შეკვეთის დაფიქსირება (რეესტრით)
Ნაბიჯი #1 - რეესტრით ატვირთვის ფუნქცია
თუ გსურთ დიდი რაოდენობის გზავნილების ერთდროულად ატვირთვა, გამოიყენეთ რეესტრით ატვირთვის ფუნქცია. გადადით შესაბამის უჯრაზე და ჩამოტვირთეთ შაბლონი.
თუ წინასწარ დარეგისტრირებული ლოკაციიდან აგზავნით, აირჩიეთ შესაბამისი ფილიალი ან ატვირთეთ ფაილი ფილიალის გარეშე.
Ნაბიჯი #2 - ამანათის დარეგისტრირება
განვიხილოთ ორივე მეთოდი:
თუ აირჩიეთ ფილიალი, მაშინ ექსელის ფაილში შეავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
Მიმღების მონაცემები, ამანათის წონა, რაოდენობა, შეკვეთის ნომერი - ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომენტარი. თუ სარგებლობთ დამატებითი სერვისებით, შესაბამის ველში ჩაწერეთ დოკუმენტის უკან მიწოდების შემთხვევაში ციფრი 8, ხოლო დასურათების შემთხვევაში ციფრი 9.
COD -ის შემთხვევაში შეავსეთ ნივთის ღირებულება. თუ გნებავთ მომხმარებელმა გადაიხადოს, დამატებითი სერვისები და შიპინგი, ჩაწერეთ შესაბამის გრაფაში 1, თუ არა - დატოვეთ ცარიელი. ანალოგიურად ტერმინალის შემთხვევაში, ჩაწერეთ 1 თუ მოთხოვნილია კურიერთან ბარათით გადახდა, სხვა შემთხვევაში დატოვეთ ცარიელი. Გამოტოვეთ SPO სვეტი. დამატებითი ინფორმაციის ველი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად.
განვიხილოთ მეორე მეთოდი - ექსელის ატვირთვა ფილიალის გარეშე. Რა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ეს ფუნქცია? - მაგალითად შესაძლოა უკუგზავნილები დაარეგისტრიროთ, ამ დროს კი ასაღები მისამართები განსხვავდება ერთმანეთისგან. ექსელის შევსების წესი სრულიად იდენტურია წინა განხილულთან, მხოლოდ ექსელის ბოლოში დაგჭირდებათ გამგზავნის ინფორმაციის შევსება.
Ნაბიჯი #3 - ადგილის/წონის დაფიქსირება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემები შეავსოთ სწორად, განსაკუთრებით ქალაქები და წონა, რისი მეშვეობითაც მოხდება გადაზიდვის დროისა და ტარიფის დაანგარიშება.
თუ მონაცემების შესავსებად paste ფუნქციას იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ paste values მეთოდით ჩააკოპიროთ, რომ მხოლოდ ინფორმაცია ჩასვათ და არა დამატებითი ფორმატებიც, რამაც შესაძლოა ფაილის ატვირთვა შეაფერხოს.
Ნუ შეცვლით სვეტების რაოდენობას: ნუ მოაკლებთ და დაამატებთ მათ, ვინაიდან ასეთი ფაილის ატვირთვას ვერ შეძლებთ ჩვენს სისტემაში.
ექსელის Შევსებული ფაილი ატვირთეთ ფაილის ატვირთვის მეშვეობით და დაამახსოვრეთ მონაცემები.
თუ თქვენი შეკვეთა აიტვირთა, გილოცავთ! Პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა.
თუ რაიმე ხარვეზი გაქვთ, სისტემა დაგიწერთ სად დაუშვით შეცდომა. Გაასწორეთ ხარვეზი და თავიდან სცადეთ.
გახსოვდეთ, რომ ონვეი ყოველთვის ღიაა API ინტეგრაციისთვის. თუ გადაწყვეტთ გაიმარტივოთ პროცესები და ავტომატურად გაცვალოთ ინფორმაცია ჩვენს სოფტთან, დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც დაგეხმარებათ ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.
სხვა ინსტრუქციები
გამოიწერე ჩვენი სიახლეები
პირველი თქვენ გაიგებთ ახალ რაღაცეებს!