ონვეი — შენი ციფრული ფოსტა
ნახეთ, როგორ ვმუშაობთ თქვენი ამანათების სწრაფი და უსაფრთხო მიწოდებისთვის. ონვეი არის პირველი ქართული ციფრული საკურიერო კომპანია, რომელიც აკავშირებს საქართველოს 11 ქალაქს. 300-მდე თანამშრომლის, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და 400-ზე მეტი პარტნიორის დახმარებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მიტანის უმაღლეს სტანდარტს — როგორც ფილიალიდან ფილიალში, ისე კარიდან კარამდე. თითოეული გზავნილი გადის ხარისხისა და კონტროლის მკაცრ ეტაპებს.


