ხელშეკრულება სატრანსპორტო საკურიერო მომსახურების გაწევის შესახებ

ერთის მხრივ, შპს „ონვეი“ (ს/კ 402059419) (შემდგომში - „ონვეი“), მისი დირექტორის თამარ გოგოლაშვილის სახით, რომელიც მოქმედებს მისთვის შპს „ონვეის“ წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მეორეს მხრივ, ------------- ს/კ ან პ/ნ ----------------- (შემდგომში - „შემკვეთი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის/ფიზიკური პირის ---------------- სახით, ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: 

„შემკვეთი“ და „ონვეი“ ცალ-ცალკე ასევე მოხსენებულნი არიან როგორც „მხარე” ან ერთობლივად - „მხარეები“.

1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში მოხსენიებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

1.1.1 სატრანსპორტო საკურიერო მომსახურება - საქართველოს ტერიტორიაზე შემკვეთის შეკვეთის შესაბამისად ონვეის მიერ საკურიერო მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს შემკვეთის მიერ გადაცემული გზავნილის მიწოდებას ადრესატისთვის წინამდებარე ხელშეკრულებისა და შეკვეთის შესაბამისად. 

1.1.2 მომსახურება - მომსახურება მოიცავს როგორც სატრანსპორტო საკურიერო მომსახურებას, ასევე მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მომსახურებას, რომლესაც ითვალისწინებს წინამდებარე ხელშეკრულება ან რომელსაც ონვეი შესთავაზებს შემკვეთს და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდება დამატებითი შეთანხმება აღნიშნულის შესახებ ან დანერგავს კომპანიაში და შესთავაზებს შემკვეთს როგორც საჯარო შეთავაზებას. ზემოხსენებულის მიხედვით ნებისმიერი მომსახურების შესახებ შეკვეთა მოხდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით და ონვეის წესებისა და პირობების შესაბამისად.

1.1.3 ონვეი - შპს „ონვეი“, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სატრანსპორტო გადაზიდვის - საკურიერო მომსახურებას.

1.1.4 ვებ გვერდი - ონვეის საკუთრებაში არსებული ვებ გვერდი www.onway.ge 

1.1.5 წესები და პირობები - ონვეის მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომელიც გამოქვეყნებული არის ვებ.გვერდზე - https://onway.ge/Terms_and_Conditions, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არის მისი შემავსებელი. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შემკვეთი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებსა და პირობებს, ეთანხმება მას და იაზრებს, რომ ის არის ონვეის ზოგადი მიწოდების პოლიტიკა, რომელიც არის მუდმივად განახლებადი და იცვლება ცალმხრივად ონვეის მიერ. მომსახურების ყველა მნიშვნელოვანი დათქმა, მათ შორის რეგისტრაცია და შეკვეთის გაფორმება, შეფუთვის სტანდარტები, მარკირების წესები, აკრძალული და შეზღუდული ნივთები, გზავნილის აღებისა და ჩაბარების წესები და პროცედურები, მიწოდების წესები, კურიერთან დაკავშირებული ძირითადი დათქმები, დათქმები გაუქმებულ და დაბრუნებულ გზავნილებზე, ფინანსური პირობები, დავებისა და პრეტენზიების განხილვის წესი, პასუხისმგებლობის დათქმები, მიწოდების ვადები და მომსახურების სხვა ნიუანსები და პროცედურები გაწერილია წესებსა და პირობებში.

1.1.6 პლატფორმა - ვებ გვერდზე განთავსებული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს ამანთების გაფორმების, მიწოდების სტატუსის შემოწმების და მომსახურების მართვის მთავარ ინსტრუმენტს. პლატფორმაზე შემკვეთს ექნება პირადი სივრცე, სადაც შეძლებს მიღებული მომსახურების კონტროლს და კომუნიკაციას ონვეისთან. პლატფრომაზე გამოვლენილი ნება ითვლება იურიდიული ძალის მქონე ნების გამოვლენად და პლატფორმაზე გაკეთებული შეტყობინება უთანაბრდება წერილობით გაკეთებულ შეტყობინებას.  პლატფორმაზე განხორციელებული ნებისმიერი განახლება თუ ცვლილება წარმოადგენს შემკვეთისათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წინაპირობას. 

1.1.7 შემკვეთი - ამ ხელშეკრულების მხარე, პირი, რომლის დავალების საფუძველზე ხდება ონვეის მიერ საკურიერო მომსახურების განხორციელება.

1.1.8 მიმღები/ადრესატი - მესამე პირი, რომელთანაც ონვეი ახორციელებს შემკვეთის მიერ მიცემული დავალების მიხედვით საკურიერო მომსახურებას და შესაბამისად, შეკვეთით გათვალისწინებული გზავნილის მიწოდებას. მიმღები სამართებლივ ურთიერთობაში არის შემკვეთთან, რომელთანაც ონვეის მომსახურება ხორციელდება შემკვეთსა და ონვეის შორის დადებული ხელშეკრულებისა და წესებისა და პირობების შესაბამისად.

1.1.9 გზავნილი - პლატფორმის საშუალებით რეგისტრირებული გზავნილი -  ამანათი/ნივთი (კონკრეტულად გზავნილი და მასში ნაგულისხმევი მითითებული ტერმინები წინამდებარე ხელშეკრულებაში, მოიცავს ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ რა პირობაც ვრცელდება ერთ-ერთზე, ვრცელდება ყველაზე თანაბრად) - შეკვეთით გათვალისწინებული ნებისმიერი გასაგზავნი ნივთი/ამანათი, რომლის მიწოდებაც უნდა მოხდეს შეკვეთის შესაბამისად ადრესატისთვის. 

1.1.10 აკრძალული ნივთები -  ნივთი, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც საფრთხეშემცველი ან მალფუჭებადი, ასევე გზავნილი, რომელიც თავისი თვისებების გამო არის ან შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებების, გადასაზიდი გზავნილის, მოწყობილობების,  აფეთქების, დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილის, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან გარემოს დაზიანება-დაბინძურების მიზეზი. აკრძალული ნივთების ზუსტი ჩამონათვალი და მახასიათებლები გათვალისწინებულია წესები და პირობებში.

1.1.11 წერილობითი შეტყობინება -  წერილობითი შეტყობინება, პლატფორმაზე გაკეთებული შეტყობინება, ასევე ტელეგრამა, ტელეფაქსი ან ნებისმიერი ჩანაწერი ელექტრონული სახით, რომელიც იძლევა ადრესატისათვის გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას, და რომლის გამოყენებაზეც მხარეები შეთანხმდებიან. 

1.1.12 ელექტრონული ხელმოწერა -  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის, ტელეფაქსის, ტელეგრამის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

1.1.13 სიახლეები - საკურიერო მომსახურებასა და სხვა სერვისების პირობებში onway-ის მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება და ინოვაცია,  რომელიც განთავსდება საიტზე ან წესებსა და პირობებში ან/და რომელიც ეცნობება შემკვეთს, პლატფორმაზე შეტყობინების გზით, რომელიც სამართლებრივ ძალას იძენს შესაბამის შეტყობინებაში დაფიქისრებული თარიღიდან.

1.1.14 განაცხადი - შემკვეთის მიერ ონვეის მიერ ხელმისაწვდომი საშუალებით გაკეთებული განაცხადი. ასეთი საშუალება შეიძლება იყოს:
ა) მარტივი შეკვეთა - როდესაც შეკვეთაზე განაცხადი რეგისტრირდება ინდივიდუალურად, პლატფორმაზე არსებული და ხელმისაწვდომი ფორმით.
ბ) ჯგუფური ატვირთვა - როდესაც შეკვეთაზე განაცხადი რეგისტრირდება პლატფორმაზე სპეციალური ექსელის ფორმის ატვირთვის გზით, ხელმისავდომი ფორმატითა და მოცულობით.  ასეთ დროს ერთი ექსელის ფაილით შეიძლება მოხდეს მრავალი შეკვეთის განხორციელება.
გ) ინტეგრაცია -  ინტეგრაციის საშაულებით, თუ მხარეები შეთანხმდებიან, და განახორციელებენ შემკვეთის სისტემის პლატფორმასთან ინტეგრაციას, რა დროსაც პლატფორმაზე API ინტეგრაციით აისახება და შემოვა შეკვეთის განაცხადები.

1.1.15 COD – Cash on Delivery მომსახურება, ონვეის ფასიანი მომსახურება, რომელიც გულისხმობს გზავნილის მიმღებისათვის ჩაბარების დროს მიმღებისათვის გზავნილის ღირებულების ნაღდი ანგარიშსწორების გზით მიღებას.  ასეთ დროს მიმღები ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას კურიერთან, აღნიშნული  გზით მიღებული თანხა წარმოადგენს შემკვეთისათვის მისაღებ შეკვეთის ღირებულებას და არ წარმოადგენს ონვეის სარგებელს, თუმცა ონვეი უფლებამოსილია ამ თანხიდან გამოქვითოს ასეთი მომსახურების ღირებულება.

1.1.16 სამუშაო დღე - ონვეის მიერ დადგენილი სამუშაო დღეები, აგრეთვე ან/და  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე. სამუშაო დღედ არ მიიჩნევა დღეები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, როგორც უქმე (არასამუშაო) დღეები.

1.1.17 უქმე დღე - საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ყველა დასვენების დღე, რომელიც არ არის სამუშაო დღე. ასევე, შპს „ონვეის“ მიერ დაწესებული უქმე დღე, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება შემკვეთს არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

1.1.18 არასამუშაო დრო - სამუშაო საათების გარდა ნებისმიერი დრო/საათი.

1.1.19 სამუშაო საათები - შპს „ონვეის“ სამუშაო საათები არის სამუშაო დღეების 10:00-დან 19:00-მდე. 

1.1.20 წერილი/ოფიციალური წერილი/შეტყობინება: როგორც მატერიალური სახით გაგზავნილი წერილი, პლატფორმაზე გაკეთებული შეტყობინება, ასევე ელექტრონული ფოსტა, რომელიც გაგზავნილი იქნება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული  შემკვეთის და ონვეის ელ.ფოსტაზე. ხელშეკრულების მიზნებისთვის მხარეები განსაზღვრავენ საკონტაქტო პირებს:

1.1.20.1 დამკვეთის ელ.ფოსტა:  

1.1.20.2 ონვეის ელ.ფოსტა: info@onway.delivery

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ონვეი  კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს შემკვეთს მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული მომსახურების საფასური.

2.2. წინამდებარე ხელშეკრულება არ ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვებზე, საბაჟო პროცედურებზე, აკრძალულ ნივთებზე, სახიფათო, რეფრეჟირატორულ ან სპეციალური რეჟიმის ტვირთებზე, თუ მხარეთა შორის წერილობით სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.

2.3. ურთიერთთანამშრომლობისთვის მხარეებს აქვთ უფლება განახორციელონ ინტეგრაცია და ისარგებლონ ინტეგრაციით განაცხადების რეგისტრაციის შესაძლებლობით. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ინტეგრაცია გულისხმობს ონვეისა და შემკვეთის ქსელების სისტემურ დაკავშირებას, რომლის საფუძველზეც შემკვეთის სისტემიდან ონვეის სისტემაში ავტომატურად მოხვდება შემკვეთის მიერ თავის სისტემაში განთავსებული შეკვეთის (გზავნილის) წარმოდგენა ონვეის პლატფორმაზე.  მხარეები პასუხისმგებელი არიან მათი წილი ტექნიკური ნაწილის გამართულად მუშაობაზე. დროის ყველა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც არ იქნება ინტეგრაცია განხორციელებული ნებისმიერი გზით, განაცხადი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მარტივი შეკვეთის ან ჯგუფური ატვირთვის გზით, რაც არ შეიძლება ჩაითვალის ონვეის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად.

2.4. წინამდებარე მუხლის 2.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მხარეები იმოქმედებენ ამ ხელშეკრულების, წესებისა და პირობების, საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით დადგენილი წესების მიხედვით. დამკვეთი აცხადებს და ეთანხმება ონვეის მიერ მომსახურების წესებსა და პიროებებს და აცხადებს, რომ არ მოსთხოვს ონვეის სპეციალური წესებითა და პირობებით გზავნილის მიწოდებას, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია წესებსა და პირობებში.

2.5. შემკვეთი აცხადებს, რომ მომხარებელთან (ადრესატთან) არ აიღებს ამ ხელშეკრულებისა და წესებისა და პირობებისაგან განსხვავებულ პასუხისმგებლობას. ყველა ასეთ შემთხვევაზე სრულ პასუხიმსგებლობას იღებს შემკვეთი.

2.6. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად ონვეი მოქმედებს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯებით.

2.7. ონვეის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მხარეთა მიერ შეთანხმებული საფასო პოლიტიკის შესაბამისად. ონვეის უფლება აქვს დააწესოს მომსახურების (ამანთის გაგზავნისა და ჩაბარების, უკან დაბრუნების, ხელმეორედ გადატანის და სხვა) ღირებულება, რაც ოფიციალურად ქვეყნდება ვებ.გვერდზე. თუ მხარეთა შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება სპეციალურ ფასთან დაკავშირებით, ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებით გამოიყენება ონვეის საფასო პოლიტიკა, ხოლო თუ მხარეთა შორის არსებობს სპეციალური  შეთანხმება ფასებთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმება უნდა იყოს ხელმოწერილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით და უნდა დაერთოს ხელშეკრულებას დანართის სახით. ასეთ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება იანგარიშება ასეთი შეთანხმების საფუძველზე.

2.8. მიწოდების ვადები განისაზღვრება წესებითა და პირობებით, თუ მხარეთა შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება წერილობითი ფორმით. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, შემკვეთი აცნობიერებს, რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით, ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მიწოდების ვადები შეიძლება შეიცალოს ცალმხრივად ონვეის მიერ, რომელთან დაკავშირებითაც ონვეი წინასწარ 10 სამუშაო დღით ადრე ჩააყენებს დამკვეთს საქმის კურსში შეტყობინების გზით. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს პორტალზე ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

2.9. ონვეის მომსახურება მოიცავს, როგორც გზავნილის მიწოდებას ადრესატისთვის, ასევე მხარეთა შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ დამატებითი სახის მომსახურებებს, რომელიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებით, წესებითა და პირობებით და მასთან თანდართული დოკუმენტაციით. სახელშეკრულებო ურთიერთობისას ონვეიმ შესაძლებელია შესთავაზოს შემკვეთს დამატებითი სახის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეცვლილი ან/და გაუმჯობესებული სახით მიწოდება, რომელიც არ შეცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ მომსახურების ძირითად პირობებს და მიზანს. ონვეის მიერ გაწეული მომსახურების საფასურში არ შედის:  დოკუმენტის უკან მიწოდების (მაგალითად განვადების დროს დოკუმენტის მიწოდებისას, რომელზეც განხორციელდა საპასუხო ხელმოწერა), დასურათების, COD სერვისის, კონკრეტული დროის მიტანის სერვისის  და სხვათა ღირებულებას, რომლისთვისაც ონვეის უფლება აქვს დააწესოს დამატებითი საფასური. ონვეის მიერ შეთავაზებული დამატებითი მომსახურებების და მათი ღირებულებების შესახებ ინფორმაცია თავსდება ვებ გვერდზე. ასეთი სერვისებით სარგებლობის ფუნქცია შეიძლება ასევე ხელმისაწვდომი იყოს პლატფორმაზე.

2.10. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, მათ შორის, მხარეები იღონებენ ყველა ძალისხმევას, რომ მოხდეს სატრანსპორტო გადაზიდვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გამოწერილი ზედნადებებით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გზებითა და საშუალებებით.

2.11. COD მომსახურების შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენს შემკვეთისათვის მისაღებ შეკვეთის ღირებულებას და არ წარმოადგენს ონვეის სარგებელს, თუმცა ონვეი უფლებამოსილია ამ თანხიდან გამოქვითოს ასეთი მომსახურების ღირებულება. ადრესატის მიერ ონვეისათვის მიწოდებული თანხიდან ონვეი გადასცემს/გადაურიცხავს შემკვეთს ონვეისათვის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიო თანხის გამოკლებით დარჩენილ ოდენობას, რომელიც შეადგენს ყოველი კონკრეტული მიწოდების, მომსახურების განხორციელებისას ადრესატის მიერ გადახდილი თანხის 2%-ს.

2.12. მომსახურების შესრულება მოხდება ონვეის სამუშაო დღეებსა და საათებში, თუ ამ პირობისგან განსხვავებულ პირობაზე მხარეები არ შეთანხმდებიან დამატებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.

2.13. შეკვეთის/განაცხადის განთავსება პლატფორმაზე შემკვეთის მიერ ნიშნავს, დამკვეთის განაცხადს მომსახურების მიღებაზე, ხოლო  ონვეი უფლებას იტოვებს დაადასტუროს ან უარყოს ამანათების რაოდენობა სრულად ან ნაწილობრივ. ასეთი დასტური ნიშნავს, რომ ონვეი მზად არის გაუწიოს შემკვეთს მომსახურება დადასტურებულ ფარგლებში წინამდებარე ხელშეკრულებისა და წესების და პირობების შესაბამისად. შემკვეთმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება ონვეისათვის, რომელიც შესაძლოა  საჭირო გახდეს, როგორც ტარიფის დასადგენად, ისე გზავნილის საიდენტიფიკაციოდ. ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, გათვალისწინებულია პლატფორმაზე და ის შესაძლოა იყოს:.

ა) გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტი, მიმღებისა და გამგზავნის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ზუსტ მისამართს, საფოსტო ინდექსს, საკონტაქტო პირს  და ტელეფონის ნომრებს.
ბ) ინვოისი და საჭიროების შემთხვევაში, გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია; ნებისმიერი დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნულია გზავნილის ღირებულება.
გ) გზავნილის ზუსტი და დეტალური აღწერილობა (წონა ბრუტო და ნეტო, მახასიათებლები, გაბარიტები, რომელსაც ონვეი ახორციელებს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აზუსტებს  მათ. ზომა შემკვეთის მიღებული სისტემის მიხედვით (S, M, L, XL), ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, გზავნილის ზუსტი ზომა ეთითება ონვეის მიერ, გზავნილის მიღებისთანავე;
დ) გადასაზიდი კონკრეტული გზავნილის მიწოდების პირობები;
ე) გზავნილის თვისობრიობა - სახიფათო გზავნილის შემთხვევაში მისი სახეობა და აღწერილობა, სახიფათო ტვირთებისთვის მინიჭებული საიდენტიფიცირებელი კოდი, ნომერი, კლასი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია გზავნილის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გზავნილის გადაზიდვის ტექნოლოგიაზე (აქციზურობა, დასაწყობების და ტრანსპორტირების თავისებურებანი, და ა.შ.), მის უსაფრთხოებაზე, შეფუთვაზე, მიწოდების ვადაზე.
ზ) რეფრეჟირატორული (მალფუჭებადი) გზავნილის გადაზიდვის შემთხვევაში, გზავნილის გადაზიდვისას საჭირო ტემპერატურული რეჟიმი; მსხვრევადი გზავნილის შემთხვევაში მითითება აღნიშნულზე.
თ) არასტანდარტული გზავნილის შემთხვევაში გზავნილის ზუსტი ზომები და პროპორციები;

2.14. ონვეი იტოვებს უფლებას არ ჩააბაროს გზავნილი, თუ სისტემაში მითითებული არ არის მიმღების ტელეფონის ნომერი.

2.15. შემკვეთი ვალდებულია დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მოამზადოს გზავნილი, რაც გულისხმობს მის სათანადო შეფუთვას, მარკირებას და ყოველი კონკრეტული გზავნილის მახასიათებლებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელ პროცედურებს. აღნიშნული პროცედურა შესაძლებელია შეასრულოს ონვეიმ, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულის შეკვეთის განაცხადში დაფიქსირების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი სათანადოდ არ იქნება შეფუთული, ონვეის შეუძლია უარი თქვას გზავნილის მიღებაზე. ონვეი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს გზავნილის ჩასაბარებლად წაღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ის აკმაყოფილებდა შეფუთვის სტანდარტებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეფუთვის შიგთავსი ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს ან ონვეის დადგენილ წესებსა და პირობებს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, შეფუთვის გარეშე ან არასათანადო შეფუთვად მიჩნეული გზავნილის წაღება ონვეის შეუძლია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებისა და აღნიშნულის შეკვეთის განაცხადში დაფიქსირების საფუძველზე, ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგი მთლიანად თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა დადგეს მის გადაადგილებასთან დაკავშირებით, მისი დაზიანებიდან გამომდინარე არასათანადო შეფუთვისთვის.

2.16. ონვეი გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს შემკვეთის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად და მასზე დაყრდნობით შერჩეული გადაზიდვისთვის გასათვალისწინებელი პირობების მიხედვით. აქედან გამომდინარე, შემკვეთმა ონვეის უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია გზავნილის შესახებ მისი თვისობრიობების და მასთან დაკავშირებული გასაწევი მომსახურების დეტალების შესახებ (ასეთის საჭიროებისას), წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს დამდგარი შედეგისთვის. თუ აღნიშნულით ან/და შემკვეთის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის არასწორად მიწოდებით ონვეის მიადგება ზიანი, შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ონვეის დამდგარი ზიანი.

2.17. ონვეი ვალდებულია შეამოწმოს გზავნილი ან უშუალოდ გზავნილის წამოღებისას, ან ონვეის ოფისში მიტანისას და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს მისი წონა, შესაბამისად, მომსახურების ფასი გზავნილის რეალური წონისა და მოცულობის შესაბამისად. გზავნილის დაზუსტებული წონა და გაბარიტები აისახება პლატფორმაზე, რომლის მიხედვითაც ავტომატურად კორექტირდება  გზავნილის გადაზიდვის მომსახურების საფასური.   

2.18. ონვეის უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერი ამანათის გადაზიდვაზე, რომელიც არ იქნება წესებისა და პირობების შესაბამისად სათანადო შტრიხკოდით მარკირებული. ონვეი ასევე იხსნის სრულ პასუხისმგებლობას შტრიხკოდის გარეშე საწყობში შესულ ნივთზე, მათ შორის მისი დაკარგვის ან შემთხვევითი დაზიანების რისკზე.

2.19. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ონვეის გადააქვს გზავნილი შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, მითითებულ ადრესატთან. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ მიიღებს გზავნილს, შემკვეთი აუნაზღაურებს ონვეის მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურს, ხოლო ონვეი უბრუნებს შემკვეთს მის მიერ გაგზავნილ ნივთს/გზავნილის.
 
2.20. თუ მომხმარებელი არ ჩაიბარებს ნივთს, ან საჭირო გახდა მიმღებისაგან ამანათის წამოღება,  ონვეი უზრუნველყოფს ამ ნივთის უკან დაბრუნებას გამგზავნთან, რაზეც გენერირდება ახალი თრექინგი და ექვემდებარება დადგენილი საფასურით ანაზღაურებას, რომლის გადახდის ვალდებულებაც აქვს დამკვეთს. 

2.21. ტარიფების ცვლილების შესახებ შემკვეთს ეცნობება წინასწარ, შეცვლილი ტარიფები სამართლებრივ ძალას იძენს შეტყობინებიდან 2 კვირის შემდეგ და ავტომატურად მოქმედებს აღნიშნული ვადის შემდეგ გაკეთებულ შეკვეთებზე. 

2.22. გზავნილები, რომელიც ნებისმიერი საფუძვლით აღმოჩნდა ონვეის საწყობში და რომელზეც არ გაფორმდება შეკვეთა ადრესატთან ან შემკვეთთან გასაგზავნად, საწყობში ამანათის მიღებიდან (აღმოჩენიდან) 30 კალენდარული დღის ვადაში, ხდება ონვეის საკუთრება.

3. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

3.1. მომსახურების საზღაური განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მომსახურებისათვის განაცხადში მითითებული გზავნილის მახასიათებლებისა და დადგენილი მიწოდების საფასურით განსაზღვრული პირობების მიხედვით. 

3.2. ონვეი ვალდებულია პლატფორმაზე ასახოს შემკვეთისათვის გაწეული მომსახურების ამსახველი ფინანსური ინფორმაცია. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ განახორციელებენ ყველა აუცილებელ ქმედებას ურთიერთშედარებისთვის. ნებისმიერი პრეტენზია მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით, უნდა დაფიქსირდეს პლატფორმაზე. პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში შემკვეთს წარმოეშვება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, თუ ანგარიშსწორების ვადასთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური შეთანხმება ონვეისა და შემკვეთს შორის.

3.3. საკურიერო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობირვად გაწეული მომსახურებისა და საკურიერო მომსახურების დადგენილი საფასურის შესაბამისად. კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურება და გადასახდელი მომსახურების ღირებულება შემკვეთს უგენერირდება პლატფორმაზე. პლატფორმაზე მომსახურების ღირებულების ასახვა წარმოადგენს შემკვეთისათვის საკმარის საბუღალტრო დოკუმენტს და დაუშვებელია ონვეისგან მოთხოვნილ იქნას დამატებითი საბუთი ან დოკუმენტი ანგარიშსწორებისათვის, თუ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური შეთანხმება ონვეისა და შემკვეთს შორის. იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო მომსახურების ღირებულებას იხდის მიმღები ან შემკვეთი და მიმღები სარგებლობს COD სერვისით, ონვეის უფლება აქვს შემკვეთის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტომატურად გაქვითოს შესაბამისი მომსახურების ღირებულება ან შესაბამისი მომენტისათვის შემკვეთის დავალიანება ონვეის მიმართ, რაც შესაბამისად აისახება პლატფორმაზე.

3.4. მომსახურების და დამატებითი ხარჯების გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებით), ონვეის მიერ წარმოდგენილ (ან პლათფორმაზე ასახულ) შესაბამის ანგარიშში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.5. თუ შემკვეთი სარგებლობს COD მომსახურებით, ონვეი უფლებამოსილია შემკვეთს მიაწოდოს ადრესატის მიერ გადახდილი თანხა თავისი მომსახურების ღირებულების გამოკლებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებით. საგადასახადო მიზნებისათვის მომსახურება იბეგრება მხოლოდ ონვეის საკომისიოს ფარგლებში. ონვეი საკომისოს (2%) გამოკლების შემდეგ, COD მომსახურების შედეგად დარჩენილ ნაშთს ურიცხავს შემკვეთს არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.  მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ გასხვავებულ წესზე, რაზეც აუცილებელია არსებობდეს ორმხრივი წერილობითი შეთანხმება.

3.6. საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში მხარეები იღებენ ვალდებულებას  მოახდნონ ფინანსური ურთიერთშედარება, ინფორმაციისა და ფაქტურების გაცვლა და საანგარიშო თვის მანძლზე შესრულებული მომსახურების/გადაზიდვის ან მიღებული პროდუქციის ღირებულების იდენტიფიკაცია და შესაბამისად ანგარიშსწორება დადგენილ ვადაში. 

3.7. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს წარმოეშვა ონვეის მიმართ დავალიანება (ვადამოსული გადახდა ან გადაუხდელი ჯარიმა/პირგასამტეხლო ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით გენერირებული ვალი), ონვეის უფლება აქვს შემკვეთის წინასწარი თანხმობის გარეშე გამოქვითოს ასეთი დავალიანება იმ თანხიდან, რომელიც ონვეის აქვს გადასახდელი შემკვეთისათვის. 

4. მხარეთა ვალდებულება

4.1. შემკვეთი ვალდებულია:
4.1.1. ონვეისათვის შეკვეთის მისაცემად გააფორმოს განაცხადი პლატფორმაზე გათვალისწინებული საშუალებებით, წესებისა და პირობების შესაბამისად. 
4.1.2. არ გააგზავნოს აკრძალული ნივთი წინასწარ დამატებითი შეთანხმების არსებობის გარეშე.
4.1.3. უზრუნველყოს გზავნილის დროული ჩაბარება ონვეისთვის გადასაცემ ადგილზე, ასევე გზავნილის მარკირება და შეფუთვა წინამდებარე ხელშეკრულებისა და წესებისა და პირობების შესაბამისად. 
4.1.4. მარკირება განახორციელოს იმგვარად, რომ აღნიშვნები გარკვევით ჩანდეს ამანათის მიტანამდე. 
4.1.5. მარკირებისას ეტიკეტზე დაიტანოს ონვეის მიერ მოთხოვნილი ინფომრაცია, ასეთი ინფორმაცი აშეიძლება იყოს:. 
შეკვეთის ნომერი
შეკვეთის ნომრის ბარკოდი
მიმღები ქალაქის ID, რომელიც უნდა ემთხვეოდეს ონვეის მიერ წინასწარ მიწოდებული ID კოდების ქალაქთაშორისო განაწილების სისტემას. 
მიმღები ქალაქი სიტყვიერად
მიმღების მისამართი
მიმღების სახელი და გვარი
თრექინგზე მიბმული ამანათების რაოდენობა
4.1.6. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მარკირების წესები წარმოადგენს ტექნიკურ დეტალს, რომელიც ხელშეკრულებაში ჩადებული არის ინფორმირებულობის მიზნებისათვის და ის შეიძლება წესებითა და პირობებით შეიცვალოს ონვეის მიერ ცალმხრივად. იმ შემთხვევაში როდესაც მარკირება არ ხდება ონვეის სისტემის მეშვეობით, არამედ შემკვეთის მიერ, მის მიერ დანერგილი ტექნილოგიით, შემკვეთი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მარკირების დროს დაიტანოს ონვეის მიერ დაგდენილი სავალდებულო მარკირების კომპონენტები.
4.1.7. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებულ დროში დაფაროს  შემკვეთის მიერ განაცხადში მოთხოვნილი ცვლილებებით ან/და მისი მითითებების შესრულებით გამოწვეული ყველა ხარჯი, ასევე სატრანსპორტო საკურიერო მომსახურების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. 
4.1.8. დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც აუცილებელი არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და გზვანილის შეუფერხებლად მისაწოდებლად.
4.1.9. გაითვალისწინოს მოსალოდნელი ზიანის დადგომის ალბათობა თავისივე გზავნილის ბუნებიდან გამომდინარე და ყველა ზომას მიმართოს მისი თავიდან არიდების მიზნით. ასეთი შემთხვევისას იგი ვალდებულია ონვეის აცნობოს აღნიშნულის შესახებ წინასწარ.
4.1.10. აუნაზღაუროს ზიანი ონვეის, რომელიც ონვეის მიადგება შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების, მათ შორის წინამდებარე მუხლის 4.1. პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო.
4.1.11. აუნაზღაუროს ონვეის გზავნილის დაბრუნების ხარჯები და აღნიშნულიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის სრული ხარჯი შესაძლო დამატებითი ხარჯებით, იმ შემთხვევაში თუ გზავნილის მიმღები უარს აცხადებს მისთვის განკუთვნილი გზავნილის მიღებაზე, ან თუ გზავნილის მიტანა შეუძლებელია ონვეისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. დაბრუნების სტანდარტული  ტარიფი შესაძლოა შეთანხმებული იქნეს მხარეთა შორის წინასწარ.
4.1.12. ონვეის მხრიდან დავალიანების გაქვითვის შემთხვევაში, არ დაუშვას მისი მხრიდან ხელშეკრულების განმეორებითი დარღვევა.  
4.1.13. არ მოსთხოვოს ონვეის დამატებითი სერვისების განხორციელება, რომელიც ოფიციალურად შეთავაზებული არ აქვს ონვეის ვებ გვერდის საშუალებით. 
4.1.14. შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და წესებითა და პირობებით  გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, მომხმარებელთან გზავნილის მიწოდების ნაწილში, პასუხისმგებლობა აიღოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებისა და წესებისა და პირობების ფარგლებში.
4.1.15. პასუხი აგოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც დამდგარია შემკვეთის უშუალო ქმედებიდან ან/და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე.
4.1.16. აანაზღაუროს ის ღირებულება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემკვეთის სურვილიდან გამომდინარე და ონვეის თანხმობით, ონვეის მიერ უქმე და არასამუშაო დღეებში და საათებში მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ასეთი მომსახურება ხორციელდება მხარეთა წინასწარ შეთანხმის საფუძველზე და შეთანხმებული დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ. დამატებითი ღირებულების შეთანხმებისათვის შემკვეთმა საჭირო დღემდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უნდა შეატყობინოს ონვეის მომსახურების გაწევის საჭიეროების შესახებ, ონვეი ვალდებულია, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარყოს იგი. ონვეის მიერ არასამუშაო დროს მომსახურების დადასტურება, ნიშნავს, რომ გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების ყველა ნორმა.  მოთხოვნისათვის იურიდიული ძალის მისაცემად საკმარისია შემკვეთის მიმართვა პლატფორმაზე, წერილობით ან ელ ფოსტზე. ონვეი საკუთარ თანხობას და მომსახურების პირობებს (ფასების ჩათვლით) ადასტურებს იმავე გზებით. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს  მომსახურების შეთანხმებული დამატებითი ღირებულება, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების წესებით.
4.1.17. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის საფუძველზე, რომელიც წარმოშობს ონვეისათვის გადახდის ვალდებულებას, დროულად და კეთილსინდისიერად გადაუხადოს გაწეული მომსახურებისათვის.
4.1.18. ვალდებულია განახორციელოს გზავნილის ისე შეფუთვა, რომ მაქსიმალურად დააზღვიოს მისი დაზიანება ტრანსპორტირებისას.
4.1.19. დაიცვას ონვეის წესები და პირობები.
4.1.20. აცნობოს მიმღებს ონვეის წესები და პირობები ან მისცეს მას ინფორმაცია წესებისა და პირობების ლინკის შესახებ, რომ ადრესატს მომსახურების დაწყებამდე ჰქონდეს ონვეის წესებისა და პირობების გაცნობის შესაძლებლობა.
4.1.21. ადრესატთან წესებისა და პირობებისაგან გასხვავებული შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაბამისი შეკვეთის გაფორმებამდე აცნობოს ონვეის ასეთი პირობების შესახებ და მხოლოდ სპეციალური შეთანხმების მიღწევის შემდეგ გააფორმოს შეკვეთა.
4.1.22. აცნობოს ონვეის წინასწარ, თუ გზავნილის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო არის გზავნილი ჩაიბაროს ადრესატმა პირადად ან ჩაბარება განხორციელდეს ადრესატის ხელმოწერის საფუძველზე. ასეთი შემთხვევა წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და აუცილებელია შეკვეთის გაფორმებამდე ონვეისთან წინასწარი შეთანხმება. ასეთი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ონვეი შეკვეთას აბარებს მის მიერ დადგენილი გზავნილის ჩაბარების წესების შესაბამისად.
4.1.23. შემკვეთი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობა და კონკრეტულად საგადასახადო/სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პასუხი აგოს თავისივე გზავნილის სამართლებრივ/უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის ტრანსპორტირებასაც  ახორციელებს ონვეი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ნებისმიერ წარმოშობილ გაუგებრობასთან დაკავშირებით  ონვეი მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ აქვს წვდომა გზავნილის შიგთავსთან და იგი ეყრდნობა შემკვეთის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას გზავნილთან დაკავშირებით.
4.1.24. შემკვეთი ვალდებულია ონლაინ ატვირთოს ზედნადები და სათანადო წესით მონიშნოს ონვეი გადამზიდის ველში, თუ საგადასახადო კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს ზედნადებით გზავნილის გადაზიდვას. ონვეი ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურთან, შესაბამისად, ინტეგრაციამ რომ იმუშაოს, ზედნადები გააქტიურდეს და შეიცვალოს მძღოლისა და ავტომობილის მონაცემები, აუცილებელია, რომ შემკვეთმა დადგენილი წესით შეავსოს ზედნადები, კერძოდ, მიუთითოს თრექინგ ნომერი ზედნადების დამატებით ველში. თუ სპეციალურად განსაზღვრული ველი შეიცვალა, შემკვეთი ვალდებულია ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს ონვეი. თუ ზედნადების შევსება არ მოხდა ონვეის მიერ დადგენილი წესის თანახმად (რომელიც გაწერილი არის წესები და პირობებში), ონვეი უფლებას იტოვებს, რომ ხელით არ დააკორექტიროს არც ერთი ზედნადები, შესაბამისად, ასეთი ქმედება ჩაითვლება შემკვეთის ვალდებულების შეუსრულებლობად და ასეთი ამანათის ჩაუბარებლობაზე ონვეი თავისუფლდება ყველა ტიპის პასუხისმგებლობისაგან, მათ შორის, დამკვეთის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების დარღვევა ათავისუფლებს ონვეის ტრანსპორტირების ვალდებულებისა და საგადასახადო რისკებისაგან.

4.2. ონვეი ვალდებულია:
4.2.1. ამ ხელშეკრულებით, წესებითა და პირობებით და პლატფორმაზე ასახული პირობების შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
4.2.2. მომსახურებისას იმოქმედოს გზავნილის შეძლებისდაგვარად სწრაფად და ხარისხიანად მიწოდების მოტივაციით.
4.2.3. მომსახურება განახორციელოს შრომით სამართლებრივი ხელშეკრულებით დაქირავებული პირების საშუალებით ან გამოიყენოს მესამე პირების მომსახურება ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით.
4.2.4. პლატფორმაზე ასახოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია.
4.2.5. გზავნილის სტატუსის ცვლილება ასახოს პლატფორმაზე. პლატფორმაზე ასევე აისახება ის დაბრკოლებები, რომლებიც ონვეის შეხვდა გზავნილის ჩაბარების პროცესში.
4.2.6. მხოლოდ მის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი სერვისების განხორციელება წესებისა და პირობების შესაბამისად.
4.2.7. გადაუხადოს შემკვეთს ვადამოსული დავალიანება, ხოლო წინამდებარე ხელშეკრულებით  გათვალისწინებული გამოქვითვის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, გადაუხადოს შემკვეთს გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი სხვაობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
4.2.8. პლატფორმის საშუალებით შემკვეთისათვის ხილული გახადოს გზავნილის სტატუსი.
4.2.9. გზავნილის სტატუსთან დაკავშირებით გასცეს სპეციალური ცნობა, თუ შემკვეთისათვის საკმარისი არ არის პლატფორმის ამონაწერი. ონვეის უფლება აქვს ასეთი ცნობისათვის დააწესოს საფასური.
4.2.10. დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გასცეს მესამე პირებზე ინფორმაცია, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი წინამდებარე მომსახურების შესრულებისას გადასაზიდი გზავნილის შესახებ.
4.2.11. პასუხი აგოს უშუალოდ თავის ქმედებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფ ქმედებებზე, რომელმაც ცალსახა და დადასტურებული მატერიალური ზიანი მიაყენა შემკვეთს.  
4.2.12. შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
4.2.13. ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე, რომელსაც იგი გასცემს და რომლის შესახებაც მას ევალება ზუსტი ცოდნა ჰქონდეს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაცია მოწოდებულია შემკვეთის მხრიდან. 
4.2.14. წინასწარ აცნობოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ახალი პირობების შესახებ და ასახოს ის წესებსა და პირობებში.

4.3. შემკვეთი უფლებამოსილია:
4.3.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ჰქონდეს პლატფორმაზე წვდომა, სადაც ექნება საშუალება შეამოწმოს გზავნილების სტატუსი.
4.3.2. მოსთხოვოს ონვეის მომსახურების შესრულება მხოლოდ შეთანხმებული წესებითა და ფარგლებში.
4.3.3. კონკრეტულ გზავნილებთან დაკავშირებით მოითხოვოს ცნობის გაცემა ასეთი ცნობისათვის დაწესებული საფასურის გადახდის შემდეგ.
4.3.4. მოითხოვოს ონვეის მიერ დადგენილი მიწოდების ვადების დაცვა და მომსახურების ხარისხის სათანადო შესრულება; სისტემური ან მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში – მოითხოვოს მომსახურების შეჩერება ან ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.3.5. ონვეის მიერ გზავნილის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება გზავნილის დადასტურებული ღირებულების ფარგლებში მაგრამ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზვრულ ფარგლებში.
4.3.6. მოითხოვოს ონვეის მიერ ტარიფებისა და საკომისიო პირობების ცვლილების შესახებ წინასწარი წერილობითი ან პლატფორმის საშუალებით შეტყობინება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალსიწინებული წესით, ხოლო აღნიშნიშნული პროცესის დარღვევით გაზრდილი ტარიფის გადახდაზე განაცხადოს უარი; 
4.3.7. მოითხოვოს ონვეის მიერ კონფიდენციალურობის დაცვა, მათ შორის, შემკვეთის მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების მიზნით.

4.4. ონვეი უფლებამოსილია:
4.4.1. მოსთხოვოს შემკვეთს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ან/და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით თავად უზრუნველყოს თანხის გაქვითვა შემკვეთის დავალიანების მიხედვით.
4.4.2. ყველა ამანათი აწონოს შემკვეთისგან თავის საწყობში მიტანისას და შესაბამისად ცალმხრივად დააკორექტიროს წონის მიხედვით მისი ფასი.
4.4.3. შეასრულოს მხოლოდ საკურიერო მომსახურება და მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.
4.4.4. უარი თქვას დამატებითი მომსახურების შესრულებაზე, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან ან წესები და პირობებიდან.
4.4.5. უარი განაცხადოს პლატფორმაზე შემოსულ განაცხადებზე განაცხადის პლატფორმაზე ასახვიდან 24 საათის ვადაში. ასეთ დროს ონვეის არ დაეკისრება რაიმე ტიპის პასუხისგებლობა, ხოლო თუ ონვეი დაადასტურებს განაცხადს ან არაფერს მოიმოქმედებს 24 საათის განმავლობაში, მას წარმოეშვება მომსახურების გაწევის ვალდებულება ამ ხელშეკრულებითა და წესები და პირობების შესაბამისად. 
4.4.6. COD მომსახურების შესრულებისას ისარგებლოს თავის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატით  ან/და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტაციით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.4.7. მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება.
4.4.8. უარი თქვას მომსახურების გაწევაზე ან/და მის საწყობში არსებული გზავნილები დაიტოვოს მფლობელობითი გირავნობის უფლებით, თუ შემკვეთს აქვს ონვეის წინაშე ფინანსური დავალიანება, რომელიც ვერ იფარება მათ შორის გაქვითვის გზით. ასეთ შემთხვევაში, ონვეის არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა შემკვეთის ან ადრესატის წინაშე, ხოლო ნებისმიერ შედეგზე, რაც მოჰყვება ასეთ გარემოებას, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაკისრებულ ჯარიმაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და სხვა, სრულ პასუხისმგებლობას იღებს შემკეთი და შემკვეთს ეკისრება ასეთი ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ შემკვეთი უარის განაცხადებს მის ანაზღაურებაზე და მისი გადახდა მოუწევს ონვეის, ონვეის უფლება აქვს რეგრესის წესით მოითხოვოს შემკვეთისაგან ასეთი დაკისრებული ფინანსური ანაზღაურების ორმაგი ოდენობა. თუ შემკვეთი დავალიენაბას არ გადაიხდის 60 კალენდარული დღის ვადაში, ონვეის უფლება აქვს მფლობელობითი გირავნობით მის საწყობში არსებული ნივთები გახსნას, შეაფასოს და გაყიდოს აუქციონზე და შემოსული თანხით დაფაროს დავალიანება. თუ ასეთი გზით შემოსული თანხა გადააჭარბებს დავალიანებას, ხარჯების გასტუმრების შემდეგ სხვაობა ერიცხება შემკვეთს.
4.4.9. ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, შემკვეთის წინასწარი ინფორმირებულობის პირობით.
4.4.10. ცალმხრივად შეცვალოს საკურიერო მომსახურების ფასები, შემკვეთის მინიმუმ 30 დღით ადრე ინფორმირებულობის პირობით.
4.4.11. დააწესოს ამანათის ჩაბარების წესები და პირობები, მათ შორის, ისარგებლოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ამანათის ჩაბარების მეთოდებით, როგორიცაა sms კოდით ჩაბარება და სხვა.
4.4.12. შემკვეთს, მომხმარებლებს ან ადრესატს მოემსახუროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
4.4.13. დააწესოს ამანათის ჩაბარების საკუთარი პირობები, რაც აისახება წესებსა და პირობებში.
4.4.14. უარი თქვას ამანათის ჩაბარებაზე და მიანიჭოს მას სპეციალური სტატუსი ვერ ჩაბარების შესახებ, თუ სისტემაში არ ფიქსირდება მიმღების ტელეფონის ნომერი ან კურიერი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ უკავშირდება ადრესატს.
4.4.15. ამანათი ადრესატს მიუტანოს მის მიერ დადგენილი წესების შესამაბისად, მაგალითად, მიუტანოს ამანათი სადარბაზომდე (სახლამდე), ხოლო მოითხოვოს დამატებითი საფასურის გადახდა, თუ მხარეთა შეთანხმებით მიწოდება უნდა განხორციელდეს კარამდე. მიწოდების პირობები დეტალურად რეგულირდება წესები და პირობებით.
4.4.16. უარი თქვას გზავნილის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტანაზე ან ადრესატისთვის გადაცემაზე, ადრესატის ჩართულობის გარეშე, თუ გზავნილის წონა აღემატება წესები და პირობებით დადგენილ ოდენობებს.
4.4.17. შეუთანხმდეს ადრესატს გზავნილის დამატებით დროში მიწოდების შესახებ ან/და მიუთითოს პუნქტის შესახებ, საიდანაც შეეძლება გაიტანოს გზავნილი ადრესატს ნებისმიერ დროს მისი სურვილისამებრ, მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში, თუ ვერ ხერხდება წესები და პირობებით განსაზღვრულ ვადაში გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება. თუ დამატებით დროშიც ვერ ხორციელდება ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ადრესატის მიზეზების გამო, მაშინ შემკვეთს არ აქვს პრეტენზიის უფლება ონვეისთან. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული დამატებითი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) სამუშაო დღეს. ზემოხსენებული დროის განმავლობაში, შემკვეთს არ აქვს უფლება წარუდგინოს პრეტენზია და დააკისროს პასუხისმგებლობა ონვეის.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა:
5.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა და კრედიტორს აქვს უფლება დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნები მოვალის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებით.
5.2 შემკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვადის დარღვევისას ონვეის უფლება აქვს მოსთხოვოს  პირგასამტეხლოს გადახდა, გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოქვითვის უფლება შეიძლება გამოყენებული იყოს მათ შორის დაკისრებულ პირგასამტეხლოზე.
5.3 ონვეი მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიყენებულია ონვეის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
5.4 თუ გზავნილის დაკარგვა ან მთლიანი დაზიანება გამოწვეულია ონვეის ბრალეულობით ან გაუფრთხილებლობით, შემკვეთს აუნაზღაურდება გზავნილის თვითღირებულება (მაგრამ არა უმეტეს მისი ფაქტობრივი ღირებულებისა) და გადახდილი მომსახურების საზღაური, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 400 ლარისა. გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სადაზღვევო პოლისის პირობების შესაბამისად. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული არის პასუხიმსგებლობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული გზვანილისათვის, რომელსაც შემკვეთი სადაოდ არ ხდის.
5.5 შემკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული გზავნილის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობასა და სისწორეზე. ონვეის უფლება აქვს შემკვეთს დააკისროს, და შემკვეთი შესაბამისად ვალდებულია აუნაზღაუროს, შემკვეთის   ბრალით ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნებიმიერი ზიანი. 
5.6 შემკვეთს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ან ადრესატის მიზეზით ონვეის კურიერის ნებისმიერი ფორმით მოცდენისათვის.
5.7 ონვეი დამკვეთის წინაშე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს ზიანი გამოწვეულია: 
ა) სახელმწიფო ორგანოთა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა ან/და საჯარო მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, რაც დაკავშირებულია მათ სამსახურებრივ მოვალეობების შესრულებასთან.
გ)  შემკვეთის ან დაზარალებულის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით ან შემკვეთის მიერ ონვეისათვის ისეთი მითითების გაცემით, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – ზიანის მიყენებასთან. 
დ) ზიანი, რომელიც დადგა შემკვეთის მიერ ონვეისათვის არასწორი მონაცემების მიწოდებით გზავნილის შესახებ, ასევე ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იმ გარემოებათა შესახებ, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ონვეის მიერ მომსახურების ჯეროვნად შესრულებისათვის ან თუ შემკვეთმა დადგენილ ვადაში არ მიაწოდა ონვეის აღნიშნული გარემოებების ცვლილების შესახებ ინფორმაცია. ასევე ონვეი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან შემკვეთის მიერ გადამზიდველისთვის მიწოდებული მონაცემებისა და ინფორმაციის უზუსტობის ან არასაკმარისობის შედეგად გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულმა უშუალოდ გამოიწვია ზიანი და ონვეის ობიექტურად არ შეეძლო ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.
ე) კონტრაბანდული გზავნილის გადაზიდვისას მომხდარი შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი.
ვ) ტვირთების არასათანადო შეფუთვით ან/და მათი დაზიანებულ მდგომარეობაში გაგზავნით, ასევე გზავნილის შეუსაბამო განლაგებითა ან/და დამაგრების შედეგად გამოწვეული ზიანი.
ზ) ნებისმიერი მოთხოვნები იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მიყენებულია სამხედრო ქმედებების, მანავრების ან სხვა სამხედრო ღონისძიებების, სამოქალაქო ომის, სხვადასხვა სახის სახალხო მღელვარებისა და გაფიცვების, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტული ქმედებების, აგრეთვე, სხვა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად.
თ) ბირთვული აფეთქების, რადიაციის ან რადიოაქტიური მოწამვლის ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.
ი) გზავნილის ბუნებრივი თვისებების (ქიმიური ცვლილებები, შინაგანი ცვლილებები, გაშრობა, თვისების დაკარგვა და ა.შ.) ცვლილებით, რომლის მიზეზიც ტემპერატურის, ჰაერის, ჭიების, სხვადასხვა ცხოველებისა და მწერების ზემოქმედება, რომელიც დაკავშირებულია გზავნილის ფუნქციონალურ ცვლილებებთან, თუ გამონაკლის შემთხვევაში ონვეი ვალდებული არ იყო სპეციალური ტემპერატურული ან სხვა დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფაზე და აღნიშნული არ იყო წინასწარ შეთანხმებული;
კ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის თავიდან აცილება შემკვეთის მიერ შესაძლებელი იყო, მაგრამ მან დროულად ან საერთოდ არ მიიღო ყველა შესაძლებელი და სათანადო ზომა რისკის შემცირების ან/და თავიდან აცილებისათვის ან თუ მან ჩაიდინა განზრახი ქმედება ზარალის სიდიდის გასაზრდელად. 
მ) თუ ზიანი გამოწვეულია ჰაერის ტენიანობის, ტრიუმის ჰაერის გავლენით. გზავნილის განსაკუთრებული თვისებით, მისი სამომხმარებლო ხარისხის, მასის, მოცულობის ბუნებრივი  ცვლილებით.
ნ) ტვირთის დანაკლისით, როდესაც ფიქსირდება გარეგანი შეფუთვის ან/და ლუქის დაუზიანებლობა. 
ო) ტვირთი დაზიანებულია ჭიებით, მღრღნელებითა და მწერებით;
პ) შემკვეთის მიერ ტვირთის გადაჭარბებული ოდენობით მიწოდების გამო.
ჟ) ყველა სხვა გარემოებიდან გამომდინარე, რაც მიზეზობრივ კავშირში არ არის ონვეისთან და მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
5.8 იმ შემთხვევაში თუ ონვეის შიდა ხარვეზის გამო გზავნილი არ ჩაბარდა დროულად ადრესატს, ონვეის პასუხისმგებლობა ვადის გადაცილებისათვის შესაძლებელია დადგეს მხოლოდ დამატებითი დროის, კერძოდ, 2 (ორი) სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, რათა ონვეიმ უზრუნველყოს გზავნილის ადრესატთან ჩაბარება.
5.9 შემკვეთი ვალდებულია წარუდგინოს ონვეის ნებისმიერი პრეტენზია კონკრეტულ გადაზიდვასთან დაკავშირებით,  ადრესატის მიერ ამანათის ჩაბარებიდან  5 დღის ვადაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიების გაცხადება კონკრეტულ გზავნილთან დაკავშირებით დაუშვებელია.
5.10 გზავნილის მონიტორინგი ხორციელდება პლატფორმაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ონვეი ვერ ახორციელებს მასზე  დაკისრებულ მოვალეობას, მაგალითად, გზავნილ(ებ)ის დროულად ჩაბარებას, თავისი ბრალით გამოწვეული პრობლემით/შიდა ხარვეზით, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ შემკვეთს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში აწვდის ვადაში ჩაუბარებელი ამანათების სიას და ჩაბარების სავარაუდო გრაფიკს. ონვეის უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ვალდებულების შესრულების დამატებითი გონივრული ვადა, რაც წარმაოდგენს მის უფლებას და ამ უფლების განხორციელების გამო არ შეიძლება დადგეს მისი პასუხისმგებლობა. 

6. ფორს-მაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თუ კი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე.
6.2. ფორს-მაჟორულ გარემოებათ ითვლება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, ეპიდემია, არეულობა, გაფიცვები, ომები, საკანონმდებლო შეზღუდვები, გადაზიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვები და შეფერხებები და ა.შ.).
6.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად.
6.4. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები. მხარეები ვალდებულნი არიან პირველივე  შესაძლებლობისთანავე აცნობონ მეორე მხარეს ფრს-მაჟორული გარემოების დადგომის თაობაზე. 
6.5. ფორს-მაჟორული გარემოების 1 (ერთ) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, საბოლოო ანგარიშსწორების ვალდებულების შესრულების საფუძველზე. ხოლო, თუკი ფორს-მაჟორული ვითარების გამო  ვერ ხერხდება კონკრეტული გზავნილის ჩაბარება ორი კვირის განმავლობაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან ამ კონკრეტულ გზავნილთან დაკავშირებით მიიღონ ადეკვატური და სწრაფი ზომები, მაგ. კონკრეტული გზავნილის დაბრუნება; გადაზიდვის სხვისთვის გადანდობა და სხვა. 
6.6. მხარეები აცხადებენ, რომ არიან ინფორმირებული ეროვნული მასშტაბით ლოგისტიკის სირთულეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შესაძლებელია მოხდეს ეროვნულ დონეზე, ან ლოკალურად რომელიმე რეგიონში ან დამაკავშირებელ გზებზე ამინდის ისეთი გაუარესება, რომ მნიშვნელოვნად შეფერხდეს ავტოსატრანსპორტო გადაადგილება ან ლოგისტიკური მიწოდება. მხარეები თანხმდებიან, რომ ამინდის ისეთი გაუარესება (ძლიერი თოვლი, ძლიერი წვიმა, ყინვა, ძლიერი ქარი, ღვარცოფი, მეწყერი და სხვა), რომელიც შეუძლებელს ხდის ლოკალურად ან ეროვნულ დონეზე მომსახურების გაწევას, მხარეები მიიჩნევენ ფორს-მაჟორულ გარემოებად, თუ ასეთი შემთხვევის შესახებ ონვეი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს არაუგვიანეს 1 დღის ვადაში აცნობებს შემკვეთს პირადად, პლატფორმაზე შეტყობინების საშუალებით ან გააკეთებს საჯარო შეტყობინებას ვებ გვერდზე იმ ლოკაციებისა და გეოგრაფიული არეალების მითითებით, რა ფარგლებშიც ვერ ხერხდება მომსახურების განხორციელება, ასეთ შემთხვევაში ამ პერიოდში, ასეთ ლოკაციებზე გზავნილების ჩაუბარებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ონვეის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობად. ამავდროულად ონვეის წარმოეშვება ასეთი გზავნილების ჩაბარების ვალდებულება, მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება ამ მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.

7. გირავნობა
7.1. ონვეი სარგებლობს მფლობელობით გირავნობის უფლებით მის მფლობელობაში არსებულ ტვირთზე, ხელშეკრულების შესაბამისად გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით ონვეის წინაშე არსებული დავალიანების ფარგლებში.
7.2. ონვეი უფლებამოსილია გამოიყენოს გირავნობის უფლება შემკვეთთან დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
7.3. გირავნობის უფლება არ შეიძლება გასცდეს გირავნობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს. 

8. კონფიდენციალურობა
8.1. მხარეები პასუხისმგებლობას კისრულობენ დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია (მაგ: მომსახურების საფასური), რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ასევე მისი შეწყვეტიდან ერთი წლის მანძილზე, მხარეებს ეკრძალება ინფორმაციის გავრცელება კომპანიების საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ არ დაუშვან კომერციული საიდუმლოების, საქმიანი ურთიერთობის, გარიგებების, ტრანზაქციების ან/და სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც მიღებული იქნა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
8.3. კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია (მაგ: მომსახურების ღირებულება), რომელიც მხარეებისათვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და რომელიც ეხება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და სხვა ნებისმიერ გარიგებებს ან/და შეთანხმებებს, გამომდინარე მხარეთა თანამშრომლობისა და ასევე ინფორმაცია მხარეების (კომპანიების/ფილიალების და ა.შ) საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, გარიგებების, ტრანზაქციების და სხვა საქმიანი ურთიერთობების შესახებ.

9. პერსონალური მონაცემები
9.1. თითოეული მხარე ვალდებულია მისთვის გადაცემული მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში, იმ მიზნით და იმ ფორმით, რაც აუცილებელია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. 
9.2. საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მხარე ვალდებულია დაიცვას მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დამუშავების თანმდევი საფრთხეების ასაცილებლად მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომელიც მეორე მხარეს საშუალებას მისცემს (ა) დაიცვას და უზრუნველყოს, პერსონალურ მონაცემთა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა; და (ბ) აღკვეთოს, მონაცემთა დამუშავების არაავტორიზებული გამოყენება, არაავტორიზებული წვდომა ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების სხვაგვარი დარღვევა.
9.3. მხარის მითითებით, ნებისმიერ დროს ან მხარეთა შორის თანამშრომლობის შეწყვეტისას, მხარემ უკან უნდა დააბრუნოს ამ ხელშეკრულებისა და წესები და პირობების მოქმედების პერიოდში მიღებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, მათი ასლები და წაშალოს და გაანადგუროს ისინი, თუ მათი შენახვის ვალდებულება კანონმდებლობით არ არის დადგენილი. მხარემ პერსონალურ მონაცემთა განადგურებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ შეწყვიტა მონაცემთა დამუშავება და გაანადგურა პერსონალური მონაცემები.

10. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები:
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 1 (ერთი)  წლის ვადით.
10.2. მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების, განაცხადისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება, მიღების დადასტურება, გაფორმება და ურთიერთგაცვლა შესაძლებელია მოხდეს ელექტრონული საშუალებით ელექტრონული ხელმოწერის ფორმით ან ვებგვერდისა და პლატფორმის გამოყენებით, ელექტრონულად. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ადასტურებენ ელექტრონული ხელმოწერის ფორმით ან პლატორმაზე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას და გამორიცხავენ ნებისმიერ ეჭვს მასთან დაკავშირებით.
10.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან სრულად შეასრულონ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებები. 
10.4. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ცალმხრივად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე.
10.5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ მხარე წერილობით შეტყობინებას არ გაუგზავნის მეორე მხარეს  ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებასთან დაკავშირებით მისი შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით. ასეთი ავტომატური გაგრძელების დათქმა მოქმედებს ყოველ მომდევნო წელზე.

11. მიღება-ჩაბარების აქტი
11.1. ყოველი გზავნილის მდგომარეობის, ზუსტი წონისა და გაბარიტების, გადაზიდვის ტარიფის და ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია ასახულია შემკვეთის პორტალზე, რომლითაც ხელმძღვანელობენ მხარეები შესაბამისი თვის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის დროს. 
11.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების და ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მხარეთა შორის გაფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მხარეები ხელმოწერით დაადასტურებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულებას და გამორიცხავენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხებისადმი.

12. დამატებითი პირობები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესრულებულად, ხოლო გზავნილი გადაცემულად ითვლება შემკვეთის ან მისი წარმომადგენლის მიერ სამუშაოს შესრულების აქტზე ან შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ან შესაბამისი პროცედურის შესრულების საფუძველზე, რაც დადგენილია კონკრეტულ პერიოდზე (მგ. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე და სხვა) ან კონკრეტული გზავნილების სახეობის მიმართ. 
12.2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. 
12.3. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
12.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად, თითოეული მხარისათვის გადასაცემად. 
12.5. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების ცვლილება ან დამატება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომელზეც წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ონვეის უფლებაა (მაგ: ტარიფების ცვლილება ).
12.6. ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან მისი ცალკეული პირობების ბათილობას.
12.7. მხარეები ვალდებულნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინებების, მითითებების და დოკუმენტების მიწოდება განახორციელონ წერილობითი შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა ადრესატისათვის გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას. თუ აღნიშნული ფორმით ვერ ხერხდება ან გვიანდება შეტყობინება, მხარე უფლებამოსილია შეტყობინება გააკეთოს ზეპირი/სატელეფონო შეტყობინების სახით, რაც შემდგომ უნდა დადასტურდეს წერილობითი შეტყობინებით.