როგორ იქმნება სტარტაპი საქართველოში - თამთა ჭოჭუას გამოცდილება და ონვეის როლი
07 ოქტომბერი, 2025
ყოველი სტარტაპი იწყება ერთი პატარა ნაპერწკალით. შეიძლება ეს იყოს მეგობრებთან საუბარში ნათქვამი იდეა, შემთხვევით ნანახი დეტალი ან სურვილი, რომ ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შევცვალოთ. ნაპერწკალს თუ მოვუვლით, ის ნელ-ნელა იდეების კოცონად, შემდეგ კი ცეცხლოვან საქმედ გადაიქცევა, ასე მივიღებთ პირველ პროდუქტს, პირველ მომხმარებელსა და პირველ გამოცდილებას.
სტარტაპული ცხოვრება სავსეა როგორც სირთულეებით, ისე სასიამოვნო აღმოჩენებით. გზად კი ხშირად ჩნდება კითხვა - “როგორ მივიდეს ჩემი იდეა ადამიანებამდე?” აქ ერთ-ერთი მთავარი რგოლი მიწოდებაა, ის ხიდი, რომელიც შენს პროდუქტსა და მომხმარებელს აერთებს. ონვეი ამ ხიდს უკვე რვა წელია აშენებს. ამ დროის განმავლობაში ბევრი სტარტაპი დაგვიმეგობრდა. ზოგი წარმატებულ კომპანიად იქცა და დღემდე ჩვენ გვერდით არის, ზოგიც ჯერ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. ჩვენთვის თითოეული მათგანი განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თითო სტარტაპი ერთი პატარა ოცნების ახდენას ნიშნავს.
დღეს გვსურს გაგაცნოთ ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპი - თამთა ჭოჭუას “მაქმანი ვუდი” მასიური ხისგან დამზადებული სერვირებისა და საჭრელი დაფები. იდეა ხის დაფების წარმოებაზე მეუღლესთან ერთად გაჩნდა და საინტერესოა ისიც, რომ ფიზიკურ სივრცეს თამთა სხვა სტარტაპთან ერთად იყოფს. ეს გამოცდილება განსაკუთრებულია. ორი განსხვავებული პროდუქტი, ერთი სივრცე და საერთო მიზანი - განვითარება.
როგორ გაჩნდა ხის დაფების სტარტაპის იდეა?
“რამდენიმე წელია ვქმნი ლეპტოპის ხელნაკეთ ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარებს ბრენდი “მაქმანის” სახელით. მე ყოველთვის მომწონდა უძველესი ქართული ორნამენტები, რომელთა მხოლოდ რამდენიმე სახეობას იცნობდა ფართო მასები, ჩემს მეუღლეს კი სურდა განსხვავებული და დასამახსოვრებელი ხის პროდუქციის წარმოება. ეს ორი იდეა გავაერთიანეთ და შევქმენით ,,მაქმანი ვუდი'' ქართული ორნამენტების გრავირებით დამუშავებული სერვირების დაფები და კედლის საკიდები.”
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე პირველი ნაბიჯების დროს?
“იდეის გაჩენიდან დაახლოებით 3 წელიწადში შევძელით ბრენდი “მაქმანი ვუდის” გაშვება. მომწოდებელი, წარმოება საკმაოდ რთულად დასალაგებელი თემაა ჩვენს რეალობაში. ასევე რთულია ნიშური პროდუქციის წარმოება, რომელსაც არ ჰყავს პირდაპირი კონკურენტი და ყოველ ჯერზე გიწევს ახსნა, რას ემსახურება ეს პროდუქტი, რისთვის გამოიყენება და რატომ სჯობია უბრალო ბამბუკის დაფას.”
რატომ აირჩიეთ ფიზიკური სივრცე გასაყიდად და არა მხოლოდ ონლაინ და როგორ გეხმარებათ ფიზიკური სივრცის გაზიარება სხვა სტარტაპთან? რა დადებითი და საინტერესო მხარეები აქვს ასეთ გამოცდილებას?
“მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ონლაინ გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა, არსებობს პროდუქტი, რომლის შოურუმის ან მაღაზიის არსებობა დამატებით ბენეფიტს გაძლევს :
1. გაქვს მეტი ნდობა, რადგანაც იცის კლიენტმა რომ შეუძლია ადგილზეც მოვიდეს
2. პროდუქტის რეალურად ნახვა აძლევს კლიენტს საშუალებას მისი ზომის, ფერისა და ფაქტურის 100%-ით აღქმის
3. დამატებითი მიყიდვის საშულებაა
4. მიტანის აპლიკაციებთან თანამშრომლობა და ა.შ.
ახალი ბრენდისთვის ძალიან ხელსაყრელია მეგობარი ბრენდის პარტნიორობა, ერთი მხრივ ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მეორეს მხრივ სივრცის გამრავალფეროვნებისთვის.”
როგორ არჩევთ მასალებს, დიზაინს და რა პრინციპით იქმნება თითოეული პროდუქტი?
“თითოეული პროდუქტის შექმნას რამდენიმე ეტაპი სჭირდება, რომელიც ჯამში 6-7 დღეს მოითხოვს. ხის დამუშავება 80% ხდება ხელით. თითოეული დაფის ფორმის დიზაინი იხატება თავად ბუნებრივი ფიცრის მოცემულობიდან ყოველგვარი სტანდარტული თარგის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ თითოეული დაფა არის უნიკალური და მისი ფორმა არ მეორდება. ფორმირების შემდეგ თითოეულ დაფას ვარგებთ ორნამენტს. დღეის მდგომარეობით უკვე გამოყენებული გვაქვს 30-ზე მეტი სახის ქართული ორნამენტი.
მიუხედავად შრომატევადი საქმისა, კორპორაციული შეკვეთისას ვახერხებთ 1 თვის განმავლობაში 300-მდე დაფის დამზადებას.”
მომხმარებლამდე მიწოდების პროცესი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ?
“მიწოდების პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გაყიდვის ცილკში. დღეს არაერთი საკურიერო კომპანია გვთავაზობს თავის მომსახურებას კონკურენტული ფასით. ჩვენც რამდენჯერმე ვცადეთ და უმეტესწილად გაწბილებულები დავრჩით სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, მოუწესრიგებელი ე.წ. თრექინგის სისტემა, გამუდმებით დაკავებული ცხელი ხაზი, პირადი მენეჯერის არარსებობა, ამანათის პროგრამული დარეგისტრირების არარსებობა და, რაც მთავარია, მიტანის დაგვიანება. ამანათის დაგვიანება აისახება პირადად ბრენდის მომსახურების ხარისხზე, რადგანაც მომხმარებელი არის ბრენდის და არა საკურიერო კომპანიის და პასუხიმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ბრენდს. ამიტომ ყველა დამწყებ მეწარმეს აუცილებლად ვურჩევდი სწორად შეარჩიოს საკურიერო კომპანია და 1-2 ლარის დაზოგვის გამო არ გაიფუჭოს ურთიერთობა მომხმარებელთან.
ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია ონვეის, ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ყველაფერს აკმაყოფილებს - ვებ გვერდზე კომპანიის სივრცე გაქვს სადაც არეგისტრირებ ახალ ამანათს, აკონტროლებ მიწოდებას, ინვოისებს, სწრაფი კავშირი როგორც პირად მენეჯერთან, ასევე ცხელი ხაზის ოპერატორებთან და, რაც მთავარია, ამანათის დაუზიანებელი და დროული ჩაბარება.”
თუ იყო ისეთი მომენტი, როცა მიწოდების სანდოობამ პირდაპირი გავლენა იქონია მომხმარებელთან ურთიერთობაზე?
“როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე ცუდი გამოცდილება მქონდა დაგვიანების კუთხით, რომლის გამოსწორება ისევ ბრენდს მოუხდა საკურიერო მომსახურების თანხის დაბრუნებისა და ფასდაკლების შეთავაზების ხარჯზე. თუმცა, ონვეისთან თანამშრომლობის შემდეგ ეს საზრუნავი ნამდვილად მომეხსნა.”
რას ურჩევდით ახალ მეწარმეებს, ვინც ახლა იწყებს?
- “ყველა იდეა არ არის ბიზნესი. კარგად დაფიქრდით, ეს ბიზნესი ჭრის თუ არა რამე არსებულ პრობლემას. გახსოვდეთ, რომ უნდა გაყიდოთ ის, რაზეც მოთხოვნა და საჭიროებაა, ან თავად უნდა გააჩინოთ ეს საჭიროება;
- თუ გყავთ პარტნიორი, პირველივე დღიდან გადაინაწილეთ საქმიანობა და ჩამოწერეთ პასუხისმგებლობები
- გაერკვიეთ ბუღალტერიასა და ფინანსებში;
- უამრავი უფასო ონლაინ კურსია დამწყები მეწარმეებისთვის სხვადასხვა მიმართულებით: ბრენდინგი, მარკეტინგი, ბიზნესის მართვა და სხვ. აუცილებლად გაიარეთ
- დაიცავით დისციპლინა და არასდროს გადადოთ თქვენი გასაკეთებელი საქმე
- დროა, იმეგობროთ ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც ძალიან გაგიმარტივებთ ცხოვრებას და დაგაზოგინებთ თანხებსა და დროს.”
როგორ ხედავთ თქვენი სტარტაპის მომავალს — რა გეგმები გაქვთ განვითარების კუთხით?
“სურვილი გვაქვს, ჩვენი გაყიდვები გავზარდოთ უცხოური ელ. კომერციის პლატფორმაზე Etsy. ასევე ვგეგმავთ ახალი მიმართლებების დამატებას და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ საახალწლოდ მრავალფეროვანი პროდუქციით წარვდგეთ.”
სტარტაპის გზა სავსეა სირთულეებითა და საინტერესო აღმოჩენებით. თამთას მაგალითი გვაჩვენებს, რომ თუ საკუთარ იდეას გულით მიუდგები, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. ონვეი ყოველთვის მზად არის გვერდით დაგიდგეს, რომ შენი პროდუქტები მომხმარებლებამდე სწრაფად და უსაფრთხოდ მივიდეს, შენ კი თავისუფლად იფიქრო განვითარებაზე.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!