ონვეის სერვისები და 3PL ფულფილმენტი
ონვეი სტანდარტული გადაზიდვის გარდა, სხვა არაერთ დამატებით სერვისს გთავაზობთ. ისარგებლეთ კურიერთან თანხის გადახდის მარტივი სისტემით, დოკუმენტების სწრაფად მიწოდებითა და კომფორტული კარიდან კარამდე სერვისით. ბიზნესისთვის გვაქვს პროგრამული ინტეგრაციის შესაძლებლობა და სტატისტიკის ფუნქციონალი თქვენი გაყიდვების დინამიკის სხვადასხვა პერიოდში საკონტროლოდ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი 3PL და ფულფილმენტ (Fulfillment) მომსახურება — ჩვენ ვიბარებთ, ვინახავთ, ვფუთავთ და ვაწვდით თქვენს პროდუქციას, რათა თქვენ აღარ დაგჭირდეთ საკუთარი საწყობისა და ლოგისტიკის მართვა.


