Onway - Master League ჩემპიონატი 2024

ონვეის საფეხბურთო გუნდმა მასტერლიგის 2024 წლის, ზაფხულის სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებებით დაასრულა !
11 მატჩის მდგომარეობით სატურნირო ცხრილში ლიდერები გავხდით: 10 მოგება და მხოლოდ 1 წაგება.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი ბომბარდირის, კოსტა ლურსმანაშვილის შესანიშნავი თამაში, რომელმაც 26 გოლი გაიტანა.ასევე, გიორგი ვაზაგაშვილისა და დავით ქარსელაძის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელთაც ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულეს.
თუმცა, ეს ინდივიდუალური მიღწევები მხოლოდ ნაწილია საერთო წარმატების. ყველა მოთამაშის ერთსულოვნება, ურთიერთმხარდაჭერა და გუნდური სულისკვეთება იყო ის ძალა, რომელმაც ჩვენი გუნდი ასეთ მაღალ შედეგებამდე მიიყვანა.
ზაფხულის სეზონმა გვაჩვენა, რომ ონვეის საფეხბურთო ნაკრებს აქვს უდიდესი პოტენციალი კიდევ უფრო მაღალი მიზნებისკენ ისწრაფოს.
დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი საოცარი შედეგებისთვის, მოუთმენლად ველოდებით შემოდგომის სეზონს.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!