ლაშა გაბათაშვილი - ექაუნთ მენეჯერი

ლაშა გაბათაშვილი - ექაუნთ მენეჯერი

გაიცანით ონვეის ექაუნთ მენეჯერ - ლაშა. ლაშა ის ადამიანია, ვისაც მეგობარი კომპანიები და მათთან კომუნიკაცია ჩავაბარეთ, ამ საქმეს კი უკვე 4 წელია ძალიან წარმატებით ართმევს თავს.

ლაშა ის ადამიანია, ვისაც ერთდროულად 5-ზე მეტ აპლიკაციაში შეუძლია კომუნიკაცია, ვერ გეტყვით, რომ ამდენ აპლიკაციასთან ჭიდილი ემარტივება, თუმცა ყველა გზას იყენებს, რომ ჩვენი პარტნიორი მაღაზიების წარმომადგენლებს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეთ/

თავისუფალ დროს ფეხბურთის ყურებასა და თამაშს უთმობს, სხვადასხვა საფეხბურთო გუნდთან ერთად, ონვეის გუნდსაც აქტიურად გულშემატკივრობს. თუმცა, მიუხედავად ფეხბურთის სიყვარულისა, როცა ვკითხეთ თუ რომელ სპორტს შეადარებდა თავის სამუშაოს, ამ შემთხვევაში, ჩოგბურთი აირჩია.

ძალიან უყვარს ფილმებიც და ჩვენს დასმულ კითხვაზე, თუ რომელი ფილმის ან ანიმაციის პერსონაჟს გაუცვლიდა 1 დღით სამუშაოს და რატომ ასე გვიპასუხა: ,,1 დღით სამუშაოს გაცვლა, რომ შემეძლოს ფილმის რომელიმე პერსონაჟთან, დაუფიქრებლად მანიბოლში (Moneyball), ბრედ პიტის პერსონაჟ ბილი ბინს ავირჩევდი,რადგან 0-დან აყალიბებს ბეისბოლის გუნდს და საინტერესოა ჩემთვის სკაუტიზმი."

ლაშა ძალიან მხიარული ადამიანია და ხშირად გვანებივრებს საინტერესო ისტორიებით, საიდუმლოებებსაც გვიზიარებს, აი, მაგალითად სულ ახლახანს გამოგვიტყდა ინდურ ფილმზე ვიტირე ერთხელო.

ძალიან კი გვაინტერესებდა ამ ფილმის ეპიკური შინაარსი, მაგრამ აღარ ჩავეძიეთ.

დასასრულს ონვეისთან ერთი საერთო ღირებულების გამორჩევა და კოლეგების დახასიათებაც ვთხოვეთ, ღირებულებაში პროფესიონალიზმი გამოარჩია, ხოლო კოლეგებთან დაკავშირებით, ის მახასიათებელი რაც ყველაზე მეტად უყვარს: ,,უშუალობა და მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ."

პატარა რჩევაც დაგვიტოვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენს კომპანიაში ან ზოგადად ექაუნთ მენეჯერად სურს მუშაობა: ,, იყავით ლოიალურები, ეცადეთ ჩაწვდეთ მეორე მხარის საჭიროებებს, შესთავაზეთ დახმარების სხვადასხვა გზები და ხერხები, იყავით მაქსიმალურად თავისუფალი და ეს სილაღე მოგცემთ უნაარს მარტივად გაუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციებს".

ლინკის დაკოპირება