ფიზიკური პირი

ფიზიკური პირი

ონვეის გუნდი მუდმივად ცდილობს კილომეტრები უმნიშვნელო დაბრკოლებად აქციოს ნებისმიერი თქვენგანისათვის. სწორედ ამიტომ, სულაც არ არის საჭირო, რომელიმე კომპანიის წარმომადგენლი იყოთ და მხოლოდ დიდი კორპორატიული გზავნილის შემთხვევაში მოგვმართოთ დახმარებისათვის. 

ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის გაკეთება, მოულოდნელი საჩუქრის ან უბრალოდ რაიმე ნივთის გაგზავნა გსურდეთ.

ასეთი განსაკუთრებული ემოციებისა თუ ყოველდღიური ამანათების გასაზიარებლად ონვეიში ფიზიკური პირებისათვის მარტივი გადაწყვეტილება შევქმენით.
რას გთავაზობთ?

რას გთავაზობთ?

  • რეგისტრაციისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ამანათების მარტივად და სწრაფად გაგზავნას მთელი საქართველოს მასშტაბით
  • შესაძლებლობას, რომ ონვეის ვებ-გვერდის დახმარებით თვალი ადევნოთ გზავნილის სტატუსს და მიიღოთ შეტყობინება ამანათის ჩაბარებისას
  • სანდო მომსახურებას - კონფიდენციალური გზავნილების, საჩუქრებისა თუ სხვა ტიპის ამანათების მიწოდების საშუალებას
 
და თუ მაინც გადაწყვეტთ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, დამატებითი კომფორტითაც ისარგებლებთ, რაც გულისხმობს:
 
  • წვდომას თქვენს პირად კაბინეტზე
  • ხშირად გამოყენებული მისამართების დამახსოვრებასა და შემდგომი გზავნილის უფრო სწრაფად დარეგისტრირებას
  • პირადი კაბინეტის საშუალებით ამანათისთვის თვალის დევნებას;
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.

მიწოდების კალკულატორი