იოსებ აფრიამაშვილი - სორტირების მენეჯერი
გაიცანით იოსებ აფრიამაშვილი - სორტირების მენეჯერი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავს, რომ ამანათები სწორად, სწრაფად და ეფექტურად გადანაწილდეს.
სორტირების სივრცეში დინამიკა მუდმივად იცვლება, თუმცა, იოსებს სწორედ ეს ტემპი მოსწონს - ბევრი ამანათი მისთვის ნიშნავს მეტ მოძრაობას, მეტ კონცენტრაციასა და უფრო სწრაფ სამუშაო რიტმს.
ამ პროცესში კი მისთვის უდარდელობის განცდას ერთი რამ ქმნის - საქმის კარგად ცოდნა.
როდესაც იცი, რას აკეთებ, ლოგისტიკური ქაოსის მართვა მარტივია და ყველაფერი უფრო მშვიდად მიდის.
ფიქრობს, რომ საწყობის საუკეთესო თანამშრომლები კომიქსებიდან ფლეში და ჰალკი იქნებოდნენ. ერთს სწრაფად გადაადგილება შეუძლია, ხოლო მეორეს - სიმძიმეების მარტივად აწევა.
იოსებისთვის საწყობიდან გასული ერთი ამანათი კიდევ ერთ კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს და ეს მართლაც ასეა.
,,ონვეის" გზავნილების უმრავლესობა ხომ ხშირად მომხმარებლამდე სწრაფად, უსაფრთხოდ და თავდაპირველი სახით მიდის.
სამსახურის გარეთ იოსების დრო ხელოვნებასა და მეგობრებს ეთმობა. ხატვა და კრეატიული საქმიანობა მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საყვარელი გზაა, ხოლო მეგობრებთან გატარებული დრო კი დადებითი ემოციებით დამუხტვის საშუალება.
დროის მანქანა რომ ჰქონდეს, წარსულში იმოგზაურებდა და დავით აღმაშენებელს შეხვდებოდა, ადამიანს, რომელმაც ძლიერი სახელმწიფო და ერთიანობის იდეა შექმნა.
ამ პასუხის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ შთამაგონებელ ფრაზად სწორედ ეს დაასახელა - „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.“
ერთ-ერთი თვისება, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობს, თბილისის ქუჩების შესანიშნავი ცოდნაა , ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებისა და უბნების დიდი ნაწილი ზეპირად იცის, რაც ლოგისტიკაში ნამდვილად დიდი პლიუსია.
სწორედ ამიტომ მათ, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობას გეგმავს, იმავეს უჩევს - ქალაქის ქუჩები კარგად შეისწავლონ.
ვუსურვოთ იოსებს წარმატებები და საინტერესო ნამუშევრების შექმნა.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!
გამოწერა