ქეთი კაპანაძე - მომხმარებელთა მომსახურების ხელმძღვანელი

ქეთი კაპანაძე -  მომხმარებელთა მომსახურების ხელმძღვანელი

დღეს ქეთი კაპანაძეს, ქოლ-ცენტრის მენეჯერს, „ონვეი დელივერის“ მომხმარებელთა მომსახურების ხელმძღვანელს გაგაცნობთ, რომელიც აგერ უკვე 5 წელია გულისყურით უსმენს ჩვენს მომხმარებლებს.

ქეთის ყოველდღიურობა ზარებით იწყება - სურვილები, კითხვები, პრობლემები, მოლოდინები… მისი საქმე მხოლოდ მოსმენა არ არის. 

ეს არის გაანალიზება, დაგეგმვა და ისეთი კომუნიკაცია, რომლის დროსაც მომხმარებლებიც კმაყოფილები რჩებიან და კომპანიის ინტერესებიც გათვალისწინებულია. 

ყველაზე მეტად  ის პასუხისმგებლობა უყვარს, რომელიც კომპანიამ მიანიჭა - საჭიროების შემთხვევაში გამონაკლისების დაშვება, რაც საშუალებას აძლევს, მომხმარებელს მეტი კომფორტი შეუქმნას.

სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში მუსიკა ეხმარება. კლასიკური მუსიკა, თურმე, ის სფეროა, რომელიც ბავშვობიდან უყვარს. თავის საყვარელ ნაწარმოებად ,,ნოსტალგია" დაგვისახელა. ალბათ ამიტომაც არის, რომ ხმაურიან ზარებს შორისაც კი ახერხებს მშვიდი რიტმის შენარჩუნებას. 

თანამშრომლებისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ ბავშვობაში ქეთის „მათე ბიჭს“ ეძახდნენ. 

ცელქი იყო, ფეხბურთი უყვარდა, მანქანებით თამაშობდა და მოკლე თმას ატარებდა. დღეს კი იმავე უშიშარი ხასიათით სხვა მოედანზე თამაშობს.

მისი „სუპერძალა“ ურთიერთობებში? კომუნიკაბელურობა! ამბობს, რომ ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან საერთო ენის პოვნა მისთვის ბუნებრივია.

ზარებს ფერებად რომ აყალიბებდეს, ქეთის პალიტრა ასეთი იქნებოდა:

  • გატანილი ამანათი - მწვანე
  • საწყობში მყოფი - ყვითელი
  • პრობლემური - ალისფერი

და მისი სუპერძალის დახმარებით სწორედ ამ ალისფერს აქრობს ყველაზე სწრაფად.

,,ქაოსის შეუმჩნევლად მართვა“ გამოცდილებამ ასწავლა. ის, რაც თავიდან რთული იყო, დღეს რამდენიმე წამში სწორი გადაწყვეტილებით სრულდება.

მათთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობა სურს, ერთი რჩევა აქვს - „ონვეი ერთი დიდი გუნდია. მთავარია, ამ გუნდის წევრობა გინდოდეს და  საქმეს აუცილებლად ისწავლი.“

წარმატებები ვუსურვოთ ქეთის, მეტი მწვანე ზარი, ნაკლები ალისფერი და ის სიმშვიდე, რომელსაც სხვებსაც ხშირად უზიარებს.


ლინკის დაკოპირება