Onway - Master League ფინალი 2024
ჩვენი საფეხბურთო გუნდი მასტერლიგა 3-ის სეზონის ჩემპიონია!
როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, საფეხბურთო მოედანზეც გამოვავლინეთ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელზეც ჩვენი კომპანია დგას - პროფესიონალიზმი, გუნდური სულისკვეთება, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის მხარდაჭერა რთულ მომენტებში.
ამ ყოველივემ კი მოგვიტანა შთამბეჭდავი შედეგები:
16 მატჩიდან 14 გამარჯვება
76 გატანილი გოლი - ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი
ჯამურად მოპოვებული 42 ქულა
გუნდურობის დამსახურებაა ინდივიდუალური მიღწევებიც, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - კოტე ლურსმანაშვილი გახდა (32 გოლი), Საუკეთესო ასისტის ავტორებიც ონვეის შემადგენლობით დაკომპლექტდა: დავით ქარსელაძე - 18 საგოლე გადაცემა, გიორგი ვაზაგაშვილი - 15 საგოლე გადაცემა და კოტე ლურსმანაშვილი - 9 საგოლე გადაცემა ⚽
მადლობა ყველა ფეხბურთელს შრომისმოყვარეობისა და გუნდური სულისკვეთებისთვის, მათთან ერთად ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ადამიანებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ წარმატებაში:
თამარ გოგოლაშვილს - კომპანია "ონვეის" დამფუძნებელს
დავით ქარსელაძესა და ბექა გოგოლაშვილს - საფეხბურთო გუნდის დამფუძნებლებს
ალექსი თელიაშვილს - გუნდის მთავარ მწვრთნელს
და ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა.
წინ სუპერთასის გათამაშება გველოდება, აქაც მთელი ძალით ვიბრძოლებთ წარმატებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ერთიანობა კვლავ გამარჯვებამდე მიგვიყვანს.