Back to School საქართველოში - ფასდაკლებები, რჩევები და Onway-ს შეთავაზებები
12 სექტემბერი, 2025.png) 
            სექტემბერი მუდამ რაღაც ახალის დასაწყისია - ახალი გეგმები, ახალი წიგნები და ახალი ფასდაკლებები! მართალია, Back to school სწავლის დაწყებასთან ასოცირდება, რასაც თვითონ სახელიც გვეუბნება, მაგრამ შემოდგომის დასაწყისში ამ სათაურის ქვეშ ისეთ მაღაზიებშიც ვხვდებით ფასდაკლებებს, რომლებიც სკოლასა და სწავლასთან სულაც არაფერ შუაში არიან. თუმცა, ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, მთავარი ნივთების ნაკლებ ფასად შეძენაა და ფასდაკლების სათაურს რა მნიშვნელობა აქვს.
საიდან მოდის Back to school ტრადიცია?
Back to school-ს Black Friday-სავით საინტერესო არც სახელი და, შესაბამისად, არც ტრადიცია აქვს, მაგრამ მის შემქმნელებს კრედიტები რომ არ დავუკარგოთ, ამ ფასდაკლებების ამგორებლებზეც მოგიყვებით ორი სიტყვით. ეს ტრადიცია ამერიკაში გაჩნდა, სადაც სექტემბერი სასწავლო წლის დასაწყისს ნიშნავდა და მშობლები ბავშვებს ახალი ფორმებით, წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით ამარაგებდნენ. დროთა განმავლობაში ეს გახდა ნამდვილი შოპინგ-სეზონი - მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებს აკეთებდნენ, ოჯახები კი წინასწარ ემზადებოდნენ. შემდეგ ტრადიცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს უკვე თითქმის ყველგან, სადაც სექტემბერი სწავლასთან ასოცირდება, არსებობს Back to school ფასდაკლებები.
როგორ მოვემზადოთ ფასდაკლებების ციებ-ცხელებისთვის?
Back to school ფასდაკლებები ნამდვილი მარათონია. აქ მთავარია, სწორად მოემზადო და არც ნივთები დაგავიწყდეს, არც - დრო.
თუ მომხმარებელი ხარ:
- წინასწარ შეადგინე სია, რომ სუპერმარკეტში ან ონლაინ შოპინგისას ემოციებს არ აყვე და ბიუჯეტს არ გადააჭარბო.
- ყურადღება მიაქციე ონლაინ შეთავაზებებს. ხშირად იქ უფრო დიდი ფასდაკლებაა, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიაში.
- გამოიყენე პრომოკოდები (მაგალითად ONWAY30 „პალიტრა L“-ის წიგნებზე), რომ უფრო მეტი დაზოგო.
- შეუკვეთე დროულად და სასურველია ონლაინ, დანარჩენზე Onway იზრუნებს

თუ მეწარმე ხარ:
- წინასწარ მოამზადე მარაგები, რომ მოთხოვნას მარტივად გაუმკლავდე.
- განაახლე ვებგვერდი და შეამოწმე, გადახდის სისტემა ხომ უპრობლემოდ მუშაობს.
- შესთავაზე მომხმარებელს პატარა ბონუსები ან სასაჩუქრე შეფუთვები. ეს შოპინგს უფრო სასიამოვნოს ხდის.
- და რაც მთავარია, იპოვე სანდო კურიერი. ჩვენთან ერთად შენი პროდუქცია დროულად და უსაფრთხოდ მივა მომხმარებლამდე.
ფასდაკლებების სეზონი ყველასთვის სასიამოვნო შეიძლება იყოს, მთავარია, სწორი სტრატეგიით შეხვდე.
სად ვიპოვოთ საუკეთესო ფასდაკლებები?
რა თქმა უნდა, ONWAY-ს პარტნიორებთან:
Veli Store - აქ მუდამ შეგიძლია იპოვო საჭირო ნივთები: ბლოკნოტები, ჩანთები, საკანცელარიო ნივთები და სხვა ბევრი სიურპრიზი. ველისე Back to school-ის გარდა ისედაც ხშირად ნახავ ფასდაკლებებსა და ქეშბექებს.
Lilo Shop - ყველასთვის ცნობილი ადგილი, სადაც ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და თუნდაც მასწავლებლებისთვის შეგიძლია ყველაფრის ერთ სივრცეში ყიდვა.

„პალიტრა L“ - წიგნების გარეშე სკოლა რა სკოლაა?! „პალიტრა L“-ში მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - 30%-იანი ფასდაკლება მთელ ასორტიმენტზე გარდა უკვე ფასდაკლებული წიგნებისა. გამოიყენე ჩვენი პრომოკოდი ONWAY30 12-დან 30 სექტემბრის ჩათვლით.

ნებისმიერ მათგანთან შეძენილ ამანათს ჩვენი კურიერები დიდი სიფრთხილითა და სიზუსტით მოგიტანენ ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
Back to school არის არა მხოლოდ სასკოლო ნივთების ძებნა, არამედ ახალი ენერგია, ახალი გეგმები და ახალი დასაწყისი. ისარგებლე ფასდაკლებებით, ჩვენი მიტანის სერვისით და არ დაგავიწყდეს, რომ წინ შავი პარასკევის უფრო დიდი ციებ-ცხელება გველოდება, ამიტომ ამ პერიოდისთვისაც დაიტოვე მარაგები და ფინანსები.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!
 
                 
                