,,ონვეი” Logistics Expo 2026-ზე

17 მარტი, 2026
,,ონვეი” Logistics Expo 2026-ზე

12-13 მარტს თბილისში, ექსპოჯორჯიაში, გაიმართა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენა Logistics Expo 2026, რომელიც რეგიონში ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ყალიბდება. ღონისძიებამ თავი მოუყარა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და სფეროთი დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციას.

გამოფენის მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, პოზიციონირება და საერთაშორისო მიწოდების ქსელებში მისი როლის გაძლიერებაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია, სადაც ექსპერტებმა ლოგისტიკის სფეროს უახლესი ტენდენციები, ინოვაციური მიდგომები და წარმატებული პრაქტიკები განიხილეს.

Logistics Expo 2026-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო B2B შეხვედრები, რომლებმაც კომპანიებს პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და სერვისები, რომლებიც ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროს მოიცავს.


ღონისძიებაში მონაწილეობა ,,ონვეიმაც” მიიღო. ჩვენს სტენდს ორი დღის განმავლობაში ათობით სტუმარი ეწვია - ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესები და ელექტრონული კომერციის სექტორში ჩართული კომპანიები. სტუმრებს დეტალურად გავაცანით ჩვენი საკურიერო სერვისები, ტექნოლოგიური პლატფორმა და ის შესაძლებლობები, რომლებიც ბიზნესებს მიწოდების პროცესის გამარტივებაში ეხმარება. 

კომპანიისთვის მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და ბაზრის საჭიროებების უკეთ გასაცნობად. ,,ონვეი” განაგრძობს მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების განვითარებაზე, რათა მიწოდების სერვისი საქართველოში კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური გახდეს.











მსგავსი სიახლეები