწორი გზა და დაზოგო რესურსები. Lean Startup გაგაცნობს MVP-ის (პროდუქტის უმარტივესი ვერსია, რომელსაც საკმარისი ფუნქციები აქვს ადრეული მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად და მომავალი განვითარებისთვის გამოხმაურების შესაგროვებლად) მნიშვნელობას, ტესტების სწორად ჩატარებასა და ინოვაციურ ექსპერიმენტებს. ეს მეთოდი დაგეხმარება თავიდან აიცილო ფულისა და დროის დაკარგვა, როდესაც ახალი პროდუქტის შექმნა გინდა.
- The E-Myth Revisited – Michael E. Gerber
The E-Myth Revisited არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნი მეწარმეობაში. Michael Gerber ხსნის, რატომ რჩება ბევრი მცირე ბიზნესი „ბაზრის პატარა მაღაზიად“ და რატომ ვერ იზრდებია დიდ კორპორაციად. ავტორი გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა მეწარმე ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, კლიენტებთან ურთიერთობიდან დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული. საბოლოოდ, წიგნის გზავნილი ასეთია - თუ გინდა, რომ ბიზნესი გაიზარდოს, უნდა ააშენო სისტემა, რომელიც შენ გარეშე მუშაობს. Gerber გთავაზობს მარტივ, პრაქტიკულ ჩარჩოს, სადაც მეწარმე აღარ არის უბრალოდ „დამსაქმებელი“, არამედ ხდება “ინჟინერი, რომელიც ქმნის პროცესებს”, რაც ბიზნესს ზრდასა და სტაბილურობაში ეხმარება. ეს წიგნი შესანიშნავი მეგზურია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ წამოიწყოს ბიზნესი, არამედ შექმნას ისეთი საქმე, რომელიც დროთა განმავლობაში თვითონვე იმუშავებს.
ზაფხული ბევრ მეწარმეს საშუალებას აძლევს თავი დააღწიოს ყოველდღიურ ქაოსს. ეს დრო შეიძლება არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ ახალი იდეების მოსაფიქრებლადაც გამოგადგეს. პოდკასტებისა და აუდიო წიგნების მოსმენა შესანიშნავი გზაა თან დაისვენო და თან შენი ხედვა გააფართოვო, გაიგო, როგორ დაიწყო სხვამ, როგორ გაყიდა, რა შეცდომა დაუშვა და რა გააკეთა სწორად.
გახსოვდეს, კარგი იდეა ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ყველაზე მეტად მოდუნებული ხარ. ამიტომ დაისვენე, მოუსმინე და დაე, შენი შემდეგი დიდი ნაბიჯი სწორედ ამ მშვიდ მომენტში დაიბადოს.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!