ნიკა მაღრაძე - მთავარი ბუღალტერი
დღეს ონვეის კულისებში შეგახედებთ და გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ციფრების ქაოსს სრულყოფილ წესრიგად აქცევს.
ნიკა მაღრაძე, ჩვენი მთავარი ბუღალტერი, 2022 წლიდან ზუსტად იმ ოსტატობით ალაგებს ფინანსურ დეტალებს, როგორც „ონვეი“ უზრუნველყოფს ლოგისტიკურ სიმარტივეს.
თუ ფიქრობთ, რომ მისი ცხოვრება მარტო ციფრები და ფორმულებია, ცდებით. სამსახურის გარეთ ნიკა სულ სხვანაირ სამყაროში გადადის - სპორტს, მოძრაობასა და მეგობრებთან ერთად განტვირთვას მისი დატვირთული დღე ბალანსში მოჰყავს.
დღეს ყოველთვის ერთი ფორმულით იწყებს - ყავა + დღის გეგმების სწრაფი გადახედვა.
და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბუღალტერი უბრალოდ „ციფრებს უყურებს და სულ სერიოზულია“, ნიკას გაცნობით ეს მითიც დაიმსხვრევა.
მისი იუმორი ისეთივე ზუსტი და გასაგებია, როგორც მის მიერ აწყობილი და ჩაწიკწიკებული ექსელის ცხრილები.
ნიკამ ჩვენთან საუბარში ციფრი 15 ხშირად და დიდი ემოციებით ახსენა. გუმანი გვკარნახობს, რომ თვის ეს რიცხვი ბუღალტრებისთვის განსაკუთრებით მძიმეა.
ღირებულება, რომელიც ,,ონვეისთან" აკავშირებს, გუნდურობაა.ნიკა თავად ყოფილა ფეხბურთელია და დღესაც ფიქრობს, რომ საუკეთესო მატჩები გუნდთან ერთად იგეგმება ოფისშიც, მოედანზეც და ბუღალტერიაშიც.
ბოლოს რჩევაც დაგვიტოვა მათთვის, ვისაც ამ პოზიციაზე სურს დასაქმება - „იყავით ყურადღებიანი, ციფრებთან ყურადღება მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ , რომ იუმორიც ისეთივე საჭიროა, როგორც ექსელი.“ როცა ამას ბუღალტერი გეუბნება, როგორ გინდა, არ დაიჯერო.
ვუსურვოთ ნიკას წარმატებები, ბალანსი ცხოვრებაში და ნაკლები სტრესი ყოველი თვის 15 რიცხვში.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!