მარი მაიერი - კურიერი

ონვეის სუპერ ენერგიული გუნდიდან კიდევ ერთი თანამშრომელი უნდა გაგაცნოთ. მარი მეიერი 3 წლის წინ შემოგვიერთდა კურიერის პოზიციაზე, იმ დროს, როცა ქალების ლოგისტიკურ სფეროში ხილვა ბევრისთვის გაოცებას იწვევდა.
როგორც თავად იხსენებს, სამუშაო პროცესშიც რამდენჯერმე მოუწია ქალ კურიერებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან შეჯახება.
"ხშირად მეუბნებოდნენ, უი, ბიჭს ველოდებოდიო, ტელეფონზე საუბრისას ძმაოთიც კი მოუმართავთ" - იხსენებს მარი ღიმილით.
თუმცა, ამ ფაქტებს ის არ დაუბრკოლებია, პირიქით, უფრო მეტი მოტივაცია მისცა დაემტკიცებინა, რომ ქალი კურიერიც ისევე ეფექტურად ართმევს თავს ამ საქმეს, როგორც მამაკაცები და საერთოდაც, თუ მოინდომებ, ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია.
მარის გამორჩეულად უყვარს თავისი სამუშაო უბანი და ყოველდღიურ გამოწვევებსაც გერმანული სიზუსტით ართმევს თავს.
ნუ გაგიკვირდებათ, რადგან პუნქტუალურობა მარის ის მახასიათებელია, რაც გერმანელმა წინაპრებმა დაუტოვეს.
თავისუფალ დროს მოგზაურობას უთმობს. მოსწონს ახალი ადგილების აღმოჩენა და ადამიანებთან შეხვედრა. ეს ნაწილი კი არც სამსახურეობრივი საქმიანობის დროს აკლია, ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევს კომუნიკაცია.
ინტერვიუს პროცესში მარიმ მის შესახებ საინტერესო ფაქტიც გაგვიმხილა, რაც აქამდე არ ვიცოდით. თურმე, სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და წლების განმავლობაში ექთნადაც მუშაობდა.
რაც ეს ამბავი გავიგეთ, იმედიანად ვართ და ასე ვხუმრობთ სამსახურში - "თუ დაგვჭირდება, მარი ექთანი მოგვხედავს"
დასასრულს ვკითხეთ, როგორი იქნებოდა ონვეი, როგორც ადამიანი და რას ურჩევდა იმ ადამიანებს, ვისაც კურიერის პოზიციაზე სურს დასაქმება. მარიმ გვიპასუხა: "ონვეი, რომ ადამიანი იყოს, სამართლიანი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქალბატონი იქნებოდა". ეს აღწერა კი კარგად ასახავს იმ ღირებულებებს, რაც მარის და ონვეის აერთიანებთ - ურთიერთგაგება და პასუხისმგებლობა.
მომავალ კოლეგებს კი ურჩევს: "არ მიაქციოთ ყურადღება სტერეოტიპებს. თუ ფიქრობთ, რომ ამ საქმის კეთება გინდათ, სცადეთ! მჯერა, საუკეთესოდ გაართმევთ თავს''.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!