ზვიად ფარულავა - კურიერი

გაიცანით ზვიადი, ჩვენი საკურიერო გუნდის კიდევ ერთი პროფესიონალი და ერთგული თანამშრომელი, ის 3 წლის წინ შემოგვიერთდა კურიერის პოზიციაზე და მალევე დაგვამახსოვრა თავი გამორჩეული თვისებებით.
უყვარს ხალხთან ურთიერთობა და როგორც გვეუბნება, კურიერის პროფესიაც, ნაწილობრივ, ამ მიზეზის გამო აირჩია, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ერთგვარ გამოწვევად ექცა.
საუბრისას უფრო დეტალურად ჩავეკითხეთ, თუ რა იყო ისეთი რამ, რაც არ მოსწონდა და მთავარ მიზეზად ავტომობილის პარკირება დაგვისახელა,რაც ქალაქში მოსიარულე კურიერთათვის ნამდვილად დიდი თავსატეხია.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა პასუხი კითხვაზე, თუ რომელ სუპერძალას აირჩევდა ერთი დღით, ცხადია, ტელეპორტაციის უნარსო.
აქვე, ვთხოვეთ 3 ანიმაციური გმირის დასახელება, ვისთანაც სიამოვნებით მიიტანდა ამანათებს, ეს პერსონაჟები კი ტომი, მეფე ლომი და გრინჩი აღმოჩდნენ.
ამასთან, სახალისო ფაქტიც გაგვიზიარა, რაც აქამდე არ ვიცოდით მის შესახებ, ბავშვობაში აქტიური სპორტით იყო დაკავებული, კარატეზე დადიოდა და გარკვეული მიღწევებიც კი ჰქონია, ახლა კი ამ უნარებს, როგორიცაა სწრაფი რეფლექსები და მოქნილობა სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყენებს.
თავისუფალ დროს ფეხბურთის ყურება უყვარს და ონვეის საფეხბურთო გუნდის აქტიური გულშემატიკვარიც გახლავთ, 2024-ის ზაფხული კი გამორჩეულად საინტერესო იყო მისთვის ევროპის ჩემპიონატის გამო, სადაც სხვა გუნდის გულშემატკივრობის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ქომაგობდა.
დასასრულს ზვიადს ვთხოვეთ ონვეი ადამიანად წარმოედგინა და კურიერის პოზიციით დაინტერესებული ადამიანებისთვის რამდენიმე რჩევა მიეცა.
კომპანიას ასე აღწერს: ,,ონვეი, როგორც ადამიანი, იქნებოდა მრავალმხრივი პიროვნება, რომელიც ერთდროულად ბევრ საქმეს აკეთებს და ყველა გამოწვევას უმკლავდება.
კურიერის პოზიციაზე მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვურჩევდი იყვნენ ყურადღებიანები და მონდომებული, ეს ორი თვისება ძალიან დაეხმარებათ სამუშაო პროცესში".
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!