გააზიარე

თერმული სტიკერის გამოყენება

საფოსტო სერვისების ეფექტიანად გამოყენება მნიშვნელოვანია თქვენი გზავნილების დროული და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის.

ლოგისტიკური ხარვეზების მინიმუმადე დასაყვანად კი რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებაა საჭირო, რომელთაგან ერთ-ერთი ნაწილი ამანათის დასტიკერებას ეხება.

მარკირების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს თერმული პრინტერები, ამ ბლოგპოსტის მიზანია ახალ მომხმარებლებს გავუზიაროთ რჩევები და რეკომენდაციები ამანათების სწორად დასტიკერების შესახებ, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც ჯერ არ იყენებენ თერმულ პრინტერებს, მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქციები თუ საიდან და როგორ შეუძლიათ შეიძინონ ეს მოწყობილობები.

დასტიკერების მნიშვნელობა

ონვეის საიტზე განთავსებული შეკვეთა ავტომატურად ისახება ჩვენს სისტემაში და მასზე საკმარის ინფორმაციას ვიღებთ ციფრულად. შემდეგი ეტაპი ამ ინფორმაციის ფიზიკურ ამანათთან დაკავშირებაა, რაც დასტიკერებით ხდება. 

ამანათს ეკვრის თერმული სტიკერი, რომელზეც გზავნილის თრექინგ ნომერი, QR კოდი და მიმღების მონაცემებია დატანილი.



ამანათის ამგვარი სახით მარკირება საშუალებას გვაძლევს, დავაიდენტიფიციროთ გზავნილი, მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი გაბნევის რისკი, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა დაუსტიკერებელი ამანათის შემთხვევაში და უზრუნველვყოთ გზავნილის ეფექტური ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.

გარდა ამისა, თერმული სტიკერის მეშვეობით ხდება დიდი ოდენობის ამანათების დასკანერება გადაზიდვის სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისად, მათი სტატუსების მართვა.

ამის მეშვეობით თქვენ და თქვენი გზავნილის მიმღები იღებთ ინფორმაციას ამანათის მდებარეობისა და სავარაუდო ჩაბარების ვადებთან დაკავშირებით. 

რა არის თერმული პრინტერი?

თერმული პრინტერი სპეციალური ტიპის მოწყობილობაა, რომელიც გამოიყენება ეტიკეტების/სტიკერების ბეჭდვისთვის.

საბეჭდად გამოიყენება თერმული ქაღალდის რულონი, რომლის გამოყენების ინსტრუქციაც, როგორც წესი, დეტალურად არის მითითებული პრინტერის თანმხლებ ბროშურასა ან შესაფუთ ყუთზე.

 

თანამედროვე თერმული პრინტერების უმრავლესობას აქვს მცირე ზომა, ბლუთუზ მხარდაჭერა და USB შესაერთებელი, რაც მეტად კომპაქტურს ხდის მათ გამოყენებას.

თერმული პრინტერის გამოიყენების დადებითი მხარეები 

განვიხილოთ ის უპირატესობები, რაც თერმული პრინტერის გამოყენებას აქვს:

რა ღირს თერმული პრინტერი და როგორ შევიძინოთ?

თერმოპრინტერების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. მისი ფასი ქართულ ბაზარზე 100 ლარიდან იწყება, ხოლო უცხოურ ბაზარზე 10 $-დან.

აქ დაგიტოვებთ პროდუქციის შესახებ სასარგებლო ბმულებს, რაც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ფასსა და სხვა დეტალებზე.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ლინკები ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ მოიაზრებს რომელიმე კონკრეტული პროდუქტის რეკლამირებას.

გადახედეთ ბმულებს და შეარჩიეთ თერმული პრინტერი თქვენი კონკრეტული საჭიროებების, ბიუჯეტისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. 

ქართული წყაროები: საიტის ლინკი 1, საიტის ლინკი 2, ლინკი 3

უცხოური წყაროები: საიტის ლინკი 4, საიტის ლინკი 5

თერმული პრინტერის ქაღალდები: საიტის ლინკი 6, საიტის ლინკი 7

მიწოდების კალკულატორი