დაჩი დარჩიაშვილი - დისპეტჩერი

ონვეიში ვაფასებთ თანამშრომლის საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და ყოველთვის ვცდილობთ შეძლებისდაგვარად წავახალისოთ ისინი.
ამჯერად დაჩის გაგაცნობთ, ონვეის გუნდს 4 წლის წინ კურიერის პოზიციაზე შემოუერთდა, თავი დაგვამახსოვრა, როგორც პასუხისმგებლიანმა კურიერმა, მალევე პოზიციის ცვლილება შევთავაზეთ და დღეს გაათმაგებული პასუხისმგებლობითა და წარმატებით დისპეტჩერის ფუნქცია-მოვალეობებს ითავსებს.
როგორც გვიყვება, კურიერის გამოცდილება ძალიან დაეხმარა ახლანდელ პოზიციაზე ოპერაციული - ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვაში, ასევე კურიერებთან კომუნიკაციისას, მათი საჭიროებების გაგებაში.
უყვარს ბუნებაში კემპინგი, აქტიური დასვენება და ხშირად, თავისუფალ დროს ოჯახთან, მეგობრებთან და ძაღლებთან ერთად ატარებს.
ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი დაჩი ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია - სამსახურშიც ზრუნავს მიუსაფარ ცუგოებზე, ხოლო სახლში 2 ძაღლი და კატა ჰყავს, რომელთაც ასევე არ აკლებს მოვლა-პატრონობას.
კარგი მოტივატორიც გახლავთ, ამაზე მისთვის საყვარელი ფრაზაც მეტყველებს: ,,ყოველი გამოწვევა, რომელსაც გადავლახავთ, უფრო გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან'' და ასევე იმ ღირებულება-ხედვაში, რაც ონვეისთან აკავშირებს: საერთო მიზნისკენ დაუღალავად სვლა.
აქვე ვთხოვეთ დაესახელებინა, თუ რა უყვარს ყველაზე მეტად კოლეგებში და ონვეი წარმოედგინა, როგორც ადამიანი, რაზეც გვიპასუხა: ,,ყველაზე მეტად რაც მიყვარს ჩემს კოლეგებში არის საერთო მიზნისკენ ბრძოლა, ურთიერთპატივისცემა, მეგობრული გარემო. რაც შეეხება ონვეის, როგორც ადამიანს, წარმომიდგენია ინოვატორ, შრომისმოყვარე და გამოწვევების მიუხედავად უშიშარ ადამიანად".
დასასრულს პატარა რჩევაც დაგვიტოვა მათთვის, ვისაც ჩვენს კომპანიაში სურს დასაქმება: ,,გუნდის თითეულ წევრს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია პროცესების წარმატებული მართვისთვის, იყავით ორგანიზებულები და პასუხისმგებლიანები, რათა ეფექტურად შეძლოთ რიგ გამოწვევებთან გამკლავება".
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!