COD (Cash on Delivery) - რატომ არის აქტუალური ნაღდი ფულით ანგარიშსწორება საქართველოში?

27 თებერვალი, 2026
COD (Cash on Delivery) - რატომ არის აქტუალური ნაღდი ფულით ანგარიშსწორება საქართველოში?

ციფრული გადახდები ვითარდება, ბარათები და საფულეები ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ რეალობა ერთია - საქართველოში ონლაინ გაყიდვების დიდი ნაწილი ისევ ნაღდი ანგარიშსწორებით სრულდება. ამას ,,ონვეის” მონაცემებიც ადასტურებს - ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 50% შეკვეთას კვლავ Cash on Delivery-ით იღებს. ეს კი ნიშნავს ერთ რამეს - თუ ონლაინ მაღაზიას COD არ აქვს, ის ბაზარს თითქმის ნახევარს კარგავს.

ნდობა - ყველაზე ძლიერი ვალუტა

მომხმარებლის ლოგიკა მარტივია - „ჯერ ვნახავ, მერე გადავიხდი.“ ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ბაზრებზე, როგორიც საქართველოა, სადაც მომხმარებლის ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს წინასწარ გადახდას. COD მათ აძლევს კონტროლის განცდას, ხარჯს მხოლოდ მაშინ გაიღებენ, როცა პროდუქტი ხელში ექნებათ. ეს არ არის მხოლოდ ემოციური ფაქტორი. ბევრი მომხმარებელი არ იყენებს საბანკო ბარათებს ონლაინ, არ ენდობა უცნობ მაღაზიებს ან უბრალოდ ურჩევნია უფრო მარტივი გზა - შეკვეთა, მიღება, გადახდა.



რას ცვლის COD ბიზნესისთვის რეალურად?

,,ონვეის” პრაქტიკიდან ერთი რამ ცხადია - COD-ის დამატება პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ნაწილმა შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა, ზოგ შემთხვევაში კი გაყიდვები გაორმაგდა, მას შემდეგ, რაც COD სრულფასოვნად ჩართეს მომსახურებაში.

,,ონვეი” COD მომსახურებას ონლაინ მაღაზიებს სრულად ინტეგრირებული პროცესით სთავაზობს - კურიერი ამანათის ჩაბარებისას იღებს თანხას ადრესატისგან, ხოლო მიღებული თანხა უსაფრთხოდ და დროულად ირიცხება პარტნიორი კომპანიის ანგარიშზე. ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს ყველა შეკვეთის სტატუსი, ნახოს ჩაბარებული და დაბრუნებული ამანათები და მიიღოს დეტალური რეპორტინგი. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას არ უწევს დამატებითი ოპერაციული პროცესების მართვა - ,,ონვეი” უზრუნველყოფს როგორც ამანათის მიწოდებას, ასევე თანხის უსაფრთხო და გამჭვირვალე დამუშავებას. შედეგად, COD ბიზნესისთვის ხდება არა დამატებითი ტვირთი, არამედ მარტივად სამართავი და ეფექტური გაყიდვების არხი.

რატომ ხდება ასე?

1. იზრდება კონვერსია

მომხმარებელი აღარ ჩერდება გადახდის გვერდზე. როცა ხედავს მისთვის სასურველ მეთოდს, გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს.

2. მცირდება მიტოვებული კალათები

ბევრი შეკვეთა იკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ გადახდის ეტაპზე ნაღდი ანგარიშსწორება არ არის ხელმისაწვდომი.

3. იზრდება აუდიტორია
COD ხსნის კარს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც:

  •  ტექნოლოგიურად ნაკლებად აქტიურები არიან
  • უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან
  • ონლაინ გადახდებს უბრალოდ ერიდებიან

რა თქმა უნდა, არსებობს კატეგორიები, სადაც მომხმარებელი ბარათით გადახდას ამჯობინებს. მაგალითად, ციფრული პროდუქტები და სერვისები, ავიაბილეთები და სასტუმროს ჯავშნები, გამოწერები (subscriptions), მაგრამ ფიზიკური პროდუქტების უმრავლესობა - ტანსაცმელი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსმეტიკა - საქართველოში კვლავ უმეტესად COD-ით იყიდება. მომხმარებელს უნდა ნახოს, შეამოწმოს, დარწმუნდეს.

რა თქმა უნდა, COD-ს თავისი გამოწვევებიც აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ჩაბარებაზე უარის თქმა და ნივთის დაბრუნება, მაგრამ აქ გადამწყვეტ როლს ლოგისტიკური პარტნიორი თამაშობს. Onway ამ პროცესს სრულად მართავს სწრაფი და ორგანიზებული დაბრუნებებით, თანხის დროული ასახვით, გამჭვირვალე რეპორტინგით, ოპერატიული კომუნიკაციით ფორსმაჟორის შემთხვევაშიც. სწორად აწყობილი COD არ არის ქაოსი, ის არის კონტროლირებადი ზრდის ინსტრუმენტი.

საქართველოს ბაზარზე COD ჯერ კიდევ მუშაობს, უფრო სწორად, ძალიან კარგად მუშაობს. თუ ონლაინ მაღაზიას სურს გაყიდვების ზრდა, ფართო აუდიტორიაზე გასვლა, მომხმარებლის ნდობის გამყარება, მისთვის COD აუცილებელი ინსტრუმენტია.



და როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს ,,ონვეისთან” ერთად, ის ბიზნესისთვის არა რისკად, არამედ შემოსავლის ზრდის რეალურ წყაროდ იქცევა.

COD მომსახურების მიღება ,,ონვეიში” შეუძლიათ ჩვენს პორტალზე დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით.


მსგავსი ბლოგი